მოსაზრება 29.01.2016
ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოჩენამ, ისეთივე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, როგორც საბეჭდმა მანქანამ ყქ საუკუნეში. ინტერნეტ-ტექნოლოგიებით მთავრობა და ბიზნესი უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა. ინტერნეტ-გარემომ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ჯგუფების ზრდას, ინტერნეტ-საზოგადოებების აქტივობასა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
|
მოსაზრება 29.01.2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ჩემი მონაწილეობის გამო აბსოლუტურად გასაგებია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, საზოგადოებრიობის ინტერესი როგორც ჩემი პროფესიული, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის, ფასეულობებისადმი ორიენტაციისა და მსოფლმხედველობრივი პოზიციის მიმართ.
|
მოსაზრება 25.01.2016
რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ხელისუფლებისათვის 2016 წლის არჩევნები ერთგვარი ნაკიანი წელიწადია, როდესაც ხელისუფლება განიცდის ხალხის საჭიროებას და არა ხალხი ხელისუფლების საჭირობას.
|
მოსაზრება 21.01.2016
პაატა კოღუაშვილი პროფესორი
დემურ ბახტაძე პროფესორი
კლასიფიკაციის მიხედვით, სამი ბოტანიკური ოჯახიდან უმთავრესს წარმოადგენს პურეული მარცვლეული: ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, ფეტვი და სიმინდი. ქართული გაგებით, პური მხოლოდ ხორბლის ფქვილის და საფუართან ერთად მოზელილი ცომისგან გამომცხვარი პროდუქტია. სხვა პურეული მარცვლის ნამცხვარს, მაგალითად, ფეტვისა და სიმინდის პროდუქტს, მჭადს უწოდებენ, ხოლო ხორბლისა და ქერის ნაზავს - "ქერჭრელას", ხორბლისა და სიმინდის ან ფეტვის ნაზავისაგან მიღებულ ნამცხვარს - "მჭადპურას" და "ქერსვილას" - ქერისა და შვრიის ფქვილის ნამცხვარს. ამრიგად, მჭადი, ღომი (სიმინდის ან ფეტვის ფქვილის მოხარშული პროდუქტი), "ქერჭრელა", "ქერსველა", "ქერდიკა" პურის ფუნქციას ასრულებდა ქართველთა კვების რაციონში. ეს კიასახულია ხალხურ ლექსში:
|
მოსაზრება 18.01.2016
რატი აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი განხილვის თემაა საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების საკითხი. საქართველოს საზოგადოებამ იცის, რომ გლობალური გამოწვევების პირობებში, იცვლება მმართველობითი გარემოსადმი მოთხოვნები, "პოლიტიკური ქცევის წესები", საკადრო პოლიტიკის ფორმირების ფაქტორები. დღეს, სახელმწიფო სისტემა საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს, ადმინისტრაციულ ტრანსფორმაციას, საკადრო ცვლილებებსა და სამთავრობო კორექციებს.
|
მოსაზრება 15.01.2016
ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
"მუდამ საშიშია ხელმძღვანელი პოსტები მივანდოთ საშუალო ნიჭის კაცს, რადგან ის მუდმივად ებრძვის მასზე ნიჭიერი კაცის აზრს, რომელიც მის თავში ვერ თავსდება", - გამოჩენილი ესპანელი პოეტისა და ფილოსოფოსის, ანტონიო მაჩადო ი რუისის ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს 1995-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ, ფინანსთა მინისტრად და პრემიერ-მინისტრად შემთხვევით აღზევებული ზურაბ ნოღაიდელის მიერ მცირე მეწარმეობის წინააღმდეგ წარმოებული 13-წლიანი დაუნდობელი ომი. ომის მიზეზი კი იყო მკვეთრად გამოხატული მაჩადოსეული "საშუალო ნიჭის" სინდრომი.
|
მოსაზრება 11.01.2016
საქართველოს საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფორმების გატარება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების როლის ზრდა, მდგრადი განვითარებისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველმყოფი პროცესების განხორციელება.
