ელზა პაპოშვილი
15.05.2015

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ ბავშვთა 80%-ს თანატოლების მხრიდან, სკოლაში ან მის გარეთ ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.

მარიამ აფციაური
15.05.2015

 წლებია, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე მიდის საუბარი, თუმცა ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. "რეზონასის" რესპონდენტები ასახელებენ იმ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტ დარღვევას აწყდებიან. ეს არის კაფე-ბარები, რესტორნები, ავტომომსახურების ცენტრები, ბანკი და საჯარო სამსახურის სერვისი. მიუხედავად მათი უკმაყოფილებისა, სხვადასხვა დარღვევის გამოსასწორებლად მაინც არაფერი კეთდება.

მარი ჩიტაია
15.05.2015

მეორადი ავტომობილების ფასმაც და რეალიზაციამაც საოცრად იკლო. გაჭირვების გამო ხალხი მანქანების გაყიდვას ცდილობს, მაგრამ მყიდველი სადღაც გაქრა. ამიტომ ზოგს ლოდინი თვეობით უწევს. იშვიათ შემთხვევაში მყიდველის გულის მოგებას ფასდაკლებით ახერხებენ, მაგრამ ხშირად ეს ცდაც წარუმატებელია.

მარიამ აფციაური
14.05.2015

 ელექტროენერგიის, წყლის, გაზის შესაძლო გაძვირებაზე საუბარი ხალხში აგრესიას იწვევს. მათ ლარის გაუფასურების შედეგად ხარჯი მკვერად გაეზარდათ და კიდევ უფრო მეტი ტვირთს ვეღარ გაუძლებენ. აბსოლუტურად ყველა გამოკითხული მთავრობას შექმნილი კრიზისიდან სასწრაფოდ თავის დაღწევას ავალებს.

თეა ბეჟიტაშვილი
13.05.2015

"თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები 20-30 წლის წინ არის გაკეთებული და მათ არ ამოწმებენ, არადა, ხშირად უნდა შემოწმდეს, რადგან სახიფათოა მოქალაქეებისათვის", - ამბობს "რეზონანსთან" მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ელზა წიკლაური
12.05.2015

 აღწერის შედეგებმა სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა. თუ აქამდე საარსებო შემწეობას 9% იღებდა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ფონზე, ეს მაჩვენებელი უკვე 11%-მდე გაიზარდა. 1,6 მლნ ადამიანი კი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 44% თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფო დახმარება სჭირდება. ძველი აღწერისას ეს მაჩვენებელი 36% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეორე ღარიბი, ყოველი მეათე კი ღატაკია.

თაია არდოტელი
11.05.2015

 "ყურადღებას მოგვაქცევს ვინმე, თუ ელბაქიძის ისტორია რომ განმეორდება, მერე გელოდოთ?! რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილია, მაგრამ სამუშაოები არ მიმდინარეობს. ნელ-ნელა ინგრევა გზა. იქნებ რაიმე გააკეთოთ, სანამ ჩავედით მოსახლეობა ამ ორმოში!!!!!!! მანქანების მოძრაობა გაუქმებულია, თუ ასე გაგრძელდა და გამაგრება არ ჩაუტარდა, მალე სახლებს მოადგება ეს მიწა, ჩაინგრევა და საერთოდ, უბინაოდ დავრჩებით," - რამდენიმე დღის წინ ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ბარნოვის ქუჩის #2-ში შექმნილ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

თეა ბეჟიტაშვილი
11.05.2015

 წინა კვირას აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა. ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რკინის კონსტრუქცია მოწყვიტა და ამის შედეგად ხიდი ჩამოინგრა. მერიის წარმომადგენლები საფეხმავლო ხიდის ჩანგრევაში ხიდის გაუმართაობის შესაძლებლობას გამორიცხავენ.

თაია არდოტელი
11.05.2015

 უკვე წლებია ხევსურეთის ქუჩის მცხოვრებლები სხვადასხვა ხელისუფლებისაგან გზის გაკეთების დაპირებას იღებენ, თუმცა, პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

თაია არდოტელი
11.05.2015

საცობის პრობლემა დედაქალაქში ჯერჯერობით გადაუჭრელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პიკის საათებში. მუდმივი საცობები, გაწამებული მძღოლები და მგზავრები დედაქალაქის გზებზე - ეს სურათი ფაქტობრივად ყოველდღურად შეგვიძლია ვნახოთ. საცობების პრობლემას ემატება დასუფთავების სამსახურის მანქანების მოძრაობა, განსაკუთრებით საღამოს, რაც მოძრაობის დამატებით შეფერხებას იწვევს.

მარიამ აფციაური
09.05.2015

 "რეზონანსი" დაინტერესდა რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქტს ყიდულობენ თბილისელები ყველაზე ხშირად და რას აქცევენ არჩევისას ყურადღებას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტესობისთვის ფასი გადამწყვეტია. შემდეგ მოდის ხარისხზე და სხვა დანარჩენზე ფიქრი. ამ საკითხზე კვლევა, თუმცა სულ სხვა კუთხით, "ეისითმაც" ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანულის შემდეგ, ყოველი მეორე თბილისელი (54%) ქართული წარმოების საკვებ პროდუქტებს ენდობა. ჩვენმა რესპონდენტებმაც ადგილობრივ წარმოებას დაუჭირეს მხარი.

თეა ბეჟიტაშვილი
09.05.2015

 დიეტოლოგებს თუ დავუჯერებთ, საკვების მიღებისას თითოეულ კალორიას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა მივიღოთ ნაკლები კალორია და დავხარჯოთ მეტი. შესაბამისად, დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის კალორიას ვიღებთ დღეში, ამისათვის კი უნდა გავიგოთ, თითოეული საკვები პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×