რეზონანსი 25.05.2020
აპრილში ყველა კატეგორიის საწვავის იმპორტი შემცირდა. მკაცრი კარანტინის პირობებში მოთხოვნის კლება, როგორც ჩანს, იმპორტზეც ნეგატიურად აისახა. ორკვირიანი კარანტინის გამო აბსოლუტურად გაჩერებული იყო საწვავზე მოთხოვნა. შესაბამისად, იმპორტის დინამიკამ გეზი კლებისკენ აიღო.
|
თამარ მუკბანიანი 22.05.2020
ხუდონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლისათვის, სახელმიფომ იურიდიული კომპანია უკვე დაიქირავა. ჯერჯერობით ყველა დეტალი უნცობია, მათ შორის ისიც, რატომ აუქმებს ხელშეკრულებას საქართველო "ტრანს ელექტრიკასთან" და ნიშნავს თუ არა ეს ხუდონჰესზე უარის საბოლოოდ თქმას.
|
თამარ მუკბანიანი 21.05.2020
როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დედაქალაქის მერიასა და მთავრობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იქამდე კი, სანამ საკოორდინაციო საბჭოს წევრთა განცხადებები თანხვედრაში მოვა და ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეები, რომელთა სამსახურიც აღდგა, ხელფასის უდიდეს ნაწილს ტაქსით გადაადგილებაში ხარჯავენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ იხსნება ეკონომიკა გადაადგილების გარეშე.
|
თამარ მუკბანიანი 21.05.2020
მხოლოდ ერთი ადამიანი სასტუმროს ნომერში, განიავებისა და დასუფთავების მკაცრი წესები, დეზობარიერები ყველა შესასვლელსა და გასასვლელში და მუდმივი სკრინინგი - ეს არასრული ჩამონათვლია იმ ნორმების რისი შესრულებაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სტუმრები, ფაქტობრივად, კარანტინში ჩამოდიან. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი დამატებით დეტალზე მომავალ კვირას ისაუბრებენ.
|
ნინა გარდაფხაძე 20.05.2020
ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს მაისის ბოლოს წარუდგენს. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, 1.8 მლრდ-ით იზრდება ხარჯვითი ნაწილი და მცირდება საგადასახადო შემოსავლები. დეფიციტი, წინასწარი მონაცემებით, თითქმის 30%-ია, რისი კომპენსირებაც ნასესხები 4.1 მლრდ-ით მოხდება. ანალიტიკოსები ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ უნდა დაიხარჯოს მოზიდული სახსრები, რომ შემდეგში ქვეყანამ ვალის დაბრუნება შეძლოს.
|
გვანცა წულაია 20.05.2020
საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადების დრო თვის ბოლოს იწურება, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კი ფსკერზეა. დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ახლა დაიწყო, რის გამოც ხალხს შემოსავალი ჯერ კიდევ არ გააჩნია. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა იგი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს შეეხება.
|
გვანცა წულაია 20.05.2020
ქართულ ლარს სულ უფრო მეტად უჭირს. პანდემიის პირობებში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ერთ-ერთ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით, ბევრად რთული სიტუაციაა, ლარი მაინც ყველაზე მძიმე დღეშია.
|
თამარ მუკბანიანი 19.05.2020

22 მაისიდან შესაძლოა, სავალუტო ჯიხურები გაიხსნას. თვენახევრიანი სრული გაჩერების შემდეგ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნისთანავე გადამცვლელი პუნქტები ამუშავდება, თუმცა ეს დაზუსტებით ჯერ არ იციან ეროვნულ ბანკში. გვენეტაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით კვლავ არაფერია ახალი და ჯიხურების გახსნა 8 ივნისიდან იგეგმება.
|
გვანცა წულაია 19.05.2020
საქართველოში, პანდემიის გამო, უმუშევრობა გაიზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო და ამ მხრივ ვითარება უფრო მეტად დამძიმდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პანდემია საქართველოში არსებულ უმუშევართა სტატისტიკას საგრძნობლად გაზრდის, მისი შემცირება კი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
|
ირაკლი ლომიძე 18.05.2020
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები საგრძნობლად შეასუსტა. პანდემიის დასრულების წინ საფრთხე უფრო თვალსაჩინო გახდა. საკმაოდ პესიმისტური აღმოჩნდა ,,თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომლის თანახმადაც ინვესტიციები 2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით , სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარით შემცირდება და დაახლოებით 770 მილიონი დოლარი იქნება, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლი იქნება 2009 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში 667 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა.
|
ირაკლი ლომიძე 18.05.2020
საქართველო საგარეო ვალების სიდიდით, შესაძლოა, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. იმის გამო, რომ წელს მშპს-ს კლებაა მოსალოდნელი, ხოლო ვალის მოცულობა მატულობს, თანდათან სახიფათო ნიშნულს ვუახლოვდებით. საფრთხე განსაკუთრებით დიდია ჩვენნარი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უახლოეს წლებში ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც ლარს და ქვეყნის ეკონომიკას არასახარბიელო პერსპექტივას უქმნის.
|
ნინა გარდაფხაძე 18.05.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პოსტპანდემიური პერიოდისათვის, ანტიკრიზისული გეგმა - ,,ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე" - წარადგინა. მიზანი, ფერმერების დახმარება და ადგილობრივი პროდუქციის წილის გაზრდაა. მასშტაბური გეგმის დეტალებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ ისაუბრა.
|
|