მამუკა ნაცვალაძე 19.11.2016
ბიზანტიის საიმპერატორო კარისთვის დამახასიათებელი გახლდათ ხშირი სახელმწიფო გადატრიალებები. ამ ძალადობრივ ქმედებებს თავისი იდეოლოგიური საფუძველი გააჩნდა. ეს ხომ სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ყველა თანასწორად მიიჩნეოდა და ყველას ჰქონდა შანსი, მიუხედავად სოციალური წარმომავლობისა, უმაღლეს საიმპერატორო ტახტზე ეფიქრა.
|
თამარ მუკბანიანი 19.11.2016
პლასტმასის ჭურჭელში საკვების შენახვა რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ამის შესახებ ერთხელ მაინც ყველას სმენია. მიუხედავად ამისა, მინისა და კერამიკის ჭურჭელთან შედარებით დაბალი ფასისა და პრაქტიკულობის გამო, მასზე უარს ცოტა თუ ამბობს. ადამიანების უმეტესობა, ვერ იაზრებს საფრთხეს, რომელსაც პლასტმასში არსებული მავნე მინარევები უქმნის, რადგან მავნე ზეგავლენას და ჯანმრთელობის გაუარესებას მაშინვე ვერ გრძნობენ.
|
ნინო შიშმანიძე 19.11.2016
პროექტის "ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო" ფარგლებში, თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე სპეციალური აბრები და ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა, რომელიც ცხოველების მეპატრონეებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს. 2017 წლისთვის კი ქალაქის რამდენიმე უბანში კინოლოგიური პარკის გაშენება იგეგმება.
|
ია აბულაშვილი 19.11.2016
"აქ ძალიან უცნაურ ხალხს იპოვით, პოეტებსა და მხატვრებს, ფილოსოფოსებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს, მსახიობებს. პაოლო იაშვილი, ახალგაზრდა ქართველ პოეტთა ლიდერი, თბილისის მთავარ ბულვარში, კაფე "ინტერნაციონალში", გულითადი სუფრით შთაგონებული ავიდა სკამზე და ხმამაღლა წარმოთქვა - არა პარიზი, არამედ თბილისი არის მსოფლიო კულტურის ცენტრი", - ასე იხსენებდა ინგლისელი ჟურნალისტი კარლ ბიჰოუფი გასული საუკუნის 20-იანი წლების თბილისს.
|
ანა იანელი 18.11.2016
თანამედროვე მოდურ ტრენდებს შორის სელფი ერთერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სელფაობა ბევრისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა, ბევრისთვის კი საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებად.
|
მარი ჩიტაია 18.11.2016
მომდევნო წლებში საქართველოში პენსიის გაზრდა ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებებში თქმულა რამე და არც 2017 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაშია აღნიშნული. რამდენადაც ქვეყანა დაგროვებითი პენსიის მოდელის დანერგვაზე გადასვლას იწყებს, გამორიცხული არ არის, რეფორმის გამოისობით სოციალური პენსიის გაზრდაზე მთავრობამ უარი თქვას. პენსიის თუნდაც 20 ლარით მომატებისთვის, წელიწადში დამატებით 200 მილიონი ლარია საჭირო. ბიუჯეტს ამ ეტაპზე ამის საშუალება არ აქვს.
|
ია აბულაშვილი 18.11.2016
ახლად არჩეული მმართველი გუნდი აქტიურად საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე. მათი განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები შეეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს, კონსტიტუციის ყველა თავს.
|
ნინო ქეთელაური 17.11.2016
დედაქალაქში პარკირების ერთ ადგილზე 16-17 მანქანა მოდის, რაც არა მარტო ავტომობილების რაოდენობის გაზრდამ, არამედ ავტოსადგომების ტერიტორიის უკანონო მიტაცებამ გამოიწვია - ამის შესახებ "რეზონანსთან" ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 17.11.2016
"სოფელში პრობლემებს რა გამოლევს" , - ასე იწყებენ "რეზონანსთან" საუბარს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარის მკვიდრები, რომლებიც 27 წლის წინ აჭარის სტიქიას გამოექცნენ, თუმცა სტიქიასთან ბრძოლა აქაც უწევთ.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.11.2016
საქართველოს ისტორიაში რამდენიმე საჩოთირო საკითხია. ეს თემები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ქართველი მემატიანეები გასაგები მიზეზის გამო გაურბიან მათზე საუბარს, ამიტომაც პოზიციაც ოფიციალურია, რომელიც უმთავრესად სამეფო კარის ინტერესებითაა ნაკარნახევი, თუმცა რამდენად მართებული და სამართლიანია თავად სამეფო კარის პოზიცია, ეს უკვე სხვა საკითხია.
|
თეო გუდავაძე 17.11.2016
დროთა განმავლობაში, ადამიანის ყოველდღიური ყოფის გათვალისწინებით, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, ფუნქციები. დიასახლისებმა თითქოს უკანა პლანზე გადასწიეს ოჯახის მოვალეობები და პრიორიტეტად სხვა რამ აირჩიეს. ისინი უარს ამბობენ ლამის ყოველგვარ საოჯახი საქმეზე, ეს იქნება სახლის დალაგება, ბავშვების მოვლა, ჭრა-კერვა, ზამთრის მარაგის მომზადება თუ სხვა.
|
ნინო ქეთელაური 16.11.2016
ციება, მაღლი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომლის შემთხვევაშიც ექიმს უნდა მიმართოთ - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია.
|
|