თეა ბეჟიტაშვილი 04.07.2015
ზაფხულის პაპანაქებას უფრო მწვავედ სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები განიცდიან. განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონენი (ინფარქტი, ინსულტი, არითმია, იშემია, ანევრიზმა, გულის უკმარისობა, ჰოპერ- და ჰოპოტონია, ტახი- და ბრადიკარდია და ა.შ.), რადგან სიცხეში ეს სისტემა იძულებულია, უფრო დიდი დატვირთვით იმუშაოს, რომ სხეული გრილად შეინარჩუნოს.
|
ლიკა ამირაშვილი 03.07.2015
საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტებისათვის ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას სასწავლო დაწესებულების არჩევა წარმოადგენს. უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ყოველწლიური გადასახადი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 03.07.2015
იმ შემთხვევაში, თუ გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე მითითებული არ იქნება "გმ4 - რაც გულისხმობს, რომ პროდუქტი გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება.
|
მარი ჩიტაია 03.07.2015
მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ტანსაცმლის ბიზნესს აშკარად დაეტყო. მომხმარებელი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა მაღაზიების საშუალო და წვრილმა სეგმენტმა, ხოლო მეორადი ტანსაცმლის ბაზარი საგრძნობლად გააქტიურდა.
|
მარიამ აფციაური 03.07.2015
ეკონომიკური, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა - ეს ის სპეციალობებია, რაც ბოლო 5-7 წელია აბიტურიენტებში ყველაზე მოთხოვნადია. დაახლოებით იგივე ტენდენცია არის სამაგისტრო ფაკულტეტების არჩევის შემთხვევაშიც. ბოლო წლებში ადრე ნაკლებად მოთხოვნადი პროფესიების მიმართაც გაიზარდა ინტერესი. ეს მიმართულებებია: აგრარული, სინჟინრო და საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია).
|
მარიამ აფციაური 02.07.2015
საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, ბათუმში სასტუმროების, კვების ობიექტების განთავსება მიმდინარეობს. როგორც "რეზონანსს" აჭარის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბათუმს წლევანდელ სეზონზე 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს. სამაგიეროდ, ამ მხრივ რთული ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში. ადგილობრივებს გზის, წყლის, ნაგვის ურნების არარსებობის, გაზის პრობლემა აწუხებთ, იგივე ვითარებაა ურეკში და ანაკლიაშიც.
|
თეა ბეჟიტაშვილი 01.07.2015
დღეიდან, 1 ივლისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგური მაუწყებლობის ნაცვლად სატელევიზიო არხების მაუწყებლობა ციფრულ ფორმატში გაგრძელდება.
|
ელზა წიკლაური 30.06.2015
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 054 მლნ მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 30.06.2015
მომსახურების სფეროებსა და დიდ საწარმოებში დასაქმებულების უმრავლესობა კუთვნილი შვებულების აღებას ვერ ახერხებს. ყველაზე მეტად პრობლემას მძიმე სამუშაო პირობებში მომუშავეები აწყდებიან. საქართველოში დაახლოებით 15 ათასი ადამიანია, რომელსაც 10-დღიანი დამატებითი შვებულება ეკუთვნის, მაგრამ კერძო კომპანიებში ამ ვალდებულების შესრულებას გაურბიან.
|
მარიკა გოგოხია 30.06.2015
საქართველოში მედიკამენტები ჯერჯერობით არ გაიაფდება. როგორც ჩანს, ლარის გამყარებამ ფარმაცევტულ ბაზარზე ოდნავადაც არ იმოქმედა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მყარდება, თუმცა წამლებზე ფასი უცვლელია.
|
თაია არდოტელი 29.06.2015
უსწორმასწოროდ და არასრულად დაგებული ასფალტის საფარი აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ადგილობრივები ვერ გარკვეულან, დაასრულა თუ არა მერიამ უკვე მუშაობა და თუ დაასრულა, რატომ დატოვეს ტროტუარი ასეთ მდგომარეობაში.
|
თაია არდოტელი 29.06.2015
გადათხრილი გზა, გადახდილი ჭები, უპატრონოდ მიტოვებული სამუშაოები - ასე აფასებს ერთ-ერთი მოქალაქე ვაკის პარკში არსებულ მდგომარეობას და იქ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელ "ფეისბუკშიც" ავრცელებს.
|
|