მოსაზრება
09.04.2016

პაატა კოღუაშვილი

ნიკა სანებლიძე საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები

მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იქცა ეროვნული ხელისუფლების უმთავრესი მიღწევად.

წერილი
05.04.2016

გერმანიის გაერთიანების არქიტექტორი, ევროპული ერთიანობის ერთ-ერთი პირველი მომხრე და სტილის შემქმნელიც კი. ჰანს-დიტრიხ გენშერს ცხოვრებაში მრავალი როლი ჰქონდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა იგი საოცარი ადამიანი იყო.

წერილი
05.04.2016

მიუხედავად სრულიად მსოფლიო შოკისა და აღშფოთებისა, ისე ჩანს, რომ პატარა აილან ქურდის ტრაგიკულმა სიკვდილმა გასული წლის ზაფხულში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება მოიტანა. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სასტიკი კომენტარი ჩვენს ჰუმანურობაზე, თუკი ასეთი რამ ჯერ კიდევ არსებობს.

მოსაზრება
31.03.2016

ანზორ საკანდელიძე "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ასოციაციის თავმჯდომარე

10 წლის განმავლობაში პრესითა და ტელევიზიით სისტემატურად ვაცხადებთ, რომ კატასტროფული საფრთხე ემუქრებოდათ 2002 წლის 25 აპრილს თბილისში მომხდარი 4-ბალიანი მიწისძვრით დაზიანებული 341 მაღლივი კორპუსის მობინადრეებს. მაშინიდელმა მშენებლობის სამინისტრომ ბოლო უდიდესი სამსახური გაუწია თბილისელებს, გამოიკვლია ყველა ეს დაზიანებული 341 კორპუსი, დაზიანებების შესაბამისად დაახარისხა 3 კატეგორიად და განსაზღვრა იმ გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა, რის გარეშეც ეს კორპუსები გახდებოდა ავარიული. ამის შემდეგ მალე გააუქმეს მშენებლობის სამინისტრო და მისი დატოვებული რეკომენდაციებიდან 14 წელიწადია დღემდე არაფერი შესრულებულა. ამის გამო ეს კორპუსები, ალბათ, უკვე ავარიულია და ხალხიც გამოსასახლებელია!

მოსაზრება
31.03.2016

თამაზ ბაქრაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2004 წელსვე შეცვალა და თავის თავზე მოირგო საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მაგალითად, მათ გააუქმეს პროგრესული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის საგადასახადო განაკვეთები იზრდებოდა საგადასახადო ბაზის, ანუ ფიზიკურ პირთა შემოსავლის გაზრდასთან ერთად - 12-დან 15, 17 და 20%-მდე. ამის მაგიერ შემოიღეს პროპორციული ფორმის საშემოსავლო გადასახადი, რომლის მიხედვითაც ყველა ფიზიკურ პირს, როგორც მაღალშემოსავლიან მდიდრებს (ანუ ნაცმოძრაობის ელიტას), ისე დაბალშემოსავლიან ღარიბებს (ანუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს) საშემოსავლო გადასახადის გადახდა დაეკისრათ ერთი და იგივე ფიქსირებული 12-პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. მაშინ ნაციონალებმა ატეხეს უზარმაზარი ხმაური და პიარი, რომ მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს საშემოსავლო გადასახადი მშრომელი ხალხისათვის. სინამდვილეში კი მათ მხოლოდ თავის თავს შეუმცირეს საშემოსავლო გადასახადი, თორემ მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის საგადასახადო განაკვეთი 12 პროცენტი დარჩა იგივე.

