ლიკა ამირაშვილი
26.05.2015

 ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს. დაბინძურების მთავარი წყარო ქვეყანაში, განსაკუთრები კი დედაქალაქში მომრავლებული ავტოტრანსპოტი და მისი გამონაბოლქვია. სპეციალისტები ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
25.05.2015

 კლიენტების სიმცირე, გაძვირებული პროდუქტი, გარემოვაჭრეების მომრავლება - ნავთლუღის ბაზრის გამყიდვლები "მთელ კვირასთან" საუბარში ამ საკითხებს უჩივიან და ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილებამ მყიდველის რაოდენობა შეამცირა.

თეა ბეჟიტაშვილი
23.05.2015

 მსოფლიოს ახლომხედველობის ეპიდემია მოედო, რომელიც ბოლო პერიოდში ბავშვებში უფრო ვითარდება. ახლომხედველობის ანუ მიოპიის დროს ადამიანი ახლოს მდებარე საგნებს კარგად ხედავს, ხოლო შორეულს ცუდად. ახლომხედველობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის 7-12 წლის ბავშვებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. გარდატეხის პერიოდში ახლომხედველობა, როგორც წესი, ძლიერდება.

მარიამ აფციაური
22.05.2015

 დედაქალაქში ნარმანიას სახელობის ორმოების რაოდენობა საკმაოდ დიდია. დადიანისა და თევდორე მღვდლის ქუჩა, ვახუშტის და ბარათაშვილის ხიდი, სარაჯიშვილის, დადიანის, ქუთაისის, ხუდადოვის ქუჩა, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, ბაგები, გოძიაშვილის ქუჩა - დაზიანებული ქუჩების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ორმოები ყველაზე მეტად დისკომფორტს მძღოლებს უქმნის. ისინი "რეზონანსთან" იმ ზარალზე ალაპარაკდნენ, რაც გაფუჭებული გზისგან მიადგათ.

თიკო ოსმანოვა
20.05.2015

 "სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ არაერთი ბავშვია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. ბავშვთა მიმართ ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდიც. 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% ბავშვის აღზრდისას იყენებს ძალადობრივ მეთოდებს. რასაც ფსიქოლოგები დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი აზრით, ძალადობის მსხვერპლნი მომავალში თვითონ გვევლინებიან მოძალადედ.

მარიამ აფციაური
20.05.2015

კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების ღირებულება გაიზარდა, ლარის დევალვაციის ფონზე კი ხალხს შემოსავალი შეუმცირდა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი თეატრსა თუ სხვა გასართობ ადგილებში სიარულს ვეღარ ახერხებს. მომხმარებლის ნაკლებობას უჩივიან ბარების წარმომადგენლებიც. მიზეზად ისინიც ლარის გაუფასურებას და ტურისტების შემცირებას ასახელებენ.

ია აბულაშვილი
20.05.2015

 "ნებისმიერ ჩვენგანს თვალს ადევნებს დიდი თვალი, რომელსაც არცერთი ჩვენი ქმედება არასოდეს გამოეპარება. იგი უმაღლესი კოსმიური გონი, მე კი ერთ-ერთი დამაკავშირებული რგოლი ვარ თქვენსა და მას შორის" - ეს ბულგარელი უსინათლო ნათელმხილველის ვანგას სიტყვებია.

თაია არდოტელი
18.05.2015

 სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაბინძურებისთვის გაზრდილი ჯარიმების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური და შემაშფოთებელია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებული, მათ შორის ძირგავარდნილი ნაგვის ურნების პრობლემა.

თაია არდოტელი
18.05.2015

 წლების განმავლობაში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი და ხალხმრავალი ქუჩა დაზიანებულია. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, მუდმივად ქუჩის შეკეთების მოლოდინში არიან.

თაია არდოტელი
18.05.2015

"თბილისის სამ უნივერსიტეტში გამოკითხული 250 სტუდენტი გოგონადან დაახლოებით 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6 ჯერ აქვთ გაკეთებული. გამოკითხულთა 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში გაუკეთებია," - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოგრაფიული ფონდის" ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მარიამ აფციაური
16.05.2015

 მოსახლეობას ყველაზე მეტად საკვები პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნაწარმი - ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები გაუძვირდა. ფასთა შორის სხვაობამ ლარის გაუფასურების შემდეგ 20-25% შეადგინა. რესპონდენტების შეფასებით, კიდევ უფრო დიდ ნიშნულს მიაღწია მთლიანად სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ.

თეა ბეჟიტაშვილი
16.05.2015

 ვიტამინების ნაკლებობას ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ასაკში უჩიოდეს, თუმცა, ეს ჩივილები ყველაზე ხშირად გაზაფხულზე ჩნდება, როდესაც ზამთრის შემდეგ ორგანიზმი გამოფიტულია და ვიტამინებით შევსებას საჭიროებს. გარდა სეზონურობისა, ვიტამინების ნაკლებობის ძირითადი მიზეზი კვების არასწორი რეჟიმია, როცა ორგანიზმი ვიტამინებით სავსე პროდუქტს საკმარისად ან საერთოდ არ იღებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×