თაია არდოტელი
15.06.2015

ბარათაშვილის ხიდზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და 7 თვით გართულებული სატრანსპორტო მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც მერიაში აცხადებენ, მართალია, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მოძრაობა შეიზღუდება, თუმცა, იმისათვის, რომ გადაადგილების პრობლემა შემსუბუქდეს, მოძრაობა ეტაპობრივად გადაიკეტება.

თიკო ოსმანოვა
15.06.2015

მერიასა და "სიტი პარკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ყოველ შემთხვევაში, მერიის 4 მოთხოვნიდან კომპანია ორს არ იზიარებს. თუმცა, მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც მძღოლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთანხმება მიღწეულია და იგი დღეიდან შედის ძალაში - აკრძალულ ადგილას გაჩერებულ მანქანას "სიტი პარკი" მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანს საჯარიმო სადგომზე, თუ იგი მოძრაობას აფერხებს.

თაია არდოტელი
15.06.2015

 დედაქალაქში ქუჩების დასუფთავებისთვის მერიის სამსახურის მუშაობისა და ქუჩაში ნაგვის გადაყრაზე გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად, დღის სხვადასხვა პერიოდში მაინც შევხვდებით ქუჩებში ნაგვის კერებს. გადავსებული ურნები, გვერდით მიმოფანტული ნარჩენები, ქუჩებში დატოვებული ნაგავი, ურნასთან დაგდებული ნარჩენები - ეს სურათი ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებისთვის დამახასიათებელი გახდა.

თაია არდოტელი
15.06.2015

ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები "მთელ კვირასთან" დაზიანებული ტროტუარის შესახებ საუბრობენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უკვე წლებია, რაც ტროტუარი ამ მდგომარეობაშია. მეტიც, ერთ-ერთმა ქალბატონმა როგორც აღნიშნა, ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწალი გამზირზე, რაც გააკეთეს მას შემდეგ ასეა აყრილი.

ლიკა ამირაშვილი
13.06.2015

ზაფხულის დადგომასთან ერთად მზით დამწვრობის შემთხვევებმაც იმატა. სწრაფად გარუჯვის მსურველი ბევრი ადამიანი ამას ძალზე უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს. სპეციალისტები რუჯის მიღების შემთხვევაში დროის სწორად გადანაწილებას გვირჩევენ.

მარიამ აფციაური
13.06.2015

 დედაქალაქში გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჯანჯლება მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს. რესპონდენტების უმეტესობას პრეტენზია ქალაქ თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან აქვს. ისინი მერისგან მეტ აქტიურობას, ტემპის მომატებას ითხოვენ. მათ "რეზონანსთან" საუბრისას იმ უარყოფით მხარეზეც ისაუბრეს, რასაც გადათხრილი ქუჩები უქმნის. ერთ-ერთი საწვავზე გაზრდილი ხარჯია.

თეა ბეჟიტაშვილი
13.06.2015

 ზაფხულის დადგომასთან ერთად დიეტის დაცვის მსურველთა რაოდენობამაც იმატა. თუმცა, ბევრი თვითნებურ დიეტას მიმართავს და ამით ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. დიეტოლოგების თქმით, თვითნებური დიეტების დაცვა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

მარიამ აფციაური
12.06.2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანატმა დამატებით სემესტრებზე გადასახდელი თანხა, ჯამში, 600 ლარიდან 3150 ლარამდე გაზარდა. დოქტორანტების ნაწილი აცხადებს, რომ ფასის მატება ძირითად სემესტრსაც შეეხება. ფასთა შორის ამხელა სხვაობას ვერ ან არ ამჩნევს ადმინისტრაცია და აცხადებს, რომ სემესტრში 1125 ლარის დაწესება გაძვირება არ არის.

ლიკა ამირაშვილი
11.06.2015

 ზაფხულის დადგომასთან ერთად, დიეტა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. "რეზონანსმა" გამოკითხვა სხვადახვა ასაკის ქალბატონებში და მამაკაცებში ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები დიეტას სხეულის სილამაზისთვის მიმართავენ. 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კი კორექციაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. "ეისითისა" ჩატარებულმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ყოველი მეორე ადამიანი (52%), ვისაც კი დიეტისთვის მიუმართავს, თავად განსაზღვრავს კვების რაციონს.

ლიკა ამირაშვილი
10.06.2015

 ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია.

მარი ჩიტაია
10.06.2015

ციფრული საეთერო სიგნალის მისაღებად რეგიონებში მოსახლეობა მოუმზადებელია. ახალ მაუწყებლობაზე გადამყვანი მოწყობილობის, ე.წ. "სეტ ტოპ ბოქსის" შესაძენად ხალხს ფული არ აქვს. საქმე ისაა, რომ არც საშეღავათო პირობა მოქმედებს, თუ არ ჩავთვლით სოციალურად დაუცველებს, რომელთაც აპარატურა უსასყიდლოდ გადაეცემათ.

ლიკა ამირაშვილი
09.06.2015

 ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგები კი მასზე მიჯაჭვულობაზე საუბრობენ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×