ნინო ქეთელაური
06.12.2016

 ის დრო ახლოვდება, როცა რუსეთი კომპრომისებზე და დათმობებზე წავა - ასე აფასებს ქართველი ექსპერტების ნაწილი რუსეთ-აშშ-ს შორის მოლაპარაკების შესაძლო შედეგებს.

შოთა თხელიძე
05.12.2016

 ერაყის არმია ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ერაყის ტერიტორიაზე გამოცხადებულ დედაქალაქ მოსულში შევიდა. ერაყელმა სამხედროებმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე 19 კვარტალი აიღეს, რაც მთლიანი ქალაქის ტერიტორიის 30%-მდე შეადგენს.

შოთა თხელიძე
05.12.2016

 30 ნოემბერს ევროკავშირმა ევროპული თავდაცვის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ემსახურება. თანამშრომლობის ფარგლებში, გარდა სამხედრო კვლევების, ერთობლივი წვრთნების და სამხედრო ერთეულების შეძენისა, მასშტაბური ფინანსური ინვესტიციის განხორციელება იგეგემება, კონკრეტულად კი, 2020 წლისთვის წლიური ხუთმილიარდ ევროიანი თავდაცვის ბიუჯეტის შექმნა.

ეკატერინე ბასილაია
02.12.2016

 შავ ზღვაში ვითარება იძაბება. გუშინ უკრაინამ ყირიმთან ორდღიანი სარაკეტო წვრთნები დაიწყო, საპასუხოდ კი რუსეთის სამხედრო გემებმა შავ ზღვაში პოზიციები დაიკავეს და კიევს რაკეტების ჩამოგდებითა და გამშვები პუნქტების დაბომბვით დაემუქრნენ.

ვახტანგ შამუგია
02.12.2016

 სულ ცოტა ხნის წინ დარეგულირებული რუსულ-თურქული ურთიერთობები ისევ დაიძაბა. ამის მიზეზი სტამბოლში გამართულ "იერუსალიმის საკითხის პლატფორმაზე" თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაეფ ერდოღანის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებაა, რომ სირიის ჩრდილოეთში მყოფი თურქული სამხედრო ნაწილების მთავარი ამოცნა საზღვრისპირა რეგიონებიდან ისლამისტებისა და ქურთისტანი მუშათა პარტიის მებრძოლების განდევნა როდია...

შოთა თხელიძე
28.11.2016

 21 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბალტისპირეთში ნატოს გააქტიურების საპასუხოდ, კალინინგრადის ოლქში ბირთვული შესაძლებლობის სარაკეტო სისტემების განლაგებას გეგმავს.

თაკო მათეშვილი
22.11.2016

 ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის საგარეო კურსის კონტურები უკვე იკვეთება და შეიძლება ითქვას, რომ იგი რამდენადმე განსხვადება წინასაარჩევნო კამპანიისგან შექმნილი მოლოდინისგან. როგორც ირკვევა, აშშ არც ნატოს მხარდაჭერის შემცირებას აპირებს და ეს ყველაფერი საქართველოშიც აჩენს იმის იმედებს, რომ იგივე პრინციპი ჩვენ ქვეყანაზეც გავრცელდება.

შოთა თხელიძე
21.11.2016

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მთავრობის შეთავაზებას დათანხმდა და 12 ნოემბერს ოფიციალური განკარგულება გასცა, რუსულ-სომხური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს. სამხედრო თანამშრომლობის პროექტის ინიციატივა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და საგარეო უწყებასთანაა შეთანხმებული. შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმოება ამ ორი უწყების მინისტრებს დაევალა.

შოთა თხელიძე
21.11.2016

 13 ნოემბერს, ევროკავშირის წევრ ბულგარეთსა და სტრატეგიულ პარტნიორ მოლდოვაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა, სადაც პრო-რუსული განწყობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, როგორც ქვეყნების შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში დაძაბულობა გამოიწვიეს. ბუნებრივია, ამ მოვლენებმა შესაძლოა ევროკავშირის შიგნით არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავოს.

თიკო ოსმანოვა
19.11.2016

 საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირება ბოლო დღეების უკრაინული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რამდენიმე დღის წინ ჯერ რადაში გაკეთდა განცხადება სააკაშვილის საქართველოსათვის გადაცემის მოთხოვნით, გუშინ კი გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას მართლაც განიხილავს.

ეკატერინე ბასილაია
16.11.2016

 რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებზე გავლენას იბრუნებს, რაც უკვე გაფორმდა ორ ქვეყანაში, მოლდოვასა და თვით ნატო-ს წევრ ბულგარეთში, სადაც ღიად პრორუსი პრეზიდენტები აირჩეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მთელ დასავლეთს ეკონომიკური სანქციებით თუ მთელი რიტორიკით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს გამოცხადებული და მის დასუსტებას ცდილობს.

ვახტანგ შამუგია
16.11.2016

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაფორმდეს შეთანხმება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე. მან რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს სომხეთთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×