თამარ მუკბანიანი
01.04.2020

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერმა ისაუბრა, თუმცა კვლავ არ არის ზუსტად ცნობილი, სოციალური პაკეტების გარდა, რას მოხმარდება საბიუჯეტო სახსრები. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტი, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი მრეწველობა და ის კომპანიები უნდა იყვნენ, რომლებმაც პანდემიის დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

გვანცა წულაია
31.03.2020

 კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, შემოღებულმა რეგულაციებმა უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. მოქალაქეები სამსახურის გარეშე მინიმუმ 21 აპრილამდე იქნებინ, სანამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არ დასრულდება. ხალხი ახლა რთულ ვითარებაშია. საგანგებო რეჟიმის შემოღებისას, პრემიერ-მინისტრმაპირობა დადო, რომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება, თუმცა მას შემდეგ სიტყვა არავის დაუძრავს. "რეზონანსის" ცნობით, შეღავათების შესახებ ინფორმაციას მთავრობა 1-2 დღეში წარმოადგენს.

თამარ მუკბანიანი
31.03.2020

 ეროვნული ბანკი სავალუტო ვაჭრობებში აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს. ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეს პირდაპირ დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ მექანიზმზე და გზებზე პაატა ლეჟავას არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს ლარის გამყარებაში მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მოჰყვა ფინანსისტებში.

თამარ მუკბანიანი
31.03.2020

 ძალიან მალე 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში ნავთობის ფასი შესაძლოა, 10 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს ვარაუდი  უცხოურ ანალიტიკოსებს ეკუთვნით, რასაც ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო მოთხოვნის შემცირება და "ოპეკი პლუსის" შეთანხმების შეწყვეტაა.

ირაკლი ლომიძე
30.03.2020

 კორონავირუსმა მოსახლეობას საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და დაანახა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მან ადამიანთა ცხოვრების წესი შეცვალოს, რამდენადაც ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად იქნა მიჩნეული. მართალია, აცრებით და სხვადასხვა ვიტამინის საშუალებით იმუნიტეტის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეს ალტერნატივა რეალურად არ აქვს.

სანდრო მდივანი
30.03.2020

 კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უკვე დაეტყო სხვადასხვა სფეროს. ბიზნესსექტორი რთულ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომაპნიები მუშაობას აგრძელებენ და რეალიზაციის ოდენობა სამომავლოდ საგრძნობლად შემცირდება. განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია მშენებარე სასტუმროები და კაფე-ბარები, რომელთა მომავალი მეპატრონეების დიდ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ.

ირაკლი ლომიძე
30.03.2020

 საშიში ვირუსის გავრცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობამ ეკონომიკას დიდი საფრთხე შეუქმნა. იმდენად რთულია სიტუაცია, რომ საყოველთაო კარანტინიც კი, ალბათ, ნაკლებად დაამძიმებს, კრიზისი ისედაც პიკზეა. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ყველასათვის აშკარაა, თუმცა როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, გაცილებით ღრმაა პრობლემა და პანდემიის გადავლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას გამოიწვევს. მართალია, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კარანტინი შეიძლება სწორი გამოსავალია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს ეკონომიკა და მოსახლეობა, რომელიც შიმშილობის ზღვარზეა.

თამარ მუკბანიანი
30.03.2020

 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან  უნდა ამოქმედებულიყო. საგანგებო მდოგომარეობის დასრულებამდე, ცვლილებები ბუნებრივია, გადავადდა, თუმცა რა იქნება შედეგ და რამდენხანში გაჩნდება ინსპექტირების ვალდებულება, ეკონომიკის სამინისტროში ,,ბიზნეს-რეზონანსს“ არ უპასუხეს.

რეზონანსი
30.03.2020

 2020 წლის მარტში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ ნავთობპროდუქტების ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. გარდა იმისა, რომ ღირებულება შემცირდა, მოთხოვნაც მკვვეთრად დაკლებულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 26,20  დოლარით/ბარელზე, ანუ  51,2%-ით 51,13 დოლარიდან  24,93  დოლარამდე/ბარელზე.

თამარ მუკბანიანი
27.03.2020

 ლარი ბოლო 24 საათის განმავლობაში 20 თეთრით გამყარდა. იქამდე კი, ეროვნულმა ვალუტამ ყველა ანტირეკორდი მოხსნა და ფსიქოლოგიური ნიშნული მთლიანად მოსპო. რა ამყარებს და აუფასურებს ლარს ამ მასშტაბით და რა როლი აქვს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სტაბილიზაციაში? უკვე შეიძლება ითქვას, რომ სებ-ი საკუთარ შესაძლებლობას დროულად არ იყენებს.

სანდრო მდივანი
26.03.2020

 ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია სამჯერ განახორციელა და საერთო ჯამში სავალუტო აუქციონზე საკუთარი რეზერვებიდან 100 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა უშედეგოდ. რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რას აკეთებს არასწორად სებ-ი? საკითხს ფინანსისტები და ეკონომისტები აფასებენ.

თამარ მუკბანიანი
26.03.2020

 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების თაობაზე მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული და კონკრეტულად ვის შეეხება შეღავათი ან რა ტიპის იქნება ის, ჯერჯერობით არც მთავრობა და არც ენერგეტიკის მარეგულირებელი ზუსტად არ ამბობს. იქამდე კი, მხოლოდ ზუგდიდში ბოლო ერთ თვეში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×