თამარ მუკბანიანი
21.04.2020

 ისტორიაში პირველად, ნავთობის ფასი მსოფლიოს თითქმის ყველა ბირჟაზე უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოპეკი პლუსმა" მოპოვების შემცირებაზე გადაწყვეტილება სულ რაღაც 10 დღის წინ მიიღო, ამან ფასების ჩამოშლა ვერ შეაჩერა. რამ გამოიწვია ამ მასშტაბის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე და როგორ აისახება ეს საქართველოზე, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ. მოლოდინი დიდი არ არის, რადგან ბოლო ორ თვეში, 70%-იანი ფასთა კლების მიუხედავად, საწვავის ფასი საქართველოში მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

თამარ მუკბანიანი
20.04.2020

 მდგმურები და შენობაში უკანონოდ მყოფები - ასეთია, დღეს, მსოფლიო პანდემიის წინა ხაზზე, გმირულად მებრძოლი ინფექციური საავადმყოფოს ექიმების სამართლებრივი სტატუსი. საავადმყოფოს შენობა, "ავერსმა" ხელში 2009 წელს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩაიგდო. მაშინ პირობა იყო, რომ სულ მალე ინფექციურს ახალი შენობა ექნებოდა, რომელიც რასაკვირველია, დღემდე არ შესრულდა. არსებობს თუ არა7 სამართლებრივი გზა, რომ 11 წლის წინანდელი  აუქციონი ბათილად იქნას ცნობილი და "ავერსს" ინფექციური საავადმყოფოს ტერიოტორია ჩამოერთვას?

ირაკლი ლომიძე
20.04.2020

 კორონავირუსის გამო ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და მალე ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწევს. იმის გამო, რომ მათი უმეტესობა არალეგალია, უკან დაბრუნების შესაძლებლობა თითქმის აღარ აქვთ. ასეც რომ არ იყოს, ახალი სამუშაო ადგილების პოვნა ემიგრაციაში უკვე სერიოზულად გაჭირდება. ახლა გადამწყვეტი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რა გზას აირჩევს ამ ადამიანების დასახმარებლად და რას შესთავაზებენ  წლების წინ გაჭირვების გამო გადახვეწილ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოში ფიზიკური გადარჩენისთვის დაბრუნდნენ.

ირაკლი ლომიძე
20.04.2020

 სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების აკრძალვამ მომსახურების ყველა სფეროში პრობლემა შექმნა. აფთიაქებისა და სასურსათო ობიექტების გარდა, ყველაფერი დაიკეტა. მუშაობას აჩერებენ ისინიც, რომლებსაც აკრძალვა არ შეეხოთ, მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ დროებით დაიხურონ, რადგან მომხმარებლებს ტრანსპორტით მოძრაობის  უფლება არ აქვთ. დანიშნულების ადგილამდე, ზოგ შემთხვევაში, ვერც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები აღწევენ და თავიანთ საქმიანობას აჩერებენ.

ირაკლი ლომიძე
20.04.2020

 კორონავირუსის გამო ადგილობრივ წარმოებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური უსაფრთხოება დიდ განსაცდელში აღმოჩნდა. მთავრობის მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, ბიზნესს შეღავათს ვერანაირად მისცემს, რადგან რეალური ნაბიჯი წარმოების გადასარჩენად არ გადადგმულა. მუდმივად ვისმენთ განცხადებებს, მაგრამ სიტუაცია მეწარმეებისთვის არათუ არ გაუმჯობესებულა, კატასტროფულად გაუარესდა, რასაც შეიძლება ადგილობრივი საწარმოების დახურვა მოჰყვეს და ეს პროცესი  უკვე დაწყებულია.

ნინა გარდაფხაძე
17.04.2020

 საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, მინიმუმ 10 მაისამდე გახანგრძლივდა და თუ ბოლო დღეების ტენდენციას მივიღებთ მხედველობაში, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. ბიზნესისთვის კი შეზღუდვები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. ამ ფონზე მეწარმეები ამბობენ, რომ კიდევ 1 თვით გაჩერებას ვეღარ გაუძლებენ და სასტარტო პოზიციასთან დაბრუნებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.

თამარ მუკბანიანი
16.04.2020

 ნავთობის მოპოვების შემცირების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი მოფლიო ბაზარზე კვლავ ეცემა და ისევ დგას დღის წესრიგში წარმოების შემცირება, რათა ბაზარი არ ჩამოიშალოს. პარალელურად მცირდება ფასი საქართველოს ავტოგასამართი სადგურების ქსელში, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის მსოფლიო ბაზრის საფასო პოლიტიკის პროპორციული. 

გვანცა წულაია
15.04.2020

 საქართველოში სავაჭრო ქსელების 40%-მა მარტის თვის ხელფასები დასაქმებულებზე ვერ გასცა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა და უკვე მარტში სავაჭრო სექტორზე უარყოფითად აისახა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რამდენიმე დღით ადრე კი ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 80%-ით დაეცა. ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, დასაქმებულებს ხელფასი უმცირდებათ ანდა საერთოდ ვერ იღებენ.

თამარ მუკბანიანი
15.04.2020

 თურქეთში თხილის მწარმოებლები დიდი დილემის წინაშე დგანან - ფაროსანა თურქეთის შავი ზღვისპირეთის 8 რეგიონში უკვე გავრცელდა. შედეგად, თხილის უმსხვილესი მწარმოებელი მოსავლის, მინიმუმ, 30-40%-ით შემცირებას ელოდება. ამ პირობებში  ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს თხილის ჩაბარების ფასი 30%-ით მოიმატებს.

გვანცა წულაია
15.04.2020

 ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. რეკორდული გაუფასურების შემდეგ, უკვე რამდენიმე დღეა, ლარი პოზიციებს იბრუნებს. თუკი გამყარება ასეთი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, კურსი 3,0-ს ჩასცდეს. თანაც, როგორც ცნობილია, მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 450 მლნ დოლარს გადმოურიცხავს, რაც, ბუნებრივია, ლარს გამყარებაში დაეხმარება.

თამარ მუკბანიანი
14.04.2020

 საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, ეკონომიკურ აქტივობაზე შეზღუდვებიც ამ დრომდე შენარჩუნდება. მიუხედავად პანდემიისა, ხალხისთვის პირველი რიგის ამოცანა უკვე სოციალური მდგომარეობაა, რომელიც დღითი დღე მძიმდება. საგანგებო რეჟიმის პარალელურად ან დასრულების შემდეგ თუ რა დარგებზე უნდა მოიხსნას შეზღუდვები, ,,რეზონანსთან“  სპეციალისტები საუბრობენ.

გვანცა წულაია
14.04.2020

 მცირე და მიკრო ბიზნესი, ასევე თვითდასაქმებულები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. მათ შემოსავლებისა და ნაღდი ფულის დეფიციტს შესაძლოა, ვერ გაუძლონ და ვეღარც მოახერხონ აღდგენა. საუბარია დაახლოებით 200-300 ათას ადამიანზე, რომლებიც, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ჩიხში მოექცნენ და შემოსავლის გარეშეც დარჩნენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება თვითდასაქმებულებზე უმძიმესად აისახება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×