ნინო ქეთელაური
25.08.2016

 ბოლო მონაცემებით, იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაკარგულად ითვლება. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები გამთენიისას, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.

ელზა პაპოშვილი
24.08.2016

"ვარაუდობენ, რომ თურქეთის ინჯირლიკის ბაზიდან ამერიკელებმა ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ საკუთარი არსენალი გაიტანეს და, სავარაუდოდ, ალბათ თურქულსაც წაიღებენ. თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ინჯირლიკის ბაზის ბლოკირება არაერთხელ მოხდა, რამაც, რა თქმა უნდა, თურქეთ-ამერიკას შორის დიდი უსიამოვნება გამოიწვია.

ნატა გიორგაძე
23.08.2016

 აზერბაიჯანში ბანკების გაკოტრების შემდეგ, ახალი სავალუტო კრიზისის მწიფდება. როგორც გამოცემა "ბლუმბერგი" წერს, დღეს ბაქოში ბანკები ან საერთოდ აღარ გასცემენ ვალუტას ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, ან მკაცრად ზღუდავენ ერთ პირზე ვალუტის გაცემას 100-დან 500-ს დოლარამდე.

ია აბულაშვილი
22.08.2016

 რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის კონცენტრაცია მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრშია. საინფორმაცო სააგენტო "როიტერის" მიმომხილველ პიტერ ეპოსის აზრით, რუსეთს შეუძლია, უკრაინას თავს უკვე აგვისტოს ბოლოს დაესხას. ჟურნალისტი ზუსტ რიცხვსაც ასახელებს - 24 აგვისტო. ამ დღეს უკრაინა დამოუკიდებლობას ზეიმობს.

თაკო მათეშვილი
19.08.2016

 თურქეთში სიტუაცია დღითი დღე მწვავდება - აფეთქება და ტერორისტული აქტი ამ ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა. სპეციალისტები იქაურ ვითარებას უკიდურესად დაძაბულად აფასებენ და აქვე იმასაც დასძენენ, რომ უახლოეს მომავალში არც მდგომარეობის დარეგულირებას უნდა ველოდოთ.

აკაკი გვიმრაძე
18.08.2016

 (პეკინი-შანხაი-სიანი-ლანჭოუ)

წარმოებულია ჩინეთში - ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მსგავსი წარწერა უნდობლობას იწვევდა, ითვლებოდა, რომ ჩინური პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩინელი მწარმოებლები ხარისხს მუდმივად აუმჯობესებენ და საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო კონკურენტუნარიანნი ხდებიან.

ია აბულაშვილი
15.08.2016

 ოფიციალური მოსკოვი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედვმა სოჭში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, "თუ არ დარჩა სიტუაციაზე გავლენის მოხდენის სხვა მექანიზმები", დღის წესრიგში დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა დადგება.

ეკატერინე ბასილაია
11.08.2016

 რუსეთი რეგიონში უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კავშირს აბამს და შესაძლოა, მალე რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი და ასევე თურქეთი ერთ ეკონომიკურ გუნდად მოევლინოს დასავლეთს, რასაც პუტინის მხრიდან დიდ გეოპოლიტიკურ ინტრიგად აფასებს დასავლური მედია, ხოლო თავად რუსულ და აზერბაიჯანულ პრესაში კი აღფრთოვანებით იწერება, რომ რეგიონში მალე გეოპოლიტიკური რუკა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ვახტანგ შამუგია
10.08.2016

 თურქეთი სულ უფრო შორდება ევროპას და სულ უფრო ეკვრის რუსეთს, ასე შეაფასეს დასავლელმა ანალიტიკოსებმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ია აბულაშვილი
06.08.2016

 რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების მასშტაბურ კონცენტრაციას ახდენს, დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით აძლიერებს თავის საჯარისო შენაერთებს, ქმნის ახალ არმიებს და მასშტაბური სამხედრო წვრთნებისათვის ემზადება. ყოველივე ეს და ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებისათვის ემზადება.

ვახტანგ შამუგია
02.08.2016

 15 ივლისის არშემდგარი პუტჩის შემდეგ თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. მიზეზი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მკვეთრი განცხადებები, ამბოხებაში ეჭვმიტანილთა მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება, მასობრივი დაპატიმრებები და რაც მთავარია, სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯის შემოღების თაობაზე გაჟღერებული მოწოდებებია.

ლიკა გურაბანიძე
01.08.2016

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერაში, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×