თეო გუდავაძე
19.10.2016

 საქართველოში ყოველდღიური კვების ჩვეულება ნელ-ნელა იცვლება. სპეციალისტების მტკიცებით, ქვეყანაში ადამიანთა მხოლოდ 7% იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს და იღებს იმ მინერალებს, რაც საჭიროა მათი ჯანმრთელობისთვის. ბოლო დროს ხშირია დისკუსია სწრაფი კვების მავნებლობის შესახებ და განიხილავენ, თუ რა პრობლემას იწვევს "ფასტ ფუდი".

ია აბულაშვილი
19.10.2016

 ლევილის ქართული მამულის ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ორი საყურადღებო დოკუმენტი, რომლებიც ეხება ლევილის ქართული მამულის შეძენის საქმეს, ეს დოკუმენტები აღმოჩნდა საქართველოში ჩამოტანილი ეროვნული არქივის პარიზულ ნაწილში.

ნატა გიორგაძე
18.10.2016

 თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რეიტინგების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი იაფი ქალაქია, თუმცა სამხრთ კავკასიაში ის მეორე ადგილზეა. თბილისზე ძვირი ბაქოა, იაფი კი - ერევანი. თუმცა სამივე ქვეყანას ერთი ასეთი თვისება ახასიათებს - დედაქალაქებში ფასები რეგიონებთან შედარებით 12-15%-ით მაღალია, ბაქოში კი უცხოელებს დასვენება თბილისთან და ერევანთან შედარებით საკმაოდ ძვირი.

მარი ჩიტაია
18.10.2016

 საქართველოში საცალო დაზღვევის სეგმენტი რეალურად ვერ განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და სხვადასხვა პაკეტების მიმართ მოთხოვნაც მეტ-ნაკლებად სტაბილურია, საცალო სეგმენტის წილი სადაზღვევო კომპანიების მომსახურებაში 6%-საც ვერ აღწევს.

ნინო ქეთელაური
17.10.2016

  საბავშვო გასართობი, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები, ყვავილების ფესტივალი, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, გაცოცხლებული მე-19 საუკუნის თბილისი - ეს ის აქტივობებია, რაც თბილისობა 2016-ის ფარგლებში გაიმართა.

მამუკა ნაცვალაძე
17.10.2016

 VII -ის 40-იანი წლებიდან მსოფლიოში ახალი პოლიტიკური თამაშები იწყება. ასპარეზზე გამოდიან არაბები, რომელნიც ერთიან მაჰმადიანურ გლობალურ სივრცეს ქმნიან, რაც თავისთავად იმპერიული იდეოლოგიის კუთხით საკმაოდ საინტერესო პრეცედენტია. ახალი ფორმატით გრძელდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება - სასანიანთა ირანის ადგილს უფრო ლმობიერი და მოქნილი არაბული სამყარო იკავებს. მათი უშუალო მეტოქე ისევ ბიზანტიაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დასუსტებულია, იუსტინიანეს "ოქროს ხანის" ილუზიებით საზრდოობს.

მამუკა ნაცვალაძე
15.10.2016

 1629 წელი საქართველოს კულტურული სივრცისთვის მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა - რომში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც სტეფანე პაოლინიმ შეადგინა თეიმურაზ |-ის ელჩის, ნიკიფორე ირბახის დახმარებით. ლექსიკონი 3086 სიტყვისაგან შედგება.

თაია არდოტელი
15.10.2016

 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობის მყიდველუნარიანობა თვალში საცემად დაეცა. სწორედ მატერიალური პრობლემების გამო, შეიცვალა დამოკიდებულება სამკაულების მიმართ. ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ნაკეთობები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ბიჟუტერიამ. ოქრო აღარ არის ყოველდღიური სამკაული, მას მხოლოდ საქორწილო საჩუქრის ფუნქცია შერჩა. რამდენადაც ადამიანებს არ აქვთ ძვირფასი ნივთებების შეძენის შესაძლებლობა, ისინი ეძებენ იაფ ალტერნატივას. ამიტომაც ბაზარი გაჯერებულია ნაირგვარი ბიჟუტერიით. ზოგიერთი მათგანი იმდენად წააგავს ოქრო-ვერცლისგან დამზადებულ აქსესუარებს, რომ მისი გარჩევა არაპროფესიონალისგან თითქმის შეუძლებელია.

ნათია ლომიძე
15.10.2016

 საქართველოში კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ 17 მილიონი სესხია გაცემული. "კრედიტინფოს" ინფორმაცია ამ მონაცემებს ადასტურებს. ერთ სულ მოსახლეზე, სხვადასხვა საკრედიტო ინსტიტუტის მიერ, ათობით სესხია გაცემული, რაც მიუთითებს, რომ ხალხი კრიზისს თავს ვერ აღწევს და დასახმარებლად სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებას მიმართავს.

ნათია ლომიძე
14.10.2016

 ნაადრევმა აციებამ რეგიონებში შეშის პრობლემა შექმნა. ხალხს მოახლოებული ზამთარი აშინებს, რადგან რეგიონებში დამზადებული შეშის მარაგის პრობლემაა, რის გამოც ბევრი ოჯახი, შესაძლოა, გათბობის გარეშე დარჩეს. სპეციალისტები ქვეყნაში შეშის დეფიციტზე საუბრობენ. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ მისი მოპოვება არაკანონიერტი გზით ხდება.

ნათია ლომიძე
13.10.2016

 წლის ბოლოს გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება დასრულებული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მძღოლები ჯერ თავს არ იწუხებენ, არადა, ახალი წლიდან შეუმოწმებელი მანქანები დაჯარიმდება. შპს "აირბალონისა" და შპს "გაზინჟინერის" წარმომადგენლები შემოწმების მსურველთა რაოდენობას უჩივიან, მიზეზად კი ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ.

მამუკა ნაცვალაძე
13.10.2016

 მეცამეტე საუკუნე საქართველოსთვის უშფოთველად დაიწყო - დიდი მიზნები აქვს ჩვენს ქვეყანას - ბუფერული სახელმწიფოს კონცეფცია, ტრაპიზონის იმპერიის შექმნა, გეგმის ის ნაწილია, თამარის სამეფოს მსოფლიო რანგის ქვეყნებს რომ გაუტოლებს. ასეთ ფონზე წარმოუდგენელია ის სცენარი, ამ გეგმებს სულ მალე ხუხულასავით რომ ჩამოშლის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×