|
მოსაზრება 09.01.2016
ნოდარ ნათაძე
საქართველოს მთავრობის ახალმა მეთაურმა, ბ-ნმა კვირიკაშვილმა პარლამენტის ერთ-ერთ ფრაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსებთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ყველაზე უკეთესი გარანტიაა საქართველოს უსაფრთხოებისათვის. ეს განცხადება, ჩემი აზრით, სამ რადიკალურ ხიფათს შეიცავს:
|
მოსაზრება 08.01.2016
მერაბ ჯულაყიძე
თსუ ეკონომეტრიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში გათვალისწინებულია ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. ადამიანური კაპიტალი არის ცოდნის, სიმარჯვის, უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის და მთლიანად საზოგადოების მრავალმხრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. თავდაპირველად ადამიანური კაპიტალის ცნება განიხილებოდა როგორც ინვესტიციების ერთობლიობა ადამიანში, რომელიც მის შრომის უნარს აძლიერებდა - განათლება და პროფესიული ჩვევები. ამჟამად მასში ჩართულია სამომხმარებლო დანახარჯები - ოჯახის ხარჯი კვებაზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე სახელმწიფო დანახარჯები ამ მიმართულებით.
|
მოსაზრება 25.12.2015
რამაზ გახოკიძე
საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი
ღვინო, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რეაგირებს მუსიკაზე. ამ დროს ხდება საფუვრის უჯრედების გააქტიურება, რის გამოც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს დუღილის პროცესი. გერმანელმა მეღვინეებმა ღვინის დაყენების პროცესში მიზანმიმართულად დაიწყეს კლასიკური მუსიკის გამოყენება. ღვინოს დუღილის პროცესში (ათი კვირა) ერთი საათის განმავლობაში ყოველდღე ასმენინებდნენ ბრამსის, ბიზეს და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. დეგუსტატორებმა მაღალი შეფასება მისცეს ღვინოებს, რომლებიც ფერმენტაციის დროს "უსმენდნენ" კლასიკას. ავსტრიელმა მეღვინეებმა ღვინიან კასრში მოათავსეს სპეციალური დინამიკები და ჩართეს მოცარტის სიმფონია #41. ამ შემთხვევაშიც "მუსიკალური" ღვინო მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა ხარისხით. ასეთ ღვინოს სონორული ღვინო უწოდეს და მეთოდი დააპატენტეს.
|
მოსაზრება 18.12.2015
ანზორ საკანდელიძე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
საქართველოს მოსახლეობაში ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილება, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული პენსიების ზრდა, რაც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩრდილს მიაყენებს "ქართული ოცნების" რეიტინგს. ამ ეტაპზე საუბარია პენსიის გაზრდაზე თვეში მაქსიმუმ 20 ლარით, რაც ელექტორატის გულის მოსაგებად აშკარად არასაკმარისია. საჭიროა ალტერნატიული გზების ძიება. ერთ-ერთ ასეთ გზაზეა საუბარი გაზეთში "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ჩვენს წერილში - "სოციალური გადასახადის შემოღებით შეიძლება პენსია გავხადოთ 100 აშშ დოლარი".
|
მოსაზრება 14.12.2015
2015 წლის 30 ნოემბერს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ბ-ნი გიორგი შენგელაიას ინტერვიუში გაიჟღერა მრავალმა ცილისწამებამ სყს "ქართული ფილმის" კოლექტივის, შპს "ქართული კინოს განვითარების ცენტრისა" და მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ. როგორც რეჟისორს ბატონ გიორგი შენგელაიას ყოველთვის ვაფასებდით და არასდროს აზრადაც არ მოგვსვლია საჯაროდ გაგვეკეთებინა კომენტარები მისი არაერთი არაადეკვატური საქციელისა თუ უტაქტო გამონათქვამების შესახებ. ამჯერად კი იძულებულები ვართ პასუხი გავცეთ იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, რომლებიც მან გვაკადრა.
|
|