თამარ მუკბანიანი
18.06.2020

 საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ, მაგრამ მათი სრულფასოვანი ტესტირება აუცილებელი იქნება. ჯერ მხოლოდ ეს არის, რაც პირველ ივლისს ნამდვილად ამოქმედდება საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრების გახსნასთან ერთად. დანარჩენი საკითხები ზუსტდება, მაგრამ მაინცდამაინც საჩქარო არც კია, რადგან 1-ლი ივლისიდან რომ უცხოელი სტუმრების მიღება შესაძლებელი არ იქნება, უკვე პრაქტიკულად დადასტურებულია. 

გვანცა წულაია
17.06.2020

 კორონავირუსის პანდემიამ ქართული ბიზნესი ძალიან დააზრალა. ზარალი იმდენად დიდია, რომ მისი აღდგენა წლებსა და უამრავ რესურსს მოითხოვს. ასეთია კოვიდ-19-ის გავლენა ადგილობრივ წარმოებაზე, რომელიც ახლა საკმაოდ რთულ ვითარებაშია. 

თამარ მუკბანიანი
17.06.2020

 მსოფლიოს ყველა პრობლემა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მედიცინის საფარქვეშ მოექცა და ამ ჭრილში განიხილება. ამ ფონზე, უფრო მწვავედ გამოჩნდა ყველა ის სისუსტე და ძლიერი მხარე, რომლებიც ჯანდაცვის სისტემებშია. საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა მედიკამენტების ფასი, მეტად გამწვავდა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების საკითხები, კლინიკების უმეტესობაში ხელფასი 25-30%-ით შემცირდა.

გვანცა წულაია
17.06.2020

 ეროვნული ვალუტის გამყარება ისევ დროებითი აღმოჩნდა და ლარმა გაუფასურება განაგრძო. დადებითი ნაბიჯების შემდეგ, ქართული ვალუტა უარყოფით ფაზაში გადადის. ლარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ექსპერტები იმაზე ცუდ ვითარებას პროგნოზირებენ, ვიდრე ახლაა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით.

ნინა გარდაფხაძე
16.06.2020

 მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მომხმარებლები, წახალისების ნაცვლად, დააზარალა. ამას ბაზარზე ფართებზე მომატებული ფასი მოწმობს. მეორე მხრივ, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივის დროში გაწელვის გამო, გაყიდვები შემცირებულია.

გვანცა წულაია
16.06.2020

 პანდემიის პირობებში საქართველოში საშუალო ხელფასი იზრდება. ასეთია "საქსტატის" ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.1%-ით - 110.0 ლარით გაიზარდა და 1202.7 ლარი შეადგინა. მართალია, პირველ კვარტალში, კრიზისი ამ მასშტაბის არ იყო, თუმცა საშუალო ხელფასის 110 ლარით გაზრდა მაინც გასაკვირია.

თამარ მუკბანიანი
16.06.2020

 კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 ივნისს პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა.ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში ჯერ ჯერობით კომიტეტების დონეზე მიმდინარეობს. სწორედ იქ გაჩნდა კითხვა, ეს არის ანტიკრიზისული თუ კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი.

ნინა გარდაფხაძე
15.06.2020

 სამთვიანი სუბსიდიით ელექტროენერგიის შეღავათით 1.2 მილიონმა, ხოლო გაზის გადასახადის დაფინანსებით 670 000-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. ყველაზე ქმედითი სოციალური პაკეტის ვადა, უკვე ამოიწურა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა რამდენად მტკივნეული იქნება ეს მოქლაქეებისათვის, რომლებსაც ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, შემოსავალი არ აღდგენიათ. ენერგომბუდსმენი ადასტურებს, რომ ივნისში სუბსიდია უკვე დასრულდა და მომხმარებლებს გადასახადის დროულად დაფრვისკენ მოუწოდებს შემდგომი პრობლემების თავიდან ასარიდებლად.

ირაკლი ლომიძე
15.06.2020

 კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი მიგრაციული პროცესები დაიწყო. თუკი წლების განმავლობაში სოფლებიდან ხალხი დედაქალაქში გამორბოდა ან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდა, ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში უკუმიგრაციაა და ხალხი ვირუსისგან დაცვის თუ პროდუქტების მოყვანის მიზნით საცხოვრებლად სოფელს ირჩევს. ცხადია, ეს დროებითი მოვლენაა, თუმცა საკმაოდ ინტენსიური ხასიათის ცვლილებაა.დიდი მუშაობა არის გასაწევი იმ მხრივაც, რომ ქვეყანამ სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების დარჩენა უზრუნველყოს.

ირაკლი ლომიძე
15.06.2020

 შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა დარგს სიცოცხლის ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ეტყობა. სამწუხაროდ, არც ჩანს, რომ მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს. მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლების მოსაზიდად სასტუმროებში ფასიც შეამცირეს კიდეც, ამან მოქალაქეები ჯერ ვერ დააინტერესა. ცალკე კორონავირუსის შიშით, ცალკეც უსახსრობის გამო ადამიანები სამშობლოში დასვენებას ვერ ახერხებენ.

თამარ მუკბანიანი
12.06.2020

 ფინანსურ ბაზარზე გატარებული რეგულაციების შედეგად, 2 წელიწადში სესხის ონლაინ გამცემი ორგანიზაციების პორტფელი 185 მლნ-დან 25 მლნ-მდე შემცირდა. წლიდან წლამდე იკლებს თავად მიკროსაფინანსოების რაოდენობაც. ახლა კი ბაზარს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე ,,ვისვუსიც“ ტოვებს, რომელიც გაკოტრდა. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რატომ გადიან ბაზრიდან ძლიერი კომპანიები და ასევე, რა როლი ექნება ამას ზოგადად საფინანსო ბაზარსა და ასევე, სესხებზე ხელმისაწვდომობაში.

თამარ მუკბანიანი
11.06.2020

 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისათვის პენსიის დაანონსებული 30-ლარიანი ზრდა ძალაშია, თუმცა დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური მატება მხოლოდ 17 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ პენდემიის პერიოდში, სოციალური პაკეტები არაერთ ჯგუფს შეეხო, თუმცა პენსიონერებისათვის არავითარი ცალკე დახმარება არ ყოფილა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×