მარი ჩიტაია
08.11.2016

 საავადმყოფოების რაოდნეობა წლიდან წლამდე მატულობს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინინისტროს მონაცემით, საქართველოს ტერიტორიაზე კლინიკების რიცხვი 258-ს აღწევს, აქედან 117 თბილისში, 141 კი - რეგიონებშია. მრავალპროფილური საავადმყოფოებიდან 107 რეგიონებშია, ხოლო 78 - თბილისში. რაც შეეხება მონოპროფილურ კლინიკებს, მათი ჯამური რაოდენობა 73-ია.

მარი ჩიტაია
08.11.2016

 ლომბარდებში ხალხმა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩაბარებაც დაიწყო. ოქროულობის გარდა, ბოლო დროს ლომბარდები იბარებენ აბსოლუტურად ყველა ტექნიკას, თუ იგი გამართულად მუშაობს და გამოშვების თარიღითაც მისაღებია. უბრალოდ, ტექნიკა არ უნდა იყოს მოძველებული. ცხადია, არ ვსაუბრობთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე, რომელთაც ისედაც აქტიურად აბარებს ხალხი თანხის სანაცვლოდ. ბოლო დროს ლომბარდებში მაცივრებისა და სარეცხი მანქანების მიტანაც დაიწყეს. ამისთვის ბაზარზე ე.წ. საოჯახო ლომბარდები გაჩნდა.

მამუკა ნაცვალაძე
07.11.2016

 უცნაური ბედი დაჰყვა ჰატშეპსუტს - პირველი ფარაონი ქალი, რომელმაც ძველი ეგვიპტური კანონები და ტრადიციები უარყო, უკვალოდ გამქრალიყო. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, სად იყო მისი მუმია, უცნაური გახლდათ ისიც, რომ ჰატშეპსუტი თავისი სიკვდილით აღესრულა და ასეთ დროს მისი მუმიის გაუჩინარება კიდევ უამრავ კითხვას ბადებდა.

ია აბულაშვილი
07.11.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე საუკუნეებია არსებობს აზრი ქართველებისა და ბასკების ნათესაურ კავშირებზე. ამ საკითხზე მოსაზრება ჰქონიათ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორებს და ევროპელ მკვლევარებს. ეს საკითხი იდგა საქართველოშიც და როგორც ჩანს, იმდროინდელი მოწინავე მოღვაწეებს ნაბიჯებიც გადაუდგამთ "ევროპელ ქართველებთან" კავშირ-ურთიერთობის დასამყარებლად.

მამუკა ნაცვალაძე
05.11.2016

 ვახტანგ გორგასლის მეფობამ გამორჩეული კვალი დააჩნია ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესს. სწორედ მისი მმართველობისას - ქ ს-ის || ნახევარში გადაწყდა, რომ საქართველოს გეზი დასავლურ ორიენტაციაზე აეღო. ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რომელსაც მომდევნო პერიოდის საქართველოს განვითარება დაეფუძვნა როგორც იდეოლოგიური, ისე კულტურული თვალსაზრისით.

თამარ მუკბანიანი
05.11.2016

 ხშირად საუბრობენ, რომ თბილისში სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი დღითი დღე იზრდება. ტრანსპორტის სიმრავლის და გადატვირთული გზების ფონზე, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ქვეითთა მხრიდან მოძრაობის წესების სისტემატური დარღვევა: გზის გადაკვეთა იმ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შუქნიშნიან გადასასვლელზე გადასვლა, როცა ქვეითებისათვის წითელი შუქია ანთებული და ამით საავარიო სიტუაციების შექმნა.

სალომე სარიშვილი
05.11.2016

 ვარძიის უნიკალური ფრესკების აღდგენითი სამუშაოები თბილისის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლების მიერ, ლონდონის უნივესტიტეტის - კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ისტორიკოსთა ნაწილი კი ვარძიაში განვითარებულ მოვლენებს დაუდევრობას უკავშირებს და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

ია აბულაშვილი
05.11.2016

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ მეცნიერებაში ნაკლებად არის შესწავლილი ძვ. წ. ათასწლეულებში ამიერკავკასიაში მსხვილფეხა საქონლის აბორიგენული წარმომავლობისა და ალპური მეურნეობის საკითხი.

თეო გუდავაძე
04.11.2016

 საქართველოში რეპეტიტორების სეზონი დაიწყო. წელს აბიტურიენტთა უმრავლესობა მომზადებას მეორე სემესტრიდან იწყებს. კერძო გაკვეთილების ფასმა ცოტათი იმატა, ზოგიერთი პედაგოგი ანაზღაურებას დოლარში ითხოვს, საქართველოში ყოველ მეორე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს.

ია აბულაშვილი
04.11.2016

 მსოფლიოში არსებულ 14 ძირითად დამწერლობას შორის მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ანბანს რომ უკავია ეს ჩვენი მკითხველისათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო მოსაზრება შევთავაზოთ, რომელიც ქართული ანბანის წარმოშობას უკავშირდება.

ია აბულაშვილი
04.11.2016

 ქართული ხალხური რეწვის ისტორიაზე ბევრი დაწერილა და შემდგომშიც ბევრი დაიწერება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მკითხველს ერთ საინტერესო ცნობას მივაწვდით ქართული ხალხური რეწვის ისტორიიდან.

თამარ მუკბანიანი
03.11.2016

 საქართველოს მოსახლეობის 8 პროცენტი სახელმწიფო ენაზე თითქმის ვერ საუბრობს. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ქართულად თითქმის ვერ მეტყველებენ. სკოლებში მივლენილ ქართული ენის პედაგოგებს უფროსკლასელებისთვის ელემენტარული სიტყვების სწავლა უწევთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×