ირაკლი ლომიძე
27.04.2020

 უმუშევრად დარჩენილ ათასობით თვითდასაქმებულს  კომპენსაციის მიღება გაუჭირდება და  არ არის გამორიცხული, ისინი საერთოდ დარჩნენ სოციალური შეღავათის მიღმა, რადგან არსად არიან აღრიცხული და შემოსავლების დადასტურების შესაძლებლობაც არ აქვთ. ვინ და როგორ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას ჯერრ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, შეუძლებელი იქნება კორუფციის რისკის აცილება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ. როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც გაჩნდებიან ადამიანთა მცირე ჯგუფები, რომლებიც დოკუმენტაციის გაყალბებას მოახერხებენ.

ნინა გარდაფხაძე
27.04.2020

 კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის საქართველო 1.4 მლრდ აშშ დოლარს ისესხებს და ამით ვალის მოცულობას გაზრდის. შიგა რესურსი რომ საკმარისი არ იქნებოდა ამას ყველა ხედავდა, ამგრამ რა ეფექტი ექნება ვალს ეკონომიკაზე და კონკრეტულად ეროვნულ ვალუტაზე და საით მიმართავს ხელისუფლება? სპეციალისტები ამბობენ, რომ  ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რაში დახარჯავს მთავრობა მიღებულ ფულს და სწორედ ამის მიხედვით შეიძლება საუბარი გავლენაზეც.

ირაკლი ლომიძე
27.04.2020

ეპიდემიის გამო განადგურებულ ბიზნესს გონზე მოსასვლელად და ეპიდემიამდელ პოზიციებთან დასაბრუნებლად დაახლოებით 2 წელიწადი დასჭირდება. ისიც იმ დარგებს, სადაც კრიზისისს გავლენა  არ არის ისეთივე მომაკვდინებელი, როგორშიც მაგალითად, ტურიზმი აღმოჩნდა. შიდა ტურიზმის გარდა, დარგი სიცოცხლის ნიშანწყალს წლობით ვერ დაიბრუნებს. დანაკარგის სიდიდიდან გამომდინარე, მდგომარეობის გამოსასწორებლად ზოგიერთ შემთხვევაში 2-წლიანი პერიოდი წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ კრიზისის დასაძლევად გაცილებით მეტი დროა საჭირო, სავარაუდოდ, 4-5 წელი.

რეზონანსი
27.04.2020

 ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, მარტში იმპორტი მაღალ ნიშნულზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სტატისტიკა არ გაუარესებულია, პირიქით, იმპორტი გაზრდილია კიდეც, რაზეც გავლენა საერთაშორისო ფასმა მოახდინა და კომპანიებმა ჭარბი მარაგი შექმნეს. ცხადია, ეს ტენდენცია აპრილში არ შენარჩუნდება და ოფიციალური სტატისტიკით როგორც მოხმარება, ასევე იმპორტი საგრძნობლად შემცირდება, რაზეც დიდი გავლენა ორკვირიანმა კარანტინმა მოახდინა, რის გადაწყვეტილებაც მთავრობა ეპიდემიის რისკის შესამცირებლად მიიღო.

ნინა გარდაფხაძე
24.04.2020

  3.5 მლრდ ანტიკიზისული გეგმა სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებად დაიყო. უმუშევრად დარჩენილებს, დამსაქმებლებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და სხვა ჯგუფებს კონკრეტული დახმარება შესთავაზეს. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესი ნაწილია, რომელიც დიდ კრიზისშია და მათი შემცირებული შემოსავალი მოსახლეობაზე აისახება. იყო თუ არა სწორად გადანაწილებული პრიორიტეტები? საზოგადოების და სპეციალისტების აზრი ორად გაიყო. 

თამარ მუკბანიანი
23.04.2020

 კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი დროებით დაიხურა ან შემოსავალი შეუმცირდა, პანდემიის გადავლის შემდეგ გაკოტრდება  და ამ პროცედურების დაწყება მოუწევს. ასეთია სამართლის სფეროს სპეციალისტებისა და ფინანსისტების ერთი ნაწილის მოსაზრება. მათი აზრით, ეს გარკვეულწილად, ბიზნესის გადარჩენის გზაც კი შეიძლება იყოს.

ნინა გარდაფხაძე
23.04.2020

 კორონავირუსის და კარანტინის პარალელურად, ხალხის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას საოცრად გაძვირებული აგროპროდუქტი, კიდევ მეტად ამძიმებს. ბაზრების დახურვის, რეგიონების ჩაკეტვისა და მანქანებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, სუპერმარკეტებში და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში, ფასებმა მკვეთრად იმატა.

გვანცა წულაია
22.04.2020

 მთავრობა მოქალაქეების დასახმარებლად ახალ გზებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვინც, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული რეგულაციების გამო, სამსახური დაკარგა, ასევე, საბანკო სფეროში შემოღებული შეღავათები გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით, ზუსტი პასუხი საზოგადოებას ხვალ იქნება.

ნინა გარდაფხაძე
22.04.2020

 ერთი თვით გახანგრძლივებულ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს მოსახლეობისა და ბიზნესის ნაწილი პროტესტით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვირის ბოლოდან  ეკონომიკური გეგმის წარდგენას აპირებს, რის მიხედვითაც, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, ეკონომიკა რეალურად მაინც ვერ ამუშავდება. მოსალოდნელია ვარდნა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვერ დავაღწევთ.

გვანცა წულაია
22.04.2020

 მთავრობის მიერ ჩამოწერილი კომუნალური გადასახადები მოქალაქეებს არ განულებიათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კბ/მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, მათ გადასადახი არ ჩამოეწერათ.

ნინა გარდაფხაძე
21.04.2020

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისამდე გახანგრძლივდა მაშინ, როცა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება და ხალხი ნორმალური ცხოვრების რიტმს თანდათან უბრუნდება. საქართველო, რატომღაც, კვლავ ეპიდემიური პიკის მოლოდინშია, რომელიც თებერვლის შემდეგ ანონსდება, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ დამდგარა და არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა. ამასობაში, ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზარალი ადგება. თუ შეზღუდვების მოხსნა არ დაიწყო, მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

გვანცა წულაია
21.04.2020

 ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ყველა სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. უკვე საბანკო სფეროც შეფერხებით მუშაობს, რის გამოც შეიძლება, საკმაოდ მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტთა ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ კომერციულ ბანკებში გარკვეული სახის პრობლემები დაიწყება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×