მოსაზრება
25.03.2016

რამაზ გახოკიძე საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი

დიდი ხანი არ არის, რაც პალმის ზეთი შემოვიდა ჩვენს კულინარიაში როგორც რძის ცხიმის ალტერნატივა. პალმის ზეთს ყველგან შეხვდებით - ნამცხვარში, ტკბილეულში, მარგარინში, კანფეტებში, შოკოლადში, ნაყინში, ხაჭოს კვერში, ყველში, იოგურტში, კრეკერებში და სხვა იმპორტულ პროდუქციაში. რატომ უმატებენ ყველგან პალმის ზეთს? ჯერ ერთი, პალმის ზეთი სხვა მცენარეულ ზეთებზე იაფია; მეორე - პალმის ზეთი გამოირჩევა ხანგრძლივი შენახვის უნარით; მესამე - გააჩნია მიმზიდველი გემო. პალმის ზეთზე დამზადებული პროდუქტი დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს - არ იჟანგება, არ მძაღდება და არ იცვლის თავის გემოს. ამიტომ პალმის ზეთი წლობით ინახება.

მოსაზრება
21.03.2016

ვახტანგ დავითაია არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი

 ინტერნეტში გამოჩნდა ცნობა: "ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი 12-ში არსებული შენობა ნაგებობების რეკონსტრუქცია. ობიექტის ფუნქციური დანიშნულება: 5-ვარსკლავიანი სასტუმრო-კომპლექსი. საპრიზო ფონდი 15 ათასი ლარი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია! კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა 31 მარტი".

ღია წერილი
18.03.2016

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისათვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს.

მოსაზრება
17.03.2016

ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებულად ბოლო დღეებში განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ გამოააშკარავა განათლების სისტემაში სისტემური კატასტროფების მთელი კასკადი, რამაც დაგვარწმუნა, რომ ის ქაოსი, რაც არსებობს მთლიანად განათლების ყველა დარგში, დაწყებული სკოლამდელ და ზოგად განათლებაში, პროფესიულ განათლებაში და უმაღლეს განათლებაში, მოითხოვს სასწრაფო საკადრო ცვლილებებს და ქმედითი რეფორმების განხორციელებას.

მოსაზრება
14.03.2016

პაატა კოღუაშვილი საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

დავით ზარდიაშვილი ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში

(მესამე წერილი)

გამოსავალი

მიწათ მფლობელობისა და მიწათ სარგებლობის მოუწესრიგებლობას, უპატრონოდ შთენილი საქართველოს მიწის ფონდის განიავებასა და ყოვლად უსისტემო, სტიქიურ გაყიდვა-გაჩუქებას სასწრაფოდ ბოლო უნდა მოეღოს! თუკი არ გვინდა საკუთარ ქვეყანაში უმიწაწყლო ხიზნებად დარჩენა, საჭიროა მიწის რეფორმის დაუყოვნებლივ დაგეგმვა და დროის დაუკარგავად განხორციელება!

მოსაზრება
10.03.2016

პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი

(მეორე წერილი)

არსებული მდგომარეობა. უპატრონო მიწა, ხიზნები და სტარტზე მდგარი ახალი ჯაყოები...

ღვთის მადლით, საქართველომ სახელმწიფოებრიობა მე-20 საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე უმძიმესი საბჭოური მემკვიდრეობით დატოვებულ საბედისწერო პრობლემათა თითქმის გამოუვალ მორევში აღმოჩნდა!

მოსაზრება
07.03.2016

პაატა კოღუაშვილი

დავით ზარდიაშვილი

(პირველი წერილი)

ტერიტორიული იდენტობა და მიწათ-მფლობელობა

გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ბრძანა: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების." ეს დეფინიცია საქართველოს ტერიტორიულ, ენობრივ და სარწმუნოებრივ იდენტობას გამოხატავს. იდენტობის დამდგენ ამ ტრიადაში უწინარესი ქვე-ყანაა, ტერიტორიული იდენტობაა. ქვე-ყანა ქართულად სწორედ მიწას აღნიშნავს. "ფრიადი ქვეყანაი" - მიწათა ერთობლიობა და ერთიანი მთლიანობაა; ანუ ტერიტორიული იდენტობაა ეროვნული თვითცნობიერების და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის ნიადაგი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×