მოსაზრება
13.05.2016

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

ჯუმბერ ფანჩულიძე, ექსპერტი მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის საკითხებში

ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში

კარგ ღონისძიებას ეყრება საფუძველი - მიწების რეგისტრაციის გაადვილებას. სახელმწიფოს ძალისხმევითა და დახმარებით შესაძლებელი გახდება რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასარეგისტრირებელი ობიექტების დროულად დარეგისტრირება.

წერილი
13.05.2016

"კომპოზიტორთა სახლში გახსნილი აქვთ ბორდელი, 16-17 წლის ბავშვებს ამუშავებენ, ღამე აუპატიურებენ ქალებს, ჯგუფურად ხვდებიან და უმოწყალოდ სცემენ ახალგაზრდა ბიჭებს," - ამ სათაურით აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე წერილს გაზეთში "საქართველო და მსოფლიო" (2016 წ. 11 მაისი).

მოსაზრება
09.05.2016

გიორგი ლაბაძე

ქართული ტერიტორიული ორგანიზაციის შესახებ პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლოებული, ვითარდებოდა სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ საბოლოოდ სასწორი უნიტარული სახელმწიფოსკენ გადაიხარა. 1921 წლის კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს აღარ შევეხები, რადგან, ვფიქრობ, რომ 1995 წლის კონსტიტუციით მოწესრიგებული ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმა დღესდღეობით ჩვენთვის უფრო საყურადღებოა.

მოსაზრება
09.05.2016

2007-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ძვრები, რომელსაც ღრმა მიზეზები ედო საფუძვლად, გროვდებოდა წლების მანძილზე და როგორც წესი, გამოვლინდა მაშინ, როდესაც უდიდესმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ჩამოშლა დაიწყო. სწორედ აქ იჩინა თავი გლობალიზაციამ - აშშტატებში დაწყებულმა ნეგატიურმა ძვრებმა მოიცვა მთელი ფინანსურ-ეკონომიკური სისტემა და გამოჩნდა გლობალური სამყაროს სრული სახე.

მოსაზრება
07.05.2016

ხალხის ხმა უხილავია, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიის ძირითად ასპექტს, პოლიტიკური მიმართულებების მაჩვენებელს, კონტროლის ინსტრუმენტს და პოლიტიკური კულტურის ფორმირების მამოძრავებელ ძალას.

მოსაზრება
05.05.2016

რევაზ ჯორბენაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

თენგიზ ვერულავა , მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

  საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უკავია წამყვანი ადგილი. 2014 წელს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 42.0%, სიმსივნეები - 11.5%, ტრავმები - 3.9%, სიკვდილის არაიდენტიფიცირებული მიზეზები - 29.4%. კვლევები ადასტურებს, რომ სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის გამო სიცოცხლის დაკარგული წლების სხვაობის ყველაზე მაღალი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის.

პატრიარქი ილია II
03.05.2016

 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

მოსაზრება
25.04.2016

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 

ჯერ კიდევ 2005 წლის დასაწყისში აღვნიშნე, რომ "სწორედ უნივერსიტეტის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად იყო აუცილებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე თსუ-თვისაც მიგვენიჭებინა სრული დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, როგორც ეს 1918 წელს განხორციელდა.

მოსაზრება
22.04.2016

გიორგი მჭედლიშვილი, ისტორიკოს-კულტუროლოგი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

  მაქვს ისტორიის სწავლების ოცდაჩვიდმეტწლიანი პრაქტიკა, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. თავდაპირველად ვასწავლიდი საშუალო სკოლებში, შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. ამ დროის განმავლობაში მომიწია სამ ათეულზე მეტი სალექციო კურსის მომზადება და წაკითხვა. ვარ 15 მონოგრაფიის ავტორი. ამდენად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში თავს უფლებას ვაძლევ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - თანამედროვე ქართული სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები არათუ ვერ უძლებს კრიტიკას, მიმაჩნია, რომ მათი ამ სახით ბავშვებისთვის მიწოდება დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე.

მოსაზრება
22.04.2016

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

მეჩაიეობა ქართული ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დასაქმებული იყო 180 ათასამდე კომლი. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში განხორციელებული არაერთი პროგრამისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების ფართობი (68 ათასი ჰა) ინტენსიურად მცირდებოდა და საბოლოოდ დარგი სრული განადგურების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების, კერძოდ, გადამმუშავებელი საწარმოების პრივატიბაციის წარმართვის დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, მეჩაიეობის დარგის განვითარების არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის პროგრამებია.

მოსაზრება
18.04.2016

საქართველოში "ოსეთად" სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტებისა და არეალების მოხსენიება დღემდე მომხდარია მხოლოდ რუსი ოკუპანტების მიერ, დაწყებული 1802 წლიდან (გენერალი კნორინგი). მათი ტენდენცია იყო ზედსართავი სახელის "ოსური" წოდება ადმინისტრაციული ერთეულებისათვის, ხოლო საბოლოო მიზანი - საქართველოში თავის საყრდენად ოსი მოსახლეობის მასივის შექმნა.

მოსაზრება
14.04.2016

შოთა ჩხეიძე ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. ის წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება შრომისუნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა (ე.წ. სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით).


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×