მოსაზრება
10.06.2016

რამაზ გახოკიძე, ამერიკის ფარმაკოგნოზიის ნამდვილი წევრი, პროფესორი

ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აგრესიული ქცევა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი და არასასიამოვნო სოციალური მოვლენა გახდა. აგრესიას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ასეთია ფსიქოლოგიური მიზეზები: გადაღლა, ქრონიკული უძილობა, შიში, სტრესული სიტუაცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება, ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება; ფიზიოლოგიური მიზეზები - ჰორმონული ცვლილებანი, გამოწვეული ორსულობით, კლიმაქსით, წინამენსტრუალური სინდრომით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით.

მოსაზრება
09.06.2016

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი უნიკალური ქართული ხალხური ცეკვების დამდგმელი ქორეოგრაფებისა და შემსრულებელ-მოცეკვავეთა ძველი და ახალი თაობის ათასობით ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პიროვნებას აერთიანებს. ქართველ ქორეოგრაფთა თაობები უაღრესად მადლიერნი არიან იმ ზრუნვისა და ამაგისათვის, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება იჩენს ფოლკლორული კულტურის მოძება-შენახვისა და განვითარებისათვის.

მოსაზრება
06.06.2016

თამაზ აქუბარდია

თუ არ ვცდები, 20 წლის წინ, ჯერ კიდევ ნაკლებად გათვითცნობიერებულს საპარლამენტო კულუარულ და წყალქვეშა დინებებში, ჩემთან კომიტეტში მოვიდა ერთი ადამიანი და ასეთი ინფორმაცია მომაწოდა, - არის ერთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია 1 მილიარდი დოლარის სესხი აიღოს უცხოეთში, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება უბრალოდ ერთი ფარატინა საგარანტიო წერილი, რაც უბრალო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, იმას ნიშნავს, რომ თუ ვალი არ დაუბრუნდებოდა კრედიტორს, სახელმწიფოს, როგორც მეწველ ძროხას, მოუწევდა მისი გადახდა და ამ კომბინაციის ყველა მონაწილე უსაზღვროდ მდიდარი გახდებოდა.

მოსაზრება
03.06.2016

ევა გოცირიძე

დღეს, როდესაც სასამართლოს წრეგადასული ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ ამბად იქცა, მისი გამოქომაგების სურვილი მიჩნდება. იქნებ იმიტომაც, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მისდამი კრიტიკას ჩემს თავზეც ვიღებ და თან ამ ინსტიტუციისადმი ერთგულების გრძნობები მამოძრავებს. იქნებ ნაწილობრივ მიკერძოებულიც ვარ ამ გამოქომაგებისას, მაგრამ სათქმელი დამიგროვდა და მინდა ვთქვა. ბევრ მოსამართლეს პირადად ვიცნობ, დღედაღამ კეთილსინდისიერად რომ ემსახურებიან თავიანთ საქმეს და ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ეპითეტებს, მათი მისამართით რომ ისმის ყოველი მხრიდან. თუმცა, ჩემი მიზანი, ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინდივიდების დაცვა არ არის. საზოგადო პრობლემაზე მოგახსენებთ და ჩემი შეშფოთების ძირითადი საფუძველი მინდა გაგიზიაროთ.

წერილი
03.06.2016

ვახტანგ ჭარაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი და ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა - რუსეთი - უკვე 25 წელია, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება.

მოსაზრება
27.05.2016

ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

უპირველეს ყოვლისა, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, ანუ დასაქმებისა და სამართლიანობის აღდგენის ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული და პრაქტიკული რეალიზაციისათვის გამზადებული ეკონომიკური რეფორმების მოსახლეობისათვის გასაცნობად გამოგვიქვეყნა 20-ზე მეტი სტატია. დაახლოებით ამდენივე სამთავრობო ოფიციალური წერილი ჩვენი რეფორმების მოკლე ანოტაციების თანდართვით გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრებს: ბიძინა ივანიშვილს (5), ირაკლი ღარიბაშვილს (10) და ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკვე (5).

მოსაზრება
26.05.2016

გოგიტა ჯვებენავა მხატვარი

მალე ახალი თბილისი ძველი თბილისის გარეშე დარჩება!

მზისა და ცის გარეშე დარჩება! ჟანგბადის გარეშე დარჩება!

ფეხის დასადგამი მიწის გარეშე დარჩება!

აშენებულ რკინაბეტონის კედლებს დარჩება!

ყველა ქართველმა ერთად თუ არ ვიზრუნეთ თბილისზე, თბილისში მცხოვრები მომავალი თაობა თბილისის გარეშე დარჩება!

მოსაზრება
23.05.2016

ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა. (ვაჟა-ფშაველა)

მოსაზრება
21.05.2016

გურამ ყორანაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, 1957-1962 წლებში ვსწავლობდი. რასაკვირველია, იმხანად ჩაგვჩიჩინებდნენ სკკპ ისტორიას, სოციალიზმის პოლიტეკონომიას, საბჭოთა კავშირის (ფაქტობრივად რუსეთის) ისტორიას საქართველოს ისტორიის მოცულობით. გვასწავლიდნენ აგრეთვე დასავლეთი და სამხრეთი სლავების ისტორიას და ა.შ. ცდილობდნენ სტუდენტები განვმსჭვალულიყავით ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიით. თუმცა გავდიოდით ფილოსოფიურ დისციპლინებსაც, მაგრამ უაღრესად ზერელედ, დაზუთხვა-დაზეპირების დონეზე.

მოსაზრება
19.05.2016

ვასო კაპანაძე

დღესდღეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. ისტორიულად საქართველოში რუსეთი აღიქმებოდა, როგორც მოძმე ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც საქართველოს მეზობელი მუსულმანური ქვეყნების აგრესიისგან იცავდა. მე-19 საუკუნის მიწურულიდან კი, ქართული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების და ეროვნული მოძრაობის განვითარების პარალელურად, რუსეთის იმიჯში ჩნდება ნეგატიური ნიშნები - დაკავშირებული იმასთან, რომ რუსეთმა დაარღვია საქართველოზე პროტექტორატის პირობები და გააუქმა საქართველოს სამეფო. 1991 წლიდან ნეგატიურმა ნიშნებმა რუსეთის აღქმაში უფრო იმატა. ეს უკავშირდებოდა პირველ რიგში კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; აგრეთვე იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს განიხილავენ, როგორც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას. 2008 წლის რუსულ-ქართული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ კი რუსეთის აღქმა საქართველოში კიდევ უფრო ნეგატიური გახდა. ამჟამად რუსეთი საქართველოში ოფიციალურად ითვლება აგრესორ სახელმწიფოდ, რომელმაც ქვეყანას მოწყვიტა მისი ტერიტორიის მეხუთედი და მას თავად აკონტროლებს. გავიდა 7 წელზე მეტი, რაც დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილია.

მოსაზრება
18.05.2016

სახელმწიფოს ამოძრავებს რესურსები, ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები, სტარტეგიები და გეგმები, ინფორმაცია და მონაცემები, წესები და ნორმები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ახალი პოლიტიკა და პოლიტიკური ტექნოლოგიები. აღნიშნული კი ქართული საზოგადოების მოთხოვნებითაა ინიცირებული.

მოსაზრება
16.05.2016

თამაზ აქუბარდია

ორი ათასზე მეტი წლის წინ დიდი რომაელის, გაიუს ტულიუს ციცერონის მიერ ნათქვამი ეს ამაღლებული სიტყვები, - "მე ჩემს ღირსებას ფულზე არ ვყიდი", - კაპიტალიზმია, მისთვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით, ლაფში ამოსვარა და შეცვალა ცინიზმამდე მისული, სარკაზმით სავსე სიტყვებით, - რაც შეიძლება სარფიანად გავყიდო ჩემი ღირსება! თუმცა ეს სიტყვები ვაი პოლიტიკოსებს უფრო შეეხება, მაინც ვიტყვით, რომ, - ვშიშობთ, რომ ვინც ამას ამბობს, მას ღირსება არ გააჩნია და იმის გარკვევა, თუ მაშინ რაღას ყიდის, მკითხველისათვის მიგვინდია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×