ვახტანგ შამუგია
17.10.2016

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას სომხეთში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას მასპინძელთან, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ბელორუსიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ნურსულთან ნაზარბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყაზახეთს სამიტზე პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს.

ვახტანგ შამუგია
14.10.2016

 სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში უკვე ერთი თვეა, რაც სამთავრობო ჯარები, რუსული ავიაციის დახმარებით ცდილობენ ისლამისტებისა და ე.წ. "ზომიერი ოპოზიციის" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გაკონტროლებას - იარაღის დაყრისა და სპეციალური კორიდორით ქალაქის დატოვებაზე მათ უარი განაცხადეს.

რეზონანსი
29.09.2016

 ალექსი ალექსიძე

თბილისი-აშხაბადი

ნეიტრალური თურქმენეთი 2016 წელს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს - ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში დიდი ნახტომები გააკეთა წინ, განავითარა ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, გახდა ენერგეტიკული რესურსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი შუა აზიის რეგიონში და მის გარეთაც.

თურქმენეთი

ვახტანგ შამუგია
27.09.2016

 სამოქალაქო ცეცხლის ალში გახვეულ სირიაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა - პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ერთგული სამთავრობო ჯარები უკვე რამდენიმე დღეა, რაც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, ისლამისტური დაჯგუფებების მიერ დაკავებულ, ალყაშემორტყმულ ალეპოს უმოწყალოდ ბომბავენ. ასადისტებს მხარს რუსული ავიაცია უჭერს.

ვახტანგ შამუგია
23.09.2016

 სირიაში ჩაშლილმა სამშვიდობო პროცესმა და საბრძოლო მოქმედებების განახლებამ ამერიკისა და პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოკავშირე რუსეთის ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.  გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 13 სექტემბერს მიღებული ხელშეკრულების დარღვევაში რუსული მხარე და ბაშარ ასადი დაადანაშაულა. 

ვახტანგ შამუგია
22.09.2016

 უკვე მეხუთე წელია, რაც სირიაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მძვინვარებს. სამოქალაქო ომი უკვე დიდი ხანია, რაც ამ არაბული ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მის შედეგებს ხალხი დღეს ევროპის ქვეყნებშიც კი ეწირება. შესაბამისად, სირიაში მშვიდობის აღდგენით დღეს მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული.  

ვახტანგ შამუგია
14.09.2016

 დნესტრისპირელი სეპარატისტები, მათი ცხინვალელი "კოლეგების" მსგავსად, რეფერენდუმისათვის ემზადებიან. საზოგადოებას მოუწევს გადაწყვიტოს, სურს თუ არა თავისი, არაღიარებული სახელმწიფო წარმონაქმნის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა.

ლიკა გურაბანიძე
05.09.2016

 "რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, ეს ძალიან ჰგავს თავის დროზე რუსეთის სამხედრო აგრესიისათვის მზადებას, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ "მთელ კვირას" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მასშტაბურ მობილიზებაზე საუბრისას განუცხადა.

ვახტანგ შამუგია
30.08.2016

 უკვე მეოთხე წელია, რაც სირიაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. სხვადასხვა მონაცემებით მან 300 000-მდე ადამიანი, მათ შორის საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქე შეიწირა.

ვახტანგ შამუგია
29.08.2016

 ოდესღაც მშვიდი და სტაბილური თურქეთი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ემსგავსება ქაოსით მოცულ ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოს. ტერორისტული აქტები, თავდასხმები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა თუ სამთავრობო ობიექტებზე უკვე აღარავის აკვირვებს. შედეგად, ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგი - ტურიზმი - დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. წინა წლებთან შედარებით, ქვეყნის ვიზიტორთა რაოდენობამ 40%-ით იკლო.

თაკო მათეშვილი
26.08.2016

 უბრალო ადამიანის თვალით დანახული მიმდინარე ზაფხული სეისმურად საკმაოდ აქტიური იყო. მხოლოდ საქართველოში საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. დაახლოებით იგივე გვესმოდა მეზობელი ქვეყნებიდანაც. რამდენიმე დღის წინ იტალიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ კი ყველა ამ თემაზე აალაპარაკა.

ნინო ქეთელაური
25.08.2016

 თურქეთმა პირობა დადო, რომ თავის საზღვარს ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებისგან სრულად გაასუფთავებს და სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მან დილის 5 საათზე ჯერ სასაზღვრო ქალაქ ჯერაბლუზე დაბომბვა განახორციელა, შემდეგ კი სახმელეთო შეტევა დაიწყო და სირიის საზღვრები თურქულმა ტანკებმა გადალახა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×