რეზონანსი
16.07.2016

  თურქეთში სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობს. წუხელ, როცა გაზეთი იწყობოდა, სიტუაცია კვლავ გაურკვეველი იყო. ვრცელდებოდა საპირისპირო ცნობები მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთის არმიის დანაყოფებმა დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი სტამბოლში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში. ჯარმა ქუჩაში გამოიყვანა ტანკები და მძიმე ტექნიკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სტამბულში ქუჩებში მისი მხარდამჭერები გამოვიდნენ. მოხდა ლოკალური შეტაკებები ჯარსა და პოლიციას შორის. არიან დაზარალებულები.

ეკატერინე ბასილაია
16.07.2016

  84 გარდაცვლილი, მათ შორის 10 ბავშვი, 202 დაშავებული, რომელთაგან 25 კომაშია - 14 ივლისის ნიცას ტერაქტის მსხვერპლთა ბოლო მონაცემები ასეთია. დაღუპულებს შორის ბევრი უცხოელია. საქართველოს საელჩოს ცნობით, გაურკვეველია ერთი ქართველი ქალის ბედი, რომლის ფრანგი ქმარი ტერაქტისას დაიღუპა. მთელ საფრანგეთში დაცვის ზომები გამკაცრებულია. ცნობილია ტერორისტის ვინაობა - ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელი.

ელზა პაპოშვილი
16.07.2016

 აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელმაც სახელი ეფექტური სამხედრო ტაქტიკით გაითქვა და არაერთ თავდასხმას გადაურჩა, ბრძოლაში დაიღუპა. როგორც ჩანს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ამჯერად სანდოა, რადგან ეს მისმა ტერორისტულმა ორგანიზაციამაც დაადასტურა.

ზვიად მახარაძე (ვარშავა)
11.07.2016

 ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანო გარღვევა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმეტესწილად ერთსა და იმავე ქვეყნებს აერთიანებენ, აქ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას აქამდე დიდი ყურადღება არ ექცეოდა. დღეიდან კი ორივე გაერთიანება შეთანხმდა, ერთობლივად გაუმკლავდეს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარე უპრეცედენტო გამოწვევებს.

ლიკა ამირაშვილი
04.07.2016

 "ისლამური სახელმწიფო" ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრება. სპეციალისტების შეფასებით, მუქარა სავსებით რეალურია, რადგან სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, "ისლამური სახელმწიფო" დაპირებას ყოველთვის ასრულებს.

თაკო მათეშვილი
30.06.2016

 თურქეთის ტერაქტს სპეციალისტები მოსალოდნელს უწოდებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ვიხილოთ.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
25.06.2016

 დიდ ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა მტკივნეული დარტყმა მიაეყენა ევროკავშირს. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ დატოვების მომხრეთა გუშინდელი გამარჯვება მისი რღვევის დასაწყისია, ოპტიმისტების აზრით კი, ევროპას უნიკალური შანსი ეძლევა გაატაროს უკვე მომწიფებული რეფორმები, გააღრმავოს ინტეგრაცია და დარჩეს ძლიერ მოთამაშედ მთელ მსოფლიოში.

ვახტანგ შამუგია
17.06.2016

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლმა ქართველებმა პრორუსი სეპარატისტების პიზიციების სიღრმეში დივერსიული სპეცოპერაცია ჩაატარეს და მოწინაარმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს. ეს ოპერაცია ქართველმა ლეგიონერმა სოფელ ხურჩასთან "აფხაზი მესაზღვრის" მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიუძღვნეს.

ეკატერინე ბასილაია
14.06.2016

 მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში კუნძულ კრეტაზე იხსნება და სადაც რამდენიმე ეკლესია, მათ შორის საქართველო და რუსეთის დელეგაციები არ მიდიან, დიდი პოლიტიკური ინტრიგა შეიძინა და თეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის პირველობისთვის ბრძოლა ამ კრებამ ძალიან გამოკვეთა და გაამძაფრა.

ეკატერინე ბასილაია
06.05.2016

 სომხეთმა შეიძლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც ანალიტიკოსების თქმით, პირდაპირ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება დიდი და მასშტაბური ომი დაიწყოს.

ეკატერინე ბასილაია
05.05.2016

 გუშინ საბოლოოდ გაირკვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი ნომინანტი - დონალდ ტრამპი. დემოკრატების ბანაკში სიტუაცია საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა უკვე დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ჰილარი კლინტონი იქნება (თუმცა სოციალისტური შეხედულებების მქონე ბერნი სანდერსსაც აქვს მცირე შანსი). ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომელი კანდიდატის გაპრეზიდენტება იქნება საქართველოსთვის უფრო მომგებიანი?

ვახტანგ შამუგია
04.05.2016

 მოლდოვა პროდასავლური კურსის მქონე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი და ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებას, მოხდეს ქვეყნის ინტეგრირება ნატო-სა და ევროკავშირში, მთელი ძალით ეწინააღმდეგება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×