თამარ მუკბანიანი
28.05.2020

 გლობალური პანდემიის გავლენით, 2020 წლის აპრილში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 84,6%-ით შემცირდა. იანვარ-აპრილის მონაცემებით კი კლება 30.6%-ს შეადგენს. სექტორს მართლია გარკვეული შეღავათი ეპიდემიის დაწყებისთანავე დაუწესდა, თუმცა იმ პირობებში, როცა იპოთეკური სესხებიც კი დასუბსიდირდა, ავტოსექტორიც მოითხოვს უფრო მეტ შეღავათს.

ნინა გარდაფხაძე
28.05.2020

 კორონავირუსის პანდემიის გავლენით საქართველოში გასაქირავებელი ფართების რაოდენობა და დამქირავებლების რიცხვი შემცირდა, ფასი კი გაიზარდა. Airbnb-ის პლატფორმაზე, დღიუდად ბინის ღირებულება 26-დან 30 აშშ დოლარამდე მოიმატა. დადგენილი ღირებულების ზრდის შესახებ უყვებიან,,რეზონანსს“ მოქალაქეებიც.

გვანცა წულაია
27.05.2020

 კორონავირუსის გამო კომპანიების საკმაოდ დიდ ნაწილს თავისი ვალდებულებების გასტუმრება უჭირს. ამის შესახებ კვლევაც ჩატარდა, სადაც 1938 კომპანიის 28%-მა სწორედ ასეთი პოზიცია დააფიქსირა. კორონავირუსმა ბიზნესზე უმძიმესი გავლენა მოახდინა, რის გამოც, უკეთეს შემთხვევაში, კომპანიების ნაწილი დროებით გაჩერდა და გარკვეული სახის ზარალი მიიღო, უარეს შემთხვევაში კი, ისინი საერთოდ დაიხურნენ.

ნინა გარდაფხაძე
27.05.2020

 ორთვიანი გაჩერების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან დაიწყებს. ჯერ ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და მგზავრებს ფეხზე დგომის უფლება არ მიეცემათ. რამდენადაც რეკომენდაციებში არაფერია ნათქვამი ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაზე, სფეროს სპეციალისტები მგზავრობის ფასის ზრდას არ ელოდებიან.

გვანცა წულაია
27.05.2020

 სახელმწიფო იპოთეკური სესხების სუბსიდირებას იწყებს. წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბანკიდან გამოტანილ თანხას სახელმწიფო დააფინანსებს. კრიზისული ვითარების შემდეგ, სესხების სუბსიდირება უძრავი ქონების ბიზნესს წაადგება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას სახსრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროებისთვის გამოეყენებინა.

თამარ მუკბანიანი
26.05.2020

 რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის გატარების სანაცვლოდ საქართველო ,,გაზპრომისაგან“ მიღებული თანხით გაზის  ტარიფის 15%-ით შემცირებას შეძლებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს შედეგი არსებული ხელშეკულების გადახედვის შემდეგ დადგება. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  პრემიერთან კითხვები აქვს ოპოზციასა და ანალიტიკოსების ნაწილსაც.

გვანცა წულაია
26.05.2020

 საქართველოში უმუშევრობა უკვე გაიზარდა. კორონავირუსმა არსებული სტატისტიკა საგრძნობლად დაამძიმა. პანდემიის გამო, უამრავმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა, რისი აღდგენაც საკმაოდ რთულია და დროში გაიწელება. ამის კარგი მაგალითია PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც 1938 კომპანიიდან 27% ამბობს, რომ მათ ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.

თამარ მუკბანიანი
26.05.2020

 ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან  უნდა ამოქმედებულიყო. ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ, დანარჩენებისათვის კი რეგლამენტში არაფერი შეცვლილა, მათ გამკაცრებული ნორმებით მოუწევთ მანქანების ინსპექტირების გატარება.

რეზონანსი
26.05.2020

 საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლის მარტის ბოლოდან ყველა სადგურზე დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების კლება. რამ გამოიწვია დადებითი ცვლილება და როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი, "რეზონანსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე ესაუბრა.

ირაკლი ლომიძე
25.05.2020

 ყოველთვიურად მოსახლეობის შემოსავლები 150-200 მილიონ ლარამდე მცირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 100 ათას ადამიანს შეადგენს.  შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლების მხრიდან სიების წარდგენა ამ ეტაპზეც გრძელდება. შესაბამისად, მუდმივად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც პანდემიის გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს. ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ უმუშევართა არმია, რომ ექვსნიშნა რიცხვით იქნება გამოხატული, ეს უდავოა.

ნინა გარდაფხაძე
25.05.2020

 მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი აღდგება, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ვიზიტორების მიღებისთვის მზად იქნება. სექტორი დილემის წინაშეა, გაზარდოს ფასი და ამით დააკომპენსიროს დამსვენებელთა მცირე რაოდენობა, თუ შეამციროს ფასი და ამით მოიზიდოს ტურისტები. ყველაფერი მაინც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაციაზეა დამოკიდებული, რითიც გაირკვევა, რა შეზღუდვების პირობებში მოუწევთ მუშაობა კვებისა და განთავსების ობიექტებს. 

ირაკლი ლომიძე
25.05.2020

 შეზღუდვების მოხსნისა და მომსახურების ცალკეული დარგების ამუშავების პარალელურად, საფასო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.  მომსახურების სფერო მნიშვნელოვნად ძვირდება. ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სტანდარტის დაკმაყოფილება ობიექტებისთვის დამატებით ხარჯს მოითხოვს, რაც საბოლოოდ ტარიფებში აისახება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×