მარიკა გოგოხია
04.10.2016

 სასესხო ლიმიტის გაზრდაში წამყვანი ბანკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ტოლს არ უდებენ. სულ რამდენიმე თვის წინ, თუ სესხის ლიმიტის მოცულობა ფიზიკური პირებისთვის 300 ლარს არ აჭარბებდა, ეს მაჩვენებელი 600-1000 ლარამდე მოიმატა.

მარი ჩიტაია
04.10.2016

 არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა პარტია თუ კოალიცია ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას აპირებს. ასეთი სურათი იკვეთება პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებში, სადაც ბიუროკრატიული აპარატის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათ შორისაა "ქართული ოცნება", რომლის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ "გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯები". კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა ოპოზციური პარტიების პროგრამებში.

მამუკა ნაცვალაძე
03.10.2016

 მეცხრამეტე საუკუნე ცუდად დაებედა საქართველოს - რუსულ პოლიტიკურ თამაშებს ისე შეეწირა ქართლ-კახეთის სამეფო, რომ იმ პერიოდის თანამედროვეთაგან ბევრმა გვიან გაიაზრა, რა ხდებოდა მათ თავს. ქართველთა დიდი ნაწილი რუსის ჯინჯილებსა და აპელატებს დახარბდა, სამეფო კარის უმეტესობამაც პენსიებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე გაყიდა სამშობლო. ასე დარჩა ეულად ჩვენი ქვეყანა თითო-ოროლა პატრიოტის ამარა.

მარიამ აფციაური
01.10.2016

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მოთხოვნების ნაწილი, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში, საუბარია შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურებაზე. გაფიცვის პარალელურად ჩინურ კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მედიატორის როლს ასრულებდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც "რეზონანსს" დეტალურად გააცნო ის პირობები, რომელსაც ჩინური კომპანია დაეთანხმა.

ნათია ლომიძე
01.10.2016

 ბოლო პერიოდში თბილისში ველოსიპედი ძლიერ პოპულარული სატრანსპორტო საშუალება გახდა. შესაბამისად, ველობიზნესიც წინსვლას განიცდის, რეალიზაციის მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. სპორტული ინვენტარების მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე კლიენტების სიჭარბეა.

მამუკა ნაცვალაძე
01.10.2016

 XIII ს-ის ათიანი წლები საქართველოს ისტორიის გამორჩეულად წინააღმდეგობრივ ეპიზოდებს მოიცავს - აქ არის ამაღლებაც და დაცემაც. ასეთი უცაბედი ფერისცვალება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფოს ძლიერების შენარჩუნება არანაკლებ დიდი ტვირთია, ვიდრე პოლიტიკური მწვერვალის დაპყრობა.

მარიამ აფციაური
30.09.2016

 ბოლოდროინდელმა სავალუტო რყევამ მომხმარებელს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა საბოლოოდ შეურყია. ისინი დანაზოგის გაკეთებას დიდი ხანია უკვე უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარში ცდილობენ. აღმოჩნდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებსაც ფინანსური კუთხით მწირი ინფორმაცია აქვთ. ამის გამო ვერ გარკვეულან, თუ რა გზას მიმართონ, არ იციან, რომელი ნაბიჯი იქნება მათთვის გამართლებული.

მარი ჩიტაია
29.09.2016

 მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესში მონაწილე მოქალაქეებისგან სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კომპანიები მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯის გადახდას ითხოვენ. რამდენიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. "რეზონანსს" რამდენიმე მოქალაქემ დაუდასტურა, რომ აზომვითი სამუშაოების სანაცვლოდ 30-50 ლარის ოდენობის თანხა მოსთხოვეს, თანაც ისე, რომ ფირმის წარმომადგენლებს საჭირო დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ და არც თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გაუციათ.

მამუკა ნაცვალაძე
29.09.2016

 VII -ის ქართველთა და სომეხთა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ, ქართველთა სარწმუნოებრივმა შეუვალობამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განვითარების ორიენტირები.

ნინო ცნობილაძე
28.09.2016

 საკუთარი სახლებიდან 25 წლის წინ აყრილი დევნილების უმრავლესობა დღესაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათ არც პოლიტიკოსთა დაპირებების სჯერათ და არც იმის, რომ მათთვის რამე უკეთესობისაკენ შეიცვლება.

მარიამ აფციაური
28.09.2016

 მშობლების დიდი ნაწილი სპორტზე, ხელოვნებასა და სხვა წრეებზე ბავშვის მიყვანას ვეღარ ახერხებს. უმეტეს შემთხვევაში უარის თქმის მიზეზი სოციალური მდგომარეობაა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლებმა ხარჯი მაქსიმალურად შეკვეცეს. მცირე სახის კვლევაში მონაწილეობა 50-მა ადამიანმა მიიღო. აქედან 36-მა უარყოფითი პასუხი გაგვცა.

ნათია ლომიძე
28.09.2016

 დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს დაავადებებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზია. ამ მხრივ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა საქართველოშიც. როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ზღვარს სამჯერ აღემატება. დედაქალაქის მსგავსად არც ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშია სახარბიელო ვითარება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი მოწამლულ ჰაერს სუნთქავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×