თამარ მუკბანიანი 04.06.2020
,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ ჯარიმების პატიების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტი, რომლითაც ,,სითი პარკის“ მიერ დაწესებული ჯარიმები მოქალაქეებს უნდა ეპატიოთ, უკვე პარლამენტშია. სპეციალისტები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც, მიიჩნევენ, რომ სანქციები არალოგიკურად დიდია, თუმცა ახლა მისი ჩამოწერა წინასაარჩევნო სვლაა.
|
გვანცა წულაია 03.06.2020
ოკუპირებული აფხაზეთის “მთავრობას” “საზღვრების” მეტად გაკონტროლების სურვილი გაუჩნდა. დე ფაქტო პრეზიდენტი “წესრიგის დამყარების” სურვილითა და კონტრაბანდის სრულად ხელში ჩაგდების მიზნით, “საზღვრებზე” სრული კონტროლის დაწესებას აპირებს. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასლან ბჟანიას სურვილი კონტრაბანდის გაკონტროლებითაა განპირობებული.
|
თამარ მუკბანიანი 03.06.2020
მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაცია გაორმაგებულია და ამ სავალალო ნიშნულიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს. მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.5% შეადგინა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ გაცილებით დიდია ინფლაცია საკვებსა და მედიკამენტებზე.
|
გვანცა წულაია 03.06.2020
ბოლო დღეებია, ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით გამოკვეთილად დადებითი ტენდენციებია. პანდემიის პირობებში გაუფასურებული ლარი თავის პოზიციებს იბრუნებს. მთავარია, ეროვნული ვალუტა 3.0-იან ნიშნულს ჩამოსცდეს და ახალი წონასწორული კურსი დიდხანს შენარჩუნდეს. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარს გამყარებაში ეკონომიკური გამოცოცხლება ეხმარება.
|
თამარ მუკბანიანი 02.06.2020
ნავთობის ფასმა, ისტორიული მინიმუმის შემდეგ, სწრაფი ზრდა დაიწყო. “ბრენტის” ტიპის საწვავის ფასი ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე უკვე 36-39 აშშ დოლარს გადასცდა. ფასის მატებას გაზრდილი მოთხოვნითა და ოპეკ-ის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებით ხსნიან ანალიტიკოსები. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, ამ ეტაპზე ფასის მატება საქართველოს საცალო ქსელში მხოლოდ 7-10 დღის შემდეგაა მოსალოდნელი.
|
გვანცა წულაია 02.06.2020
საქართველოს საგარეო ვალი სახიფათო ნიშნულს უკვე უახლოვდება. კოვიდ-19-ისგან გამოწვეული პრობლემების გამო, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-მდე იზრდება. ეს მაშინ, როდესაც ლიმიტი 60%-ია. ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც, ბუნებრივია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს.
|
ნინა გარდაფხაძე 02.06.2020
თვენახევრიანი გაჩერების შემდეგ მუშაობა აღადგინა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მრავალგვარი რეკომენდაციიდან მხოლოდ პირბადის ტარებაა გათვალისწინებული. სოციალური დისტანციის დაცვა მგზავრობისას ვერ ხერხდება, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველია, ამიტომ სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ, ავტობუსების დამატებას და მუნიციპალიტეტს სხვადასხვა გზას სთავაზობენ.
| |
ირაკლი ლომიძე 01.06.2020
რამდენიმე დღეა, ეკონომიკის რეცესიის პირობებში, ლარის კურსი სწრაფად მყარდება და ახლა 3,09-ის დიაპაზონშა. ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია. ანალიტიკოსები ლარის გამყარების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას უკავშირდება, სებ-ის მიერ ბაზრისთვის ფულის მიწოდებას ლარის ბონდების განაღდების მიზნით. იმავდროულად საუბარია სავალუტო ჯიხურების დახურვაზეც, რითაც ბანკებს კონკურენტი ჩამოაშორეს და კრიზისის პირობებში სავალუტო ოპერაციების მეტი შესაძლებლობა მისცეს.
|
ნინა გარდაფხაძე 01.06.2020
ემიგრანტების ნაწილი, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნდა, ახლა ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვს და რეისების დანიშვნისთანავე სასწრაფოდ ევროპაში წასვლას გეგმავს. მიზეზი, რასაკვირველია , საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობაა. ემიგრანტების პრობლემები კი საქართველოს ეკონომიკაზე ასე აისახა: 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.
|
ირაკლი ლომიძე 01.06.2020
იაფი ჰიდრორესურსების მიუხედავად, საქართველოში დენის ტარიფის შემცირების პერსპექტივა რეალურად არ არსებობს. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი დაჟინებით ირწმუნება, რომ დენის გადასახადის დაწევა შესაძლებელია, მაგრამ ტენდენცია მუდმივად ზრდისკენაა. საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის სიძვირითაც გამორჩეულია.
|
ნინა გარდაფხაძე 29.05.2020
ყველაზე დიდი შემცირება ბოლო ათწლეულში - ასეთია კოვიდ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რამაც აპრილში 16.6%-ით კლება გამოიწვია. არადა, გასულ თვეშიც კი, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი, ეკონომიკის 5.5%-ი შემცირება იყო. ჯერ უცნობია, როგორი იქნება მონაცემები წლიურ ჭრილში, თუმცა სპეციალისტები არფერ კარგს არ ელიან და ამბობენ, რომ არესებული რეალობა, მთავრობის მიერ ეკონომიკის სრულმა პარალიზებამ გამოიწვია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|