თიკო ოსმანოვა
15.02.2016

 უკრაინაში მოქმედი ძირითადად ქართველებისაგან შემდგარი "ქართული ლეგიონი" ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი. ამიერიდან იგი უკრაინის არმიის 25-ე მოტორიზებული ბატალიონის "კიევსკაია რუს"-ის (კიევის რუსეთი) შემადგენლობაშია,

ნინო ქეთელაური
15.02.2016

საუდის არაბეთი და თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისათვის ემზადებიან. მათი მთავარი სამიზნე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერები და "ისლამური სახელმწიფოა". ამავდროულად სირიაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილები ღიად უჭერენ მხარს ასადს და მისადმი ოპოზიციურად განწყობილ ყველა ძალას ებრძვინ, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოსაც".

ეკატერინე ბასილაია
13.02.2016

 ბრიტანული მედია წერს, რომ საქართველოს მკვიდრი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, სირიიდან ახლა უკვე ლიბიაში იმყოფება. ბრიტანული გამოცემა "ექსპრესი" ბათირაშვილზე ინფორმაციას იმით იწყებს, რომ ლიდერი, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე გამოაცხადა მოკლულად, ცოცხალია და ლიბიის ქალაქ სირტში "ისის"-ის ერთ-ერთ დანაყოფს მეთაურობს.

ეკატერინე ბასილაია
12.02.2016

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლშევიკური რუსეთის მიერ თურქეთთან 1921 წელს მოსკოვში დადებული "მეგობრობისა და ძმობის შეთანხმების" გაუქმების საკითხს სწავლობს.

ეკატერინე ბასილაია
08.02.2016

 ნატო-მ უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთს ბირთვული თავდასხმით აშანტაჟებს. მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთმა "ცივი ომის" შემდეგ პირველად გაააქტიურა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ბირთვული იერიშის სცენარით და ამ წვრთნებისას ბირთვული თავდასხმების მოდელირება ნატო-ს წევრ ქვეყნებზე განახორციელა.

ვახტანგ შამუგია
05.02.2016

 (კიშინიოვი-თბილისი)

მოლდოვა პატარა პოსტსაბჭოური ქვეყანაა, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორისაა მოქცეული. ეს სახელმწიფო საქართველოსაგან თითქმის 1500 კმ-ით არის დაშორებული. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს - თბილისსაც და კიშინოვსაც აქვს დიდი სურვილი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისა.

სალომე სარიშვილი
26.01.2016

 ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" ინტერნეტში ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებში მონაწილე ცხრა პირია ასახული.

ელზა წიკლაური
21.01.2016

  რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 1998 წლის მაჩვენებელს მიუახლოვდა. გუშინ მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ერთმა დოლარმა 80 რუბლს, ევრომ კი 88 რუბლს გადააჭარბა. ნავთობის ფასის ვარდნის პარალელურად, უცხოელი ანალიტიკოსები რუბლის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ. ამერიკული ბანკის "მერილი ლინჩის" პროგნოზით კი, გამორიცხული არ არის, წელს რუსული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 210 რუბლამდეც კი დაეცეს.

ეკატერინე ბასილაია
18.01.2016

 ისტორიული შეთანხმება მიღწეულია - ირანი ევროპის ბაზარზე ბრუნდება. 4-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სულ მალე, თეირანი ევროპაში ნავთობის გატანას დაიწყებს და ნავთობის ბაზარზე "შავი დღეების" მოლოდინია. პროგნოზები კეთდება, რომ ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის 29 დოლარამდე ჩამოქცეულ ფასებს კიდევ უფრო გაუფასურება ელის და ის შესაძლოა გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს - 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.

სალომე სარიშვილი
15.01.2016

 თურქეთში თავდასხმებით გამოწვეული მღელვარება უფრო და უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს - ისტანბულის ტერაქტის შემდგომ, მორიგი აფეთქება ქალაქ დიარბაქირში, პოლიციის შენობასთან მოხდა, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სალომე სარიშვილი
14.01.2016

 ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის ფონზე მიმდინარე ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და კატასტროფული ინფლაციის გამო აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქი და რაიონული ცენტრი მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა.

სალომე სარიშვილი
13.01.2016

თაკო მათეშვილი

  თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში მომხდარ აფეთქებას, ოფიციალური ვერსიით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. მართალია, ეს წლეულს თურქეთში მომხდარი პირველი ტერაქტია, თუმცა ბოლოდროინდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სიტუაცია უმძიმესია. შარშან ქვეყანაში ექვსი ტერაქტი მოხდა, მათგან სამი სტამბულში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×