ნინა გარდაფხაძე
28.07.2020

 ავტობიზნესი, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, შედეგებს ითვლის. შემცირებული რეალიზაცია და დასაქმებულები, დახურული ოფისები, გაკოტრების პირას მყოფი დილერები - ასეთია ბიზნესის მდგომარეობა,  რომელიც, რეექსპორტის ხარჯზე, ქვეყნის ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. მომუშავეთა ნაწილს ახლა იმედს რეექსპორტისათვის საზღვრების ფართოდ გახსნის შესაძლებლობა უჩენს, მეორე ნაწილი კი ამ პერსპექტივას წელს საერთოდ ვერ ხედავს. 

ირაკლი ლომიძე
27.07.2020

 კონტრაბანდის მასშტაბი საგანგაშოდ მატულობს და მასში უკვე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებიც არიან ჩართული. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებამ აშკარა გახადა, რომ საქართველოში კონტრაბანდა უკვე ბიუროკრატიის დონეზეა. თუკი აქამდე მოსახლეობაში მსგავსი ფაქტების გამოვლენა ლამის ყოველდღიურად ხდებოდა, ამ ეტაპზე ფაქტებზე იჭერენ მსხვილ ჩინოვნიკებს. თავისუფლად შესაძლებელია, რომ საქართველოში კონტრაბანდას სამთავრობო დონეზე ლობიც ჰყავდეს და პრობლემა კონკრეტული რამდენიმე ჩინოვნიკის უკანონო საქმიანობის არეალს ბევრად სცილდებოდეს.

ნინა გარდაფხაძე
27.07.2020

 კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში დაახლოებით 13 ათასი თანამემამულე დაბრუნდა. ისინი, პირველი ტალღის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ უცხოეთში მიბრუნებას აპირებდნენ, თუმცა რაც დრო გადის, ამის პერსპექტივაც სულ უფრო იკლებს. შინ დაბრუნებული ემიგრანტები „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მალე მათ ოჯახებს სამშობლოში ფიზიკური გადარჩენის პრობლემა დაუდგებათ, ფინანსური პრობლემების გამო.

ირაკლი ლომიძე
27.07.2020

 კოვიდ-19-ით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას უჭირს. ეს ხალხი, ფაქტობრივად, მოწყდა გარე სამყაროს, რადგან ისინი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვეღარ მიდიან და არც დიდ ქალაქებში აქვთ დასაქმების შესაძლებლობა - ბიზნესის ნაწილი დაკეტილია, ხოლო დასაქმებულთა ხელფასები შემცირდა. ამდენად, რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის სხვა გამოსავალი არ დარჩა, გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაებან და პროდუქტის მოყვანით დაკავდნენ, თუმცა ამ მხრივ დიდი ცხოვრებისეული ბრძოლა მოუწევთ, სანამ მათი შრომის შედეგი გამოჩნდება.

თამარ მუკბანიანი
23.07.2020

 ტურიზმის სექტორს უარყოფით მოლოდინს მთავრობის მიერ კონკრეტული პროგრამის არარსებობა უჩენს. ხელისუფლება სექტორს ჯერ ჰპირდებოდა, რომ პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც ვიზიტორებს მიიღებდა, ახლა კი გაურკვეველი ვადით უფრო და უფრო იწევს ფრენების აღდგენა. კერძო სექტორს კი უკვე მეტისმეტად უჭირს.

თამარ მუკბანიანი
23.07.2020

 საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი. საუბარია კომპანიაზე, რომელმაც  საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა, დასაქმებულებს ხელფასი 24 თვის მანძილზე არ გადაუხადა და საერთშორისო არბიტრაჟი წააგო. რატომ ინარჩუნებს ხელისუფლება ურთიერთობას ასეთ კომპანიასთან და არის თუ არა ეს მხოლოდ კონგრესმენების წერილების გავლენა, საზოგადოების დიდ ნაწილს ახლა ეს კითხვა აქვს.

ირაკლი ლომიძე
20.07.2020

 კორონავირუსისგან ,,ჩავარდნილ“ ტურიზმს  წელს ვერაფერი შველის. მთავრობის აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, საზღვაო თუ სამთო კურორტებზე დამსვენებლების სიმცირეა. მდგომარეობა ცოტათი უკეთესია სამკურნალო კურორტებზე, რომლებსაც ხალხი ასე თუ ისე გვერდს ვერ უვლის, თუმცა პრობლემა აქაც აშკარად შესამჩნევია.

რეზონანსი
20.07.2020

 კორონავირუსმა ნავთობროდუქტების იმპორტის და მოხმარების ტემპი შეასუსტა, თუმცა აშკარაა, რომ გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების იმპორტში მდგომარეობის გამოსწორება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. ეს ეხება საგზაო ბიტუმსა და საავტომობილო ზეთებს, რომლის იმპორტიც ეკონომიკის გახსნამ საგრძნობლად გამოაცოცხლა და მომავალშიც ამ მხრივ მეტი პერსპექტივაა.

ნინა გარდაფხაძე
16.07.2020

 მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. პარლამენტს კანონპროექტი მხოლოდ მესამე მოსმენით დარჩა დასამტკიცებელი. რა იქნება შედეგი და რატომ სურს მთავრობას ბიუროკრატიული ვადების გაზრდა, ეს დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვს უჩენს. კანონპროექტს არ ეთანხმებიან არც პროფესიულ წრეებში. მათი აზრით, შედეგი წამლებზე ფასის 7-10%-ით ზრდა და ბაზარზე ოლიგოპოლია იქნება.

ნინა გარდაფხაძე
16.07.2020

 დიდი სტაგნაციის შემდეგ, ქართულ ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ამაზე, მთავრობის პირების ოფიციალური განცხადებების გარდა, რიცხვებიც მეტყველებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.8%-ით არის გაზრდილი უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები - საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი.

გვანცა წულაია
15.07.2020

 კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა ანდა საერთოდ მის გარეშე დატოვა. ასეთია კოვიდ-19-ის შედეგები, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აზარალა. პანდემიის შემდეგ, ყველაზე მნიშნველოვანია ის გარემოება, თუ რამდენ ხანში აღდგება კრიზისამდე არსებული ვითარება.

გვანცა წულაია
15.07.2020

 საქართველოში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობამ იმდენად მოიმატა, რომ პროდუქციის იმპორტირებისას, წარმოებისას და მიწოდებისას ხარისხობრივი ნომრების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. სპეციალისტების აზრით, ეს სწორედ იმის მანიშებელია, რომ ქვეყანაში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×