თამარ მუკბანიანი 14.04.2020
საქართველოს ეკონომიკას 2020 წელს მკვეთრი ვარდნა ელის, ისეთი, როგორიც 1990-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ ყოფილა. სახელისუფლებო გუნდში უკვე ასახელებენ 4-5%-იან რეცესიას. ახლა, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია და ჯერ კიდევ პანდემიის საფრთხეა, აქტუალურია კითხვა, რა იქნება შემდეგ და რამდენი წელი გაგრძელდება უარყოფითი ინერცია.
|
სანდრო მდივანი 13.04.2020
ბანკების 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელითაც საზოგადოება ამ მძიმე ვითარების დროს სარგებლობს, ივნისში იწურება. გადახდის დრო თანდათან ახლოვდება. ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობსს, რომ საგანგებო ვითარება შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე წინასწარ იყო განსაზღვრული, შესაბამისად, ისინი სესხს ვერ გადაიხდიან. ამიტომ მოსახლეობა ბანკებისგან ახალ შემხვედრ ნაბიჯს ელის. ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ საშეღავათო პერიოდი ისედაც მძიმედ დააწვება ეკონომიკურად განადგურებულ მოსახლეობას და საჭიროა ბანკებმა ნამდვილად შეაჩერონ კრედიტის მომსახურება და რეალური დახმარება გაუწიონ თავიანთ კლიენტებს.
|
ირაკლი ლომიძე 13.04.2020
მართალია, დიდი ქალაქების სუპერმარკეტებში დეფიციტი არ არის და სურსათის საკმარისი მარაგია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა ფერმერებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. რეგიონებში პროდუქტის რეალიზაციის პრობლემაა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი შრომით მოწეული მოსავლის მიწოდების შესაძლებლობა ხალხს ადგილობრივ ბაზარზეც არ აქვს, ხოლო მსხვილი ფერმერები, რომლებსაც ექსპორტზე გაჰქონდათ საქონელი, გაჩერებულები არიან.
|
ნინა გარდაფხაძე 13.04.2020
საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. რა იქნება მისი გაუზმების შემდეგ და როგორი იქნება პროდუქციაზე ფასი, მოსახლეობას ახლე ყველაზე მეტად სწორედ ეს აღელვებს. ბიზნეს სექტორის ნაწილი, ლარის გაუფასურებისა და შეჩერებული საქმიანობის გამო, გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდა.
|
ირაკლი ლომიძე 13.04.2020
კორონავირუსის გამო ქვეყანა მილიარდობით ლარს კარგავს. მართალია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ფინანსურ დანაკარგთან დაკავშირებით პროგნოზი არ კეთდება, სამაგიეროდ, სპეციალისტები ზარალს ითვლიან და აცხადებენ, რომ ეპიდემია ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ ლარამდე დააზარალებს. ცხადია, დიდია დანაკარგი, რომელსაც კრიზისულ პერიოდში მოსახლეობა განიცდის. თითო ოჯახმა, საშუალოდ თვეში, შეიძლება 600-700 ლარით იზარალოს, რაც სამომავლოდ სერიოზრლ პრობლემას შექმნის.
|
რეზონანსი 13.04.2020
2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12.2 ათასი ტონა, რაც 6.0 ათასი ტონით, ანუ 96.8 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, იმპორტის 94.3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
|
თამარ მუკბანიანი 10.04.2020
ნავთობის უმსხვილესმა მომპოვებელმა ქვეყნებმა 10 აპრილს, 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოპოვება მაისსა და ივნისში 10 მილიონი ბარელით შემცირდება. გადაწყვეტილებამ ბაზარზე, ფასების სტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს, რაც ამ შემთხვევაში შავი ოქროს გაძვირებას გულისხმობს. შემდგომი გეგმა კი ასეთია: 1-ლი ივლისიდან, შემცირება დღეში 8 მილიონი ბარელი იქნება, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე კი – დღეში 6 მილიონი ბარელი.
|
სანდრო მდივანი 09.04.2020
დედაქალაქის და რეგიონების აგრარული ბაზრები დროებით დაკეტილია. მიზეზი , რასაკვირველია, კორონავირუსია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ბაზრებისთვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებათ. სურსათზე ფასების ზრდა უკვე დაწყებულია და მომავალში გარდაუვალი იქნება.
|
თამარ მუკბანიანი 09.04.2020
ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ან რეცესია ასეთია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, საქართველოსთან მიმართებით. კოვიდ-19-ის გამო, ეკონომიკის დიდი ვარდნა 2021 წელსაც მწვავედ აისახება, ასე აფასებენ შემქნილ ვითარებას სპეციალისტები ქვეყნის შიგნით.
|
სანდრო მდივანი 09.04.2020
საგანმანათლებლო კუთხით ქვეყანაში რთული ვითარებაა - სასწავლო პროცესი გადადებულია, პედაგოგები და სტუდენტები თუ მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულნი და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაც აბიტურიენტებისთვის უჩვეულო რეჟიმში მიმდინარეობს. განათლების სფეროს სპეციალისტები მთავრობას და სამინისტროს ახალ-ახალი რეკომენდაციებით მიმართავენ. ექსპრეტთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლა უნდა დაუფინანსდეს ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
|
თამარ მუკბანიანი 08.04.2020
ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია და წესები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. პირდაპირპროპორციულად მძიმდება მოსახლეობის ეკონომიკური ფონიც. რა სექტორებში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები და სად არის ლოგიკას მოკლებული აკრძალვები, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ, რომელთა აზრითაც, თუ ეს ვითარება მალე არ დასრულდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არჩევანი იქნება მხოლოდ ორი - შიმშილით ან ეპიდემიით სიკვდილი!
|
თამარ მუკბანიანი 08.04.2020
მთავრობის მიერ სუბსიდირებულ 9 პროდუქტზე ფასი მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 10 მლნ ლარი პირველადი დანიშნულების პროდუქტების დაზღვევაში დახარჯა, მომხმარებელს დახლებზე უფრო მაღალი ფასი ხვდება. მაღაზიები აშკარად თავნებობენ და ამის მიზეზი სუსტი მონიტორინგია. სწორედ ეს იწვევს სხვაობას იმ განცხადებებსა და რეალობას შორის, რომლებიც ხელისფულების მხრიდან კეთდება და რომელსაც მოსახლეობა ხედავს.
|
|