მამუკა ნაცვალაძე 18.02.2017
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეტოქე ერთმორწმუნე ბიზანტია აღმოჩნდა. მეათე ს-ის 80-იან წლებსა და მეთერთმეტე ს