თამარ მუკბანიანი
15.07.2020

 საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა შრომის კოდექსში ცვლილებებსა და იმ მუხლებს, რომლებსაც დამსაქმებლები ბარიერად აღიქვამენ. სწორედ ამ ცვლილებებზე ზედამხედველობას მიიჩნევს პროფკავშირები ახლა მთავარ საკითხად.

თამარ მუკბანიანი
14.07.2020

 სახელმწიფოს მხირდან სესხების სუბსიდირების პროგრამა თითქმის ორი კვირის დაგვიანებით ამოქმედდა. ბაზარი ახლა იმ კლიენტების მოლოდინშია, რომლებიც პროგრამის დაანონსების შემდეგ ბინების ყიდვისაგან თავს იკავებდნენ და სწორედ სუბსიდირების სქემის ამოქმედებას ელოდებოდნენ. სპეციალისტების აზრით, პროგრამა პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავი ქონების გაიაფების პროცესს შეაფერხებს.

გვანცა წულაია
14.07.2020

 საქართველოში სასტუმროების მომსახურების ფასი, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. პანდემიისა და საშინელი კრიზისის მიუხედავად, სასტუმროებმა ტარიფები არათუ შეამცირეს, პირიქით, გაზარდეს კიდეც, რაც საოცრად არაადეკვატური ნაბიჯია არსებულ ვითარებაში.

თამარ მუკბანიანი
14.07.2020

 შემოდგომიდან პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინში, პრემიერი ამბობს, რომ დღეს, მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, საზრუნავი არაფერი აქვს. როგორ ზრუნავს და რას აკეთებს მთავრობა მის მთავარ ფუნქციაზე, ამას შემოდგომა და არჩევნები გამოჩენს, იქამდე კი მთავრობის მეთაური 121 719 შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულისა და 129 000-ზე მეტი უმუშევრად დარჩენილი დაქირავებით დასქმებულის საპირწონედ, მომდევნო ოთხ თვეში, 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს.

ნინა გარდაფხაძე
13.07.2020

 ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა და საგანგებო რეჟიმის შემდეგ უკვე 3 კვირაზე მეტია სტაბილურად 3.04-3.7-ის ფარგლებში მერყეობს. ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნოემბრამდე გაგრძელდება და შემდეგ დიდ გაუფასურებას უნდა ველოდოთ.

ნინა გარდაფხაძე
13.07.2020

 პანდემიამ მსოფლიო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ,,რეზონანსი“ დაინტერესდა, დეტალურად რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით და როგორია უკვე მიღებული და მოსალოდნელი შედეგები.

ნინა გარდაფხაძე
13.07.2020

 სამედიცინო მომსახურეობაზე, ფასები 35%-ით არის გაზრდილი. ასევე მომატებულია მედიკამენტების ღირებულებაც. პაციენტებს, ეკონომიკური აღდგენის პირობებში იმდენად მაღალი ფასი დახვდათ სამედიცინო მომსახურებაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, ჯანდაცვა უკვე ხელმიუწვდომელია. დარგის სპეციალისტები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ზრდა არალოგიკურია მაშინ, როცა სამედიცინო პერსონალის ხელფასები იკლებს. 

თამარ მუკბანიანი
13.07.2020

 სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ენერგეტიკაში ბევრს რამეს ცვლის. ენერგეტიკოსებს კანონპროექტი არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ის აჩენს კორუფციის რისკს, თავისთავად ჩანაწერები კი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

თამარ მუკბანიანი
09.07.2020

 ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 22%-ით გაუფასურებული ლარი, მზარდი ინფლაცია, ფასების კატასტროფული ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები, გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია, უცხოეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილები და ა.შ. ეკონომიკის კლების დაბალ ტემპზე მიანიშნებს. პროგნოზი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყოველ ჯერზე უფრო ნეგატიურია.

თამარ მუკბანიანი
09.07.2020

 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა აღდგა. ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას ორი პირობის გათვალისწინებით მიიღებენ: 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის გადამუშავება და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება 80 თეთრი.

თამარ მუკბანიანი
08.07.2020

 მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა თითქმის სრულად გახსნილია, ბიზნესის მდგომარეობა მაინც არ უმჯობესდება და ერთმანეთის მიყოლებით იხურება საგანგებო  მდგომარეობის შემდეგ გახსნილი ობიექტები. კერძო სექტორის მთავარი პრობლემა ახლა, შემცირებულ შემოსავალთან ერთად, საბანკო კრედიტების გადახდის მოახლოებული ვადაცაა. 

გვანცა წულაია
08.07.2020

 თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველო საზღვრებს ხსნის. გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ქვეყნებია, რომელთათვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ უკვე გახსნა. საქართველო 18 მარტის შემდეგ (რაც ხელისუფლებამ ყველა ქვეყნისთვის საზღვრები ჩაკეტა) პირველ ვიზიტორს და და პირველ სარგებელს ელოდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×