მარიამ აფციაური 24.07.2015
ლარის გაუფასურებას საკვებ პროდუქტების, პირველადი მოთხოვნილების საქონლის, დენის გაძვირება მოჰყვა, რამაც გაზარდა ხარჯი დასვენებაზეც. სასტუმროებმა და კერძო სექტორმა მომსახურების ღირებულება გააძვირეს. ამიტომაც თბილისელთა ნაწილი, დიდი სურვილის მიუხედავად, წელს დასვენებას ვეღარ მოახერხებს. ზოგიერთმა გამოსავალი ნახა და დაზოგვის მიზნით არჩევანი ნაკლებად ძვირ კურორტებზე გააკეთა.
|
მარი ჩიტაია 24.07.2015
კახეთის რამდენიმე სოფელში სეტყვამ მოსავალი პირწმინდად გაანადგურა. ხალხი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების სროლის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ, მაგრამ მან შედეგი ვერ მოიტანა. გამოდის, რომ აპარატურა გვაქვს, მაგრამ მისი გამოყენება არ ვიცით.
|
რეზონანსი 24.07.2015
ნათია ლომიძე
სეზონური დასაქმების ხვედრითი წონა მთლიან დასაქმებაში 7-10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. საქართველოში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის პოტენციალის გათვალისწინებით, დროებითი სამუშაო საკმაოდ მოთხოვნადია. დასაქმების სააგენტოებში აღნიშნავენ, რომ წელს საზონურმა ვაკანსიებმა, შარშანდელთან შედარებით, 5%-ით მოიმატა.
|
ელზა პაპოშვილი 23.07.2015
ქუჩაში ნაგვის დაყრა დასჯადია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით, ამ საკითხის მოგვარებას არც მაღალმა ჯარიმამ უშველა - პრობლემის მხოლოდ ადმინისტრირებით გადაწყვეტა შეუძლებელი აღმოჩნდა.
|
თაია არდოტელი 23.07.2015
"სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად არის საჭირო. განათლების სისტემა, სკოლა ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდა საერთაშორისო მასშტაბით უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მოამზადოს.
|
ელზა პაპოშვილი 22.07.2015
ბოლო დროს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების მასობრივი ხმობის პროცესი დაიწყო. ეკოლოგებისა და გარემოს დამცველების გაცხადებით, პრობლემა მწვავეა და თუ დროზე გამოსავალი არ იქნა ნაპოვნი, ქალაქი შესაძლოა, ეკოლოგიური და კლიმატური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
|
ელზა წიკლაური 22.07.2015
150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე 35-40 ლარით "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა მატებად არ ჩაითვლება. მოხუცები პენსიას, ძირითადად, ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ. ეს სეგმენტი კი მიზნობრივი ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა. გამოდის, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციით (5%-ის) გამოწვეული სხვაობა.
|
მარიკა გოგოხია 21.07.2015
გალის რაიონში მოსახლეობა ავტომობილებს მასობრივად ყიდულობს. ქვედა ზონის სოფლებში უკვე იშვიათად შეხვდებით ისეთ ოჯახს, სადაც მანქანა არ დგას. ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან სეპარატისტების მიერ შეგულიანებული კრიმინალები ხალხს კერძო ქონებას ართმევდნენ.
|
მარი ჩიტაია 21.07.2015
დაცვის კომპანიების მომსახურებით კერძო პირები იშვიათად სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ზაფხულის პერიოდი ყველაზე აქტიურია, შეკვეთები მაინც ჭირს. დაცვის კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ხალხი უკვე აღარ აქტიურობს. იურიდიული პირების მხრიდან კი შეკვეთა სტაბილუროა.
|
მარი ჩიტაია 21.07.2015
ტუბერკულოზი იკურნება - ამ გზავნილით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი შეეცადა მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას დაავადების შესახებ. ფონდის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა სპეციალურად ჟურნალისტებისთვის, რომელთა ჩართვა საზოგადოების დროული და სწორი ინფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
|
ელზა პაპოშვილი 20.07.2015
თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სპეციალისტებთან ერთად აქტიურად განიხილავს ვაკე-საბურთალოს გზაზე ე.წ. ხიმინჯებიანი გზის მშენებლობას.
|
ლიკა ამირაშვილი 20.07.2015
ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის განცხადებით, სტიქიის შედეგადად ზოოპარკის ბინადართა ნახევარზე მეტი განადგურდა. მისი თქმით, დაღუპულ ცხოველებს შორის იყვნენ ისეთი სახეობებიც, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია.
|