ნინა გარდაფხაძე 04.05.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი გადაიდება. რეგიონების გარდა, რომ სამუშაოები შეფერხდება დედაქალაქშიც, თბილისის მერმა ეს უკვე განაცხადა, როგორც წესი, საარჩევნო წელს, ყოველთვის ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგრამ ეს ტრადიცია წელს პირველად დაირღვევა და ამას ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სპეციალისტებიც ადასტურებენ.
|
ირაკლი ლომიძე 04.05.2020
დიდი ქალაქების ჩაკეტვამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი უკიდურესად გააღრმავა. არავინ დავობს იმაზე, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილება მთავრობას უნდა მიეღო თუ არა, თუმცა შეზღუდვის გახანგრძლივებამ მთელ ქვეყანას უკვე ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა. ამ ეტაპზე აგრარული პროდუქტის სეზონი დაიწყო, მაგრამ ხალხი ამ პროდუქტს რეალურად ვერ ყიდულობს უპრეცენდენტოდ მაღალი ფასის გამო. ეს ხდება იმიტომ, რომ გლეხები ვერ ასაღებენ მოსავალს, თვითონაც ზარალობენ და ქალაქებიც კრიზისშია, რადგან ფასები გაზრდილია. მოსახლეობს კი ადგილობრივი სურსათის ყიდვა უფრო და უფრო უჭირს.
|
რეზონანსი 04.05.2020
კორონავირუსის გამო საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დროებით დაიკარგა. პოსტეპიდემიურ პერიოდში, ცხადია სამსახურს ბევრი ადამიანი დაუბრუნდება, მაგრამ გაცილებით მეტი იქნება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც წლების განმავლობაში სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ. ასეთი, სპეციალისტების გათვლით, დაახლოებით 400-450 ათასი ადამიანი იქნება. ეს მაშინ, როცა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ოფიციალურად 1,7 მილიონს არ აჭარბებს. გამოდის, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი სამუშაოს გარეშე რჩება.
|
ნინა გარდაფხაძე 30.04.2020
კორონავირუსმა უძრავი ქონებს ბაზარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა იმ ადამიანებს, ვინც ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები. ის კატეგორია, ვინც დედაქალაქში ბინას ქირაობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა და იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ რაიონებში ან გამქირავებელთან მოლაპარაკების ხარჯზე ბინის ღირებულების ნახევარი გადაეხადათ.
|
თამარ მუკბანიანი 30.04.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ტურიზმი მთლიანდ გაჩერებულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ საქართველოში დგას. სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რამე კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ სტუმრების მიღებას.
|
გვანცა წულაია 29.04.2020
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა ენერგოსექტორი ამოასუნთქა და იმხელა წნეხს აღარ განიცდის, როგორიც აქამდე იყო. ქვეყანაში არსებული კარანტინის პირობებში, მოხმარების შემცირება ლოგიკურია. ეს სამომავლოდ შესაძლოა, კიდევ მეტადაც გაგრძელდეს და უფრო შესამჩნევი გახდეს.
|
თამარ მუკბანიანი 29.04.2020
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა. ზაფხულის ბოლოდან, განაკვეთის გამკაცრების ოფიციალურ მიზეზად ინფლაციის სტაბილიზაცია სახელდებოდა, თუმცა ეს რეალურად ვერ მოხერხდა. ახლა სებ-ის პრეზიდენტი საშუალოვადიან პერიოდში ფასების ზრდას ელოდება და საერთოდაც, ინფლაციის მოთოკვაზე ხელი ბოლომდე ჩაიქნია.
|
გვანცა წულაია 29.04.2020
კორონავირუსის პირობებში ექსპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. საქართველოში სახარბიელო ვითარება აქამდეც არ ყოფილა და იმპორტი ექსპორტს ყოველთვის აჭარბებდა, თუმცა ახლა ეს სხვაობა კიდევ მეტად გაიზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა.
|
თამარ მუკბანიანი 28.04.2020
კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოდან და ზოგადად რეგიონიდან, იმაზე მეტი კაპიტალის გადინება ხდება, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალურად განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს. ,,რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, როცა ყველა ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ერთნაირად რეცესიაშია და თანხის დაბანდებისათვის ხელსაყრელი გარემო არსადაა.
|
გვანცა წულაია 28.04.2020
საქართველოში სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და ეკონომიკურად მძიმე ვითარება, რომელიც ახლა ქვეყანაშია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობას კიდევ მეტად გაზრდის. ეკონომისტების გათვლებით, უთანასწორობის მაჩვენებლით, ევროპის ქვეყნებს 2-ჯერ და მეტადაც კი ვუსწრებთ.
|
ნინა გარდაფხაძე 28.04.2020
თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ადგილობრივი სურსათი ძალიან ძვირია, ამ დროს კი რეგიონებში გლეხები საკუთარ ნაშრომს მინიმალურ ფასადაც ვერ ყიდიან. ეს არის ქალაქების ჩაკეტვის შედეგი, რომელიც მთავრობამ, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, არ გააუქმა და დიდი პრობლემა შეუქმნა როგორც მწარმოებელ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომყვან ხალხს, ასევე - მომხმარებლებსაც.
|
ნინა გარდაფხაძე 27.04.2020
კორონავირუსის გამო გაჩერებულმა ეკონომიკამ და გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ, სხვა პრობლემებთან ერთად, ინფლაციის მატება გამოიწვია. წესით და რიგით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების ფონზე ეს არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ყველა ხედავს, ფასები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე ნახტომისებურად გაიზარდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაცაა.
|
|