მარიამ აფციაური 06.08.2015
ლარის გაუფასურებამ დამსვენებლების ჯიბეს შეუტია. როგორც "რეზონანსმა" შავიზღვისპირეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაიგო, ხალხს ბათუმში, ქობულეთში, ურეკში და ანაკლიაში დასვენება, შარშანდელ სეზონთან შედარებით, ძვირი უჯდება. მიზეზი სასტუმროებზე, გასართობ ობიექტებზე და საკვებ პროდუქტებზე დაწესებული მაღალი ფასია. ნაწილი გაზრდილ ხარჯს ვერ უმკლავდება და დასვენებისთვის გამოყოფილ დღეებს ამცირებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.08.2015
საქართველოს მოსახლეობას მძიმე შემოდგომა და ზამთარი ელის. ფასების შეჩერება ზაფხულშიც კი ვერ მოხერხდა. ინფლაციის დონემ უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს მიაღწია. პროდუქტი შემოდგომით კიდევ უფრო გაძვირდება, ამიტომ ამ პროცესების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს, მთავრობასთან ერთად, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ მთავრობა და სებ-ი ერთად კარგა ხანია აღარ ძოვენ.
|
ლიკა ამირაშვილი 05.08.2015
რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით მიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რის მთავარ მიზეზადაც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შიდა მიგრაციის პროცესები თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დავდგებით.
|
ნათია ლომიძე 05.08.2015
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ტანსაცმლის ბიზნესსაც დაარტყა. როგორც ყველა პროდუქტზე, ასევე ტანისამოსზეც მყიდველთა აქტივობა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა თანხის დახარჯვას პირველადი მოხმარების საგნებზე ამჯობინებს. ბრენდული ტანსაცმლის ყიდვა კი მოსახლეობის უმრავლესობისთვის საერთოდ წარმოუდგენელია.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.08.2015
თბილისში რუჯის მიღების მსურველთა რაოდენობასთან ერთად დამწვრობის რიცხვმაც მოიმატა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, წინა წლებთან შედარებით, წელს რუჯის მიღების შედეგად გამოწვეული დამწვრობა 25-30 %-ით გაიზარდა.
|
მარი ჩიტაია 04.08.2015
რემონტზე მოთხოვნამ იკლო. მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა არ ჩქარობს, რადგან რემონტისთვის შესაფერის დროს ელოდება, ხოლო ვინც რემონტისთვის თანხა დაზოგა, ხარჯის შემცირებას არჩევს. ასეთია ზოგადი მდგომარეობა იმ ბიზნესისა, რომელსაც ლარის გაუფასურებამდე კრიზისი ნაკლებად ეტყობოდა. ახლა ხელოსნები თვეობით ელოდებიან შეკვეთას და ამბობენ, რომ ასეთი პერიოდი იშვიათად ჰქონიათ, ისიც მხოლოდ ომის დროს.
|
ლიკა ამირაშვილი 04.08.2015
კუს ტბისა და მთაწმინდისკენ მიმავალ გზებზე გამხმარი ხეების მოჭრა დაიწყეს - დაავადებული ხეების მოჭრა დაახლოებით 2 კვირას გასტანს. პირველი ეტაპისთვის სულ 5508 ხე მოიჭრება. ეკოლოგების თქმით, წიწვოვანი ხეების ხმობა კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული და ეს დაავადება ძირითადად წიწვოვან სახეობებზე შეინიშნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 04.08.2015
საქართველოში უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ქვეყნის ყველა რეგიონს განსხვავებული პროფესიის ადამიანები სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის ბაზრზე დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და დეფიციტური პროფესიების თვისებრივი კვლევა ჩაატარა. "ბიზნეს-რეზონანსი" ექსკლუზიურად გთავაზობთ კვლევის შედეგებს. ეს კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა სამუშაოს მაძიებელთათვის.
|
თეა ბეჟიტაშვილი 03.08.2015
"2015 წელს პირველად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო 400 000 ლარი, რომელიც უშუალოდ დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას მოხმარდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ნარიმანიძე.
|
მარი ჩიტაია 01.08.2015
მომავალ ზამთარს თბილისი ახალი ტარიფებითა და ახალი პირობებით შეხვდება. დედაქალაქის მოსახლეობას დენის გადასახადი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თეთრით მოიმატებს ტარიფი. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება ხუთ თვეში უნდა მიიღოს.
|
მარიამ აფციაური 01.08.2015
ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისის ერ-ერთი უბნის, საბურთალოს ცენტრალური ტერიტორია კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა. არის მცდელობა იმისა, რომ უკვე წამოჭიმულ კორპუსებს კიდევ რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა დაემატოს, რასაც პეკინის 23ა-ში პარკის განადგურება (98 ძირი ხის მოჭრა) და საბავშვო ბაღის დანგრევა მოჰყვება. მოსახლეობას აწუხებს ისიც, რომ ბაღის მომიჯნავე ტერიტორიაზე სახლები ავარიულ მდგომარეობაშია და მიმდინარე მშენებლობის დატვირთვას კორპუსებმა შეიძლება ვერ გაუძლოს. მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობაზე ნებართვა ჯერ არ გაცემულა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 01.08.2015
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს შიდსის 4769 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წელთან შედარებით 13%-ითაა გაზრდილი.
|