მოსაზრება 17.08.2016
თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამუშავებაში მდინარე მტკვრისა და მისი ზონის ენერგეტიკული გააქტიურება შესაძლოა, პრიორიტეტულად წარმოჩინდეს.
|
მოსაზრება 15.08.2016
ავთანდილ კახნიაშვილი
რამდენიმე დღის წინ ასათიანის ქუჩაზე ჩემ წინ მიმავალი თეთრი ფერის "ტესლა" შევნიშნე. დაახლოებით ისეთი რეაქცია მქონდა, როდესაც სტუდენტობის წლებში თბილისში პირველად ვნახე ამერიკული ავტომობილი - ალექსანდრე მეტრეველის ვერცხლისფერი "ფორდი". იმედი მომეცა, თბილისების უმრავლესობას ახლო მომავალში ახალი თუ არა, მსგავსი ტიპის მეორადი ავტომობილების შეძენის საშუალება მაინც მოგვეცემა. ამასთან, წინასაარჩევნოდ ერთი "ქართული ოცნებაც" გამიჩნდა...
|
მოსაზრება 13.08.2016
გიორგი ლაბაძე
აღნიშნული წერილი შეეხება საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებულ გამოწვევებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობის პირობებში. საქმე ისაა, რომ თუკი სახელმწიფოში დამკვირდებულია მაჟორიტარული სისტემა, უნდა არსებობდეს რაიმე სახის მექანიზმი, რაც აღმოფხვრის მაჟორიტარების მხრიდან საპარლამენტო აბსენტეიზმსა და უმოქმედობის საფრთხეს.
|
მოსაზრება 12.08.2016
ოთარ შავიშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ფაქტობრივად, საქართველო არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად დამოუკიდებელი არ არის. ეკონომიკურად იმიტომ, რომ, 2015 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ 13 161,4 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საგარეო ვალი 10 333,8 მილიარდი ლარია, ხოლო შიდა ვალი შეადგენს 2 827,6 მილიარდ ლარს; პოლიტიკურად კი იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ამჟამად საქართველოს იურისდიქციაში არაა მოქცეული. ფაქტობრივად, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაშია. ამიტომ საჭიროა, მომზადდეს რუსეთისა და საქართველოს უმაღლეს პირებს შორის შეხვედრა.
|
მოსაზრება 08.08.2016
თელავში 5 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის გურჯაანის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს.
|
მოსაზრება 08.08.2016
ნოდარ ნათაძე
ჯერ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია და დაინტერესებულია, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე სავსებით ექსპლიციტურად გაცხადებული ჰქონდეს თავისი იდეოლოგიის, ანუ თავისი მიზანთსახვისა და თავისი ღირებულებათსისტემის ძირითადი მონახაზი, რომელსაც ჩვენ, საქართველოს ეროვნული ძალები, "განათლებული ნაციონალიზმის" სახელით აღვნიშნავთ.
|
მოსაზრება 06.08.2016
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე
ბ-ნ ვალერი კვარცხელიას პრორუსული გადაცემები "ობიექტივის" ეთერში და მათი შინაარსის თანდათანობითი ცვლის მიმართულება მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მზადდება ანტისახელმწიფოებრივი მასობრივი გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. კვარაცხელია, რომელსაც ლენინიზმი ჯერ კიდევ ცოცხალ ბრძნულ "მოძღვრებად" მიაჩნია და ხალხთა საპყრობილის - საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული შემთხვევითობა ჰგონია, აშკარად რუსულ გეგმას მკვეთრი კრესჩენდოთი ანვითარებს.
|
მოსაზრება 06.08.2016
საქართველოს ძალა და სიძლიერე არის საზოგადოების ძლიერებაში. ძლიერი საზოგადოების საფუძველს ქმნის საშუალო კლასის ფორმირება, ახალგაზრდებისათვის პერმანენტული განვითარების პირობების შექმნა, ეროვნული განათლების ხარისხის დაფასება, ჯანსაღი იდეოლოგიის ფორმირება, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა, ეფექტიანი მართვა და ქარიზმატული ლიდერები, ინიციატივიანი საზოგადოებრივი ჯგუფების ზრდა და სახელმწიფოს მიერ მეცნიერ-მკვლევარების მართვაში ჩართულობა.
|
მოსაზრება 05.08.2016
რამაზ გახოკიძე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი
დიდი ხანი არ არის, რაც თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღეს გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელსაც ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია აწარმოებდა. მიზეზი ის იყო, რომ კრემი შეიცავდა კარნოზინს - მაღალეფექტურ ანტიოქსიდანტს, რომლის უკონტროლო გამოყენება იწვევს კანის კიბოს. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ არის, რომელიც აიკრძალა ევროპასა და აშშ-ში. მაგალითად, ხმარებიდან ამოიღეს წამწამების გაზრდის კოსმეტიკური საშუალება. იგი შეიცავდა ბიმატოპროსტს, რომელიც ამცირებს თვალის წნევას. მისი გამოყენება იწვევს თვალის ბადურის სიმსივნეს და სიბრმავეს.
|
მოსაზრება 01.08.2016
რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი
თანამედროვე პოლიტიკურ ეპოქაში ქვეყანა დგას მძლავრი სახელმწიფო სისტემის, ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და ახალი მმართველობითი ენერგიის საჭიროების წინაშე.
|
მოსაზრება 01.08.2016
კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დემოკრატიული მმართველობის ფორმასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა ახალი წესწყობილებისადმი მზაობას დიდი ენთუზიაზმით გამოხატავდა, გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა არასასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. საქართველოს განვითარების მთავარ პრობლემად ექსპერტები სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების მოკლე ისტორიას მიიჩნევენ. ხალხი ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ როგორ, რა ვითარებასა და დროში დამკვიდრდება ევროპული წესრიგი, ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული.
|
მოსაზრება 29.07.2016
ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პრონოზირების ცენტრის ხელმძღვანელი
ბრიტანეთი - პირველი ქვეყანა, რომელიც 1957 წლის დამფუძნებელთა ექვსეულის შემდეგ, 1973 წელს მის საგარეო ტერიტორიად წოდებულ გიბრალტართან ერთად, შეურთდა მაშინდელ "ევროპულ ეკონომიკურ კავშირს" და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საყოველთაო რეფერენდუმზე პირველმა გამოავლინა ნება დაეტოვებინა ევროკავშირი. ეს არ იყო ბრიტანელების გაერთიანებაში დარჩენასთან დაკავშირებული პირველი რეფერენდუმი. მსგავსი გამოკითხვა ბრიტანეთში პირველად 1975 წელს ჩატარდა და 67% დარჩენის მომხრეთა აღმოჩნდა.
|
|