გვანცა წულაია 24.06.2020
ეკონომიკის ამუშავების შემდეგ ადგილობრივი ბიზნესი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. საწარმოებისთვის ახლა ყველაზე რთული ვითარებაა, რადგან კორონავირუსმა მათი ნაწილი საბოლოოდ გააკოტრა. მართალია, ეკონომიკური საქმიანობა აღარ იზღუდება, თუმცა პანდემია, რეგულაციები და მომხმარებლის შემცირება ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა. საქართველოში კომპანიების დახურვა დაიწყო.
|
თამარ მუკბანიანი 24.06.2020
2020 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან ექსპორტი 1235.7 მლნ ლარით შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებია. პანდემიურ პერიოდში შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა როგორი იქნება ქართული საექსპორტო ბაზრისათვის 2020-ის მეორე ნახევარი, ახლა მთავარი ეს არის. პროგნოზები ამ კუთხით პესიმისტურია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყველა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის გატანა საგრძნობლად შემცირებულია.
|
გვანცა წულაია 24.06.2020
საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასმა ბოლო პერიოდში 20 თეთრით მოიმატა და დღეის მდგომარეობით 1 ლიტრის ფასი 1.55-1.59 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ საწვავის ღირებულება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზეც გაიზრდება.
|
თამარ მუკბანიანი 23.06.2020
სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაფართოვდება. მიზეზი ნაკლები მიმართვიანობაა, რის გამოც ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად უცნაურია იმ პირობებში, როცა სამუშაო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ეს ან გაზრდილი ბიუროკრატიის, ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრალია, რის გამოც, დასაქმებულები ვერ ადასტურებენ, რომ სამსახურში მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს.
|
თამარ მუკბანიანი 23.06.2020
ეკონომიკის ამოქმედების შემდეგ, პრობლემა ის რეგულაციებია, რომლებიც სახელმწიფომ ბარ-რესტორნებს წარუდგინა. გარდა იმისა, რომ გაიდლაინები სექტორზე მორგებული არ არის, პრობლემა აღსრულებაცაა და მაკონტროლებელთა მიდგომაც, რომელიც პირველსავე ჯერზე ობიექტებს მაქსიმალური ოდენობით აჯარიმებენ.
|
გვანცა წულაია 23.06.2020
ივლისის დასაწყისიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას დაიწყებს. წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბანკიდან გამოტანილ თანხას სახელმწიფო დააფინანსებს. ახლა დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კითხვაა - რამდენად მოესწრება პროგრამის 1 კვირაში ამოქმედება, რადგან ცვლილებები ჯერ არსად განხორციელებულა.
|
ნინა გარდაფხაძე 22.06.2020
თხილის მოსავლის მიღებამდე ცოტა დრო რჩება და ფერმერებს უკვე 4 წამლობა ჩატარებული აქვთ. შედეგად საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს, რომლის ფასიც სავარაუდოდ 8-9 ლარი იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლების წინ გაცხადებული მიზანი, რომ აზიური ფაროსანას მართვა შესაძლებელი გამხდარიყო, ბოლომდე შესრულებულია.
|
თამარ მუკბანიანი 22.06.2020
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის მაისი 53,353 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სეტქორი იზრდება მაშინაც, როცა საქართველოს ეკონომიკა სრულ კოლაფსში იყო. სპეციალისტები ,,ბიზნეს-რეზოანანსთან“ პირდაპირ ამბობენ, რომ ბანკების მოგების ზრდა, დანარჩენი ფინანსური ბაზრის ცუდად განვითარების შედეგია.
|
ირაკლი ლომიძე 22.06.2020
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საზოგადოების გარკვეული ფენებისთვის ხელფასების სუბსიდიამ შეიძლება ბიზნესს თაღლითობისკენ უბიძგოს, რადგან ყალბი დასაქმების შემთხვევებს გაზრდის. გარანტია პროექტს არც მთავრობის მხრიდან აქვს, რადგან პროგრამის განსახორციელებლად ეყოფა თუ არა რესურსი ბიუჯეტს, რომელიც სუბსიდირებების პროგრამებში ისედაც ასობით მილიონ ლარს ხარჯავს, არავინ იცის. ერთი შეხედვით, ხელფასის 50%-ის სუბსიდირება კარგი ინიციატივაა, მაგრამ ამან შეიძლება დამატებითი პრობლემა შექმნას და სიტუაცია გაართულოს.
|
ირაკლი ლომიძე 22.06.2020
სურსათის ფასების ზრდის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცოტათი გაიაფდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტი, იმპორტირებულის ძვირია და დღითი დღე მატულობს ცალკე კურსის, ცალკეც - ეპიდემიური სიტუაციის გავლენით. ცვლილება განსაკუთრებით თვალში საცემი გახდება 15 ივლისიდან, როცა მთავრობის სუბსიდიის პროგრამა დასრულდება.
|
რეზონანსი 22.06.2020
ნავთობპროდუქტების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო. როგორც ფასის, ასევე მოხმარების მხრივ მდგომარეობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის იყო. მასშტაბური გაიაფებისა და რეალიზაციის კლების შემდეგ, როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია გამოსწორდა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტენდენცია შეიცვალა. რიგი ქვეყნების მხრიდან კარანტინის მოხსნა და ეპიდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის გახსნა-ამუშავება ნავთობოპროდუქტების ბაზრისთვის გამოსავალი აღმოჩნდა და ბიზნესი თანდათან ჩვეულ ტემპს უბრუნდება.
|
თამარ მუკბანიანი 19.06.2020

შემოსავლების სამსახურის ახალი განაწესით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ აღემატება, გამოდის, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან უმუშევრობის კომპენსაციას ვერ მიიღებთ. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა. ,,რეზონანსთან“ საუბრისას კრიტერიუმებს უსამართლოს უწოდებენ სპეციალისტები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|