გვანცა წულაია 10.06.2020
კორონავირუსის გამო სამსახური უამრავმა ადამიანმა დაკარგა, რის შემდეგაც, მთავრობამ მათთვის დახმარებების გაცემა დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, ყველა შემოსავალდაკარგულს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ არ მიუღია. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ანტიკრიზისული გეგმაა ხარვეზიანი, რომელიც მოსახლეობის მცირე სეგმენტს მოიცავს.
|
ნინა გარდაფხაძე 10.06.2020
პანდემიის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა, ხოლო ფასები უცვლელი დარჩა. ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავების ბიზნესში კარანტინის დასრულების შემდეგ სხვა რეალობა ყალიბდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ფასები მომატებულია, რასაც თავად ბაზრის მონაწილე სუბიექტები არ ადასტურებენ.
|
გვანცა წულაია 10.06.2020
კორონავირუსის პირობებში გადავადებული სესხების პირველი ეტაპი 12 ივნისს იწურება. ამის შემდეგ საშეღავათო პერიოდის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც ეს პირველ ჯერზე მოხდა. ახლა სესხების გადავადებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც პანდემის პირობებში შემოსავალი დაკარგეს.
|
თამარ მუკბანიანი 09.06.2020
უცხოელი ტურისტების მიღება და ქვეყნის საზღვრების გახსნა, როგორც ჩანს, გაურკვეველი ვადით გადაიდო. პრემიერი ამბობს, რომ მიზეზი იმ სახელმწიფოებში დამძიმებული ეპიდვითარებაა, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “რეზონანსი” არაერთ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა მეტზე საუბარი არავის სურს. საქმე იქითკენ მიდის, რომ ზაფხულის სეზონი შიდა ტურისტების ამარა რჩება.
|
გვანცა წულაია 09.06.2020
ქართველი ემიგრანტების ნაწილს, რომელიც პანდემიის პირობებში საქართველოში დაბრუნდა, ევროპაში სასწრაფოდ მიბრუნების სურვილი გაუჩნდა. ახლა ისინი ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვენ. ამ ყველაფრის მიზეზი, ბუნებრივია, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც, პანდემიის გამო, უფრო მწვავედ გამოჩნდა.
|
თამარ მუკბანიანი 09.06.2020
2020 წლის პირველმა კვარტალმა სავალალო შედეგი მოიტანა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7 %-ით შემცირდა. წლის დასაწყისში, პირველ ორ თვეში, კორონავირუსის პანდემია არ იყო მძლავრად მოდებული მსოფლიოში და თითქმის საერთოდ არ ფიქსირდებოდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ვარდნა კატასტროფულია. გაცილებით უარესი იქნება მეორე კვარტალი. რა წილი აქვს პანდემიას შემცირებულ ინვესტიციებში და რა წილი - მთავრობის ნაბიჯებსა და ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს, “რეზონანსთან” სპეციალისტები საუბრობენ.
|
თამარ მუკბანიანი 08.06.2020
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებისთანავე ზოგიერთი მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის ფასმა 1-3 ლარამდე მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსებში არც ფიზიკური დისტანცირების საჭიროება დამდგარა და ბაზარზე საწვავის ფასიც საგრძნობლად შემცირებულია.
|
ირაკლი ლომიძე 08.06.2020
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი მყარდება და ამ პროცესის პარალელურად მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ამყარებს ეროვნულ ვალუტას, რის გამომწვევ მიზეზებზეც როგორც მთავრობაში, ასევე ექსპერტულ წრეებშიც აქტიურად საუბრობენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, დიდია ალბათობა, რომ კურსი 2,90-2,95-ის ფარგლებში დასტაბილურდეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლბაში პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კურსი 3,0-ზე დაბლა შენარჩუნდეს კარგა ხნის განმავლობაში.
|
ირაკლი ლომიძე 08.06.2020
კორონავირუსის გამო საქართველოში მოსალოდნელია, რომ უმუშევართა რაოდენობა 300 ათასით გაიზარდოს. მარტსა და აპრილში, ნაწილობრივ მაისშიც, ეკონომიკის დახურვამ ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევრად დატოვა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად სამუშაო ადგილს ბევრი დაუბრუნდა, მაგრამ ასევე ბევრია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებსაც დასაქმების არანაირი შანსი არ აქვთ.
|
თამარ მუკბანიანი 08.06.2020
ორთვიანი საგანგებო რეჟიმის შემდეგ, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ ტემპს ნელ-ნელა უბრუნდება. ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნისა და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების გასვლამ, კერძო ბაღების ამუშავებს საჭიროება გააჩინა. მშობლებს, რომლებსაც არც ძიძა ჰყავთ და არც ისეთი ოჯახის წევრი, რომელთანაც შვილის დატოვებას მოახერხებენ, უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ კერძო ბაღებიც, რომლების ვერც იჯარის და ვერც სხვა ფინანსური ვალდებულებების გადახდას ახერხებენ და პარალელურად თანამშრომლებსაც ვეღარ უხდიან ხელფასს.
|
ირაკლი ლომიძე 08.06.2020
თხევადი გაზის ბაზრის დარეგულირების საკითხმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შესაძლებელი ხდება, რომ სფერო მოწესირიგდეს და თხევადი გაზის ხარისხის, რეალიზაციისა და უსაფრთხოების პრობლემა კანონით დარეგულირდეს. საქართველოს პარლამენტში განხილვაშია კანონპროექტი საქართველოს „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის“ შესახებ, რომელიც ეხება თხევადი გაზის იმპორტისა და რეალიზაციის რეგულირებას.
|
თამარ მუკბანიანი 04.06.2020
საქართველოს ბიუჯეტი 5 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში შეძენილ ფართებში იმ სესხებს დაასუბსიდირებს, რომელსაც მოქალაქეები 2020 წლის ბოლომდე აიღებენ. რატომ დასჭირდა მაღალშემოსავლიან სექტორს მსგავსი მხარდაჭერა და ეხმარება თუ მასთან აფილირებულ ბიზნესს მთავრობა? ამ კითხვის გარდა, არსებობს კიდევ ერთი მთავარი შეკითხვაც - შეაჩერებს თუ არა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მოსალოდნელ ვარდნას ხელოვნური სტიმულირება?
|
|