სოფო ჩხიკვაძე
03.12.2016

 საქართველოში წიგნების მიმართ ინტერესი მატულობს, მაგრამ მისი შეძენის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს. სიძვირის გამო მოსახლეობის უმეტესობა წიგნებს ვერ ყიდულობს. მართალია, მეტროსადგურებთან თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში ძველი წიგნები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში იყიდება, თუმცა მათ მიმართ დიდ ინტერესს მაინცდამაინც არავინ იჩენს. მომხმარებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ახალ წიგნებს მეტ უპირატესობას ანიჭებენ.

ნათია ლომიძე
03.12.2016

 საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არსებობს, ის ვერ ახერხებს სათანადო კოტროლის დაწესებას. 2015 წელს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 42-ს შეადგენდა. წელს იმდენად დამძიმდა ვითარება, რომ 6 თვის მაჩვენებელი უკვე გაუტოლდა შარშანდელ სავალალო ციფრს.

მარი ჩიტაია
03.12.2016

 მთავრობის ინიციატივას, რომ სესხების ლარში გადატანის ხარჯების სუბსიდირება მოახდინოს, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ექსპერტები "გალარების" პროექტის მიმართ უარყოფითად განეწყვნენ. მათი შეფასებით, მთავრობა მიიღებს ზვავს, რომელიც ყველას ერთად ჩაიტანს.

ნინო ქეთელაური
03.12.2016

 გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში თბილისის ზოგიერთ უბანში და რეგიონებში აზოტის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და მტვრის რაოდენობა ნორმას აღემატებოდა. ეს ჰაერის ის შემადგენელი კომპონენტებია, რომელიც სასუნთქი გზების, გულსისხლძაღვთა დაავადებებს და ფილტვის სიმსივნესაც კი იწვევს, უკვე არსებულ დაავადებებს კი ამწვავებს.

ელზა პაპოშვილი
03.12.2016

 ტრანსგენდერ ქალებზე საჯარო თავშეყრის ადგილებში ძალადობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ პატრულირება ქალაქის ისეთ წერტილებში გააძლიეროს, სადაც დანაშაულის ჩადენის ალბათობამ იმატა.

თამარ მუკბანიანი
01.12.2016

 სელექციური აბორტები რომ საქართველოს პრობლემაცაა, თითქმის არავინ უარყოფს, თუმცა მის განმაპირობებელ მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება - გენდერული შეხედულებები, პატრიარქალური დამოკიდებულება და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა მუდმივად იკლებს.

მამუკა ნაცვალაძე
01.12.2016

 XIII-ის საქართველოს პორტრეტი წინააღმდეგობრივი ფრაგმენტებისგან შედგება - არის საოცარი ამაღლება, საქართველოს დიდება, არის უკიდურესი დაცემაც, გამარჯვებაც და მარცხიც, თუმცა ყველაზე სამწუხარო და სავალალო ამ უკიდურესობათა შორის მაინც ის ინტრიგებია, საქართველოს ტახტზე შემთხვევით აღმოჩენილი რუსუდანი რომ ხლართავს საკუთარი შვილის, გურჯი ხათუნისა და ძმიშვილის, დავით ულუს წინააღმდეგ.

ია აბულაშვილი
30.11.2016

 მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში სტუმრად მყოფი უცხოელი მოგზაურები შინ დაბრუნებულები ახლობლებს თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე უყვებოდნენ. მაინც რა იყო იმ დროს ისეთი არაჩვეულებრივი, რაც ასე აოცებდათ სტუმრებს - თბილისის ქუჩაბანდები, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოცეკვავე კინტოები? - ესეც და უფრო მეტიც, როგორც გრიშაშვილი იტყოდა, თბილისის მშვენიერი სული და თბილისური კოლორიტი.

თეო გუდავაძე
30.11.2016

 ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომუნალური გადასხდელები მატულობს. წლევანდელმა უმძიმესმა კრიზისმა ხალხს დიდი პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველას უჭირს გათბობის გაზრდილი ხარჯის გადახდა და ამიტომ უამრავი ოჯახი ცივ დღეებში ელემენტარულად გამათბობელს ვერ რთავს. პრობლემის სიმწვავეს ადასტურებენ ეკონომისტებიც და ყველაფერს ლარის დევალვაციას აბრალებენ.

ნინო ქეთელაური
30.11.2016

 სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი რელიგიის შეურაცხყოფას შორის და უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგია სკოლებში - ეს ის საკითხებია, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ია აბულაშვილი
29.11.2016

 ქართული კალენდრის შექმნის ისტორიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა ერთი საინტერესო ცნობა გავაცნოთ, რომელიც საქართველოში კალენდრის გამოგონებას უკავშირდება.

რეზონანსი
29.11.2016

 ორი და მემკვიდრეობით მიღებულ ფორთოხალს ვერ იყოფს. ორივე თავგამოდებით იბრძვის ფორთოხლისთვის და არცერთს სურს დათმობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×