სალომე სარიშვილი
10.08.2015

 2 წლის წინ ინგლისში, ავტოსადგომზე, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადამიანის ნეშტი იპოვა. მეცნიერებისა და ანთროპოლოგების ხანგრძლივი კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნეშტი, არც მეტი არც ნაკლები, მეფე რიჩარდ მესამე პლანტაგენეტს ეკუთვნოდა.

სალომე სარიშვილი
10.08.2015

 ანთროპოლოგია ურთულესი, მრავალდარგოვანი და მრავლისმომცველი მე-ცნიერებაა, რომელიც იკვლევს ადამიანის ფიზიკური ტიპის ვარიაციებს დროსა და სივრცეში. თუ რა სიახლეები და პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით საქართველოში, ამ თემაზე "მთელი კვირა" ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის გამგეს, ლია ბითაძეს ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
10.08.2015

 "თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის პირობებშია. ეკოლოგიის მთავარი მტერი ის დაბინძურებული საწვავია, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს," - აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
10.08.2015

"თბილისის მერიასთან ერთად ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესში აქტიურად ჩავერთვებით ჩვენც, "პარტიზანი მებაღეები" - აცხადებს "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე.

ნათია ლომიძე
08.08.2015

 სხვადასხვა პროდუქტის გაძვირების გამო ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა. ადამიანებს აღარ რჩებათ შედარებით ნაკლებად მოხმარებად საგნებსა და პროდუქტებზე დასახარჯი თანხა, რის გამოც ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ. სწორედ ასეთ ნუსხაშია თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც წელს საგრძნობლად გაძვირდა. შესაბამისად, მომხმარებლებმა ამ მიმართულებით ხარჯი საკმაოდ შეზღუდეს.

გვანცა ღვედაშვილი
08.08.2015

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში 14 ივლისს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თეა ბეჟიტაშვილი
08.08.2015

 ქრონიკული ვენური დაავადება ბევრისთვის შეიძლება უცხოდ ჟღერდეს, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ამ დაავადების სხვადასხვა ფორმები აწუხებს. ყველაზე გავრცელებული ფეხებზე ობობის ქსელის მსგავსი კაპილარების არსებობაა, რომელიც უმეტესად ქალებში ვლინდება.

მარიამ აფციაური
07.08.2015

 მაღალ ტემპერატურას ხალხი ვეღარ უძლებს. თბილისში, რაიონებსა და კურორტებზე გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ცხელი ზაფხული ყველას ერთნაირად აწუხებს. სიცხესთან გასამკლავებლად თითოეული სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

მაკა ხარაზიშვილი
07.08.2015

კახეთში გვალვა მოსავალს ანადგურებს. ბოსტნეული კულტურების დიდი ნაწილი დაიწვა. სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში მძიმე დღეშია ვენახიც. თვის ბოლოსთვის მზესუმზირას მოსავლის აღება უნდა დაიწყოს, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ იგი აღარც არსებობს, მარცვალმა ცხიმიანობა დაკარგა და წელს კახური ზეთი ძალიან ცოტა იქნება.

ელზა პაპოშვილი
06.08.2015

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე და ექიმ-ინფექციონისტები აცხადებენ, რომ გახშირებულია ინფექციური დაავადებები, რომლებიც წყლიდან და საკვებიდან ვრცელდება. ამიტომ ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ გადადუღებული წყლის მიღებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.

ლიკა ამირაშვილი
06.08.2015

 ანტისანიტარია, არასასიამოვნო სუნი და რიგ ადგილას განათების არარსებობა მიწისქვეშა გადასასვლელებში წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამის გამო თბილისის მოსახლეობა ხშირად მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლაზე თავს იკავებს.

სალომე სარიშვილი
06.08.2015

 დედაქალაქის რამდენიმე უბანში სამარშრუტო ტაქსის მძოლები გაიფიცნენ. გაფიცულ მძოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - ისინი ითხოვენ დღიური გეგმისა და შაბათ-კვირის სამუშაო საათების შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×