მაკა ხარაზიშვილი
23.06.2015

 თბილისის სტიქიამ მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გარემოს დამცველებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას ხუდონჰესთან და ნამახვანჰესთან დაკავშირებული საფრთხე. არ არის გამორიცხული, სტიქიით შეშინებულმა მოსახლეობამ ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ.

თეა ბეჟიტაშვილი
22.06.2015

  თბილისში სტიქიისგან დაზიანებული ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მონაწილეთა უმეტესობა პირველივე დღიდან მოხალისეები არიან. დედაქალაქის მცხოვრებლები მათ სხვადასხვა საშუალებით ეხმარებიან, ზოგს საკვები და წყალი მიაქვს, ზოგს სამუშაო იარაღი და მედიკამენტები. ზოგ ტაქსისტს მოხალისეები უფასოდ გადაჰყავს. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის პირველ დღეებში ბევრი ტაქსის მძღოლი მათ ორმაგ საფასურს სთხოვდა, ზოგიერთის თქმით კი ელიავას ბაზრობაზე სამუშაო იარაღებს ფასებიც კი მოუმატეს. "მთელი კვირა" მოხალისეებს ესაუბრა.

თეა ბეჟიტაშვილი
20.06.2015

 ინგლისური და რუსული თბილისში ყველაზე გავრცელებული უცხო ენებია. ზოგმა ორივე იცის, ზოგმა კი ერთ-ერთი მათგანი. რაც შეეხება ერთ დროს პოპულარულ გერმანულსა და ფრანგულს, მათი ფლობის მაჩვენებელი მცირდება.

თეა ბეჟიტაშვილი
20.06.2015

 მოსახლეობაში გავრცელებულ "წნევას" მედიცინის ენაზე არტერიული წნევა ჰქვია და ძირითადად თავს შუახნის ასაკიდან იჩენს-ხოლმე. მისით გამოწვეული დაავადებები ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მარიამ აფციაური
20.06.2015

 სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს გამოცდები გადაუწია. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ წიგნსმოწყვეტილი და ქვეყნის სამსახურში მყოფ მოხალისეებს, შესაძლოა, გამოცდის ჩაბარება გასჭირვებოდათ. შეზღუდვა ხალხმა საკუთარ თავსაც დაუწესა. ძალიან ბევრი სკვერებს, გამწვანებულ, მყუდრო ადგილებს აღარ ეკარება. "რეზონანსის" გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ თბილისში მცხოვრებთა ნაწილი ცდილობს ღამით სიარულს მოერიდოს, რისთვისაც ზოგიერთი სამუშაო საათებს მაქსიმალურად ამცირებს და ცდილობს საქმე შებინდებამდე მოასწროს.

მარი ჩიტაია
19.06.2015

 აგრარული პროდუქტი წელს სიძვირით გამოირჩევა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არც ერთ დასახელების საკვები არ გაიაფებულა. შარშანდელთან შედარებით, ხილი და ბოსტნელი 15-20%-ით ძვირია, ზოგ შემთხვევაში კი, ფასი გაორმაგებულია.

მარიამ აფციაური
19.06.2015

"ჩიფსი", "სნიკერსი", "ნესტლეს" შოკოლადები, "მილქი ვეი", გაყინული პროდუქტი, "ანაკომის" სუფი, მაიონეზი, "კეტჩუპი", სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები და გაზიანი სასმელები - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რის მიღების უფლებასაც მშობლები ხშირად შვილებს არ აძლევენ. ამის მთავარი მიზეზი ის ქიმიური დანამატებია, რითაც ისინია გაჯერებული.

მაკა ხარაზიშვილი
18.06.2015

სიღნაღელი ფერმერები ხელისუფლებისგან მიწის გადასახადის ჩამოწერის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკითხის შესასწავლად განკარგულება ერთწლიანი დაგვიანებით გასცა. ამასობაში ფერმერების საბანკო ანგარიშს ინკასო ადევს, გადაუხდელი მიწის გადასახადს კი პროცენტი ემატება.

ელზა წიკლაური
17.06.2015

საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საშუალო ანაზღაურებამ 9,9%-ით დაიკლო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით მოიმატა. "საქსტატის" ინფორმაციით, წელს პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 855,9 ლარი იყო, წინა კვარტალში კი 950,1 ლარი.

იაგო ნაცვლიშვილი
17.06.2015

თბილისში ეპიდემიის გავრცელების რისკი მინიმალურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. ამის მიუხედავად, ცენტრი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და პრევენციის მექანიზმებს სთავაზობს. ცენტრში "რეზონანსს" უთხრეს, იმისათვის, რომ რისკი მთლიანად გამოირიცხოს, საჭიროა სტიქიის დროს გარდაცვლილი ცხოველების გამოყვანა და დამარხვა.

მაკა ხარაზიშვილი
16.06.2015

 საქართველოში ყოველწლიურად სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 200 მილიონი ლარია. აქ იგულისხმება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ქონება და სხვა. გეოლოგების განმარტებით, რეგიონში საქართველო განსაკუთრებულად მეწყერსაშიში ზონაა. ამიტომ ტყეების გაჩეხვასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხელისუფლება სიფრთხილით უნდა მიუდგეს.

მაკა ხარაზიშვილი
16.06.2015

 გაზრდილი ფასების ფონზე ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ერთ წელიწადში მხოლოდ 15 ლარით გაიზარდა. სტატისტიკოსების აზრით, ოჯახის არსებობისთვის თვეში 287 ლარი საკმარისია. ამ საკითხზე აბსოლუტურად სხვა მოსაზრება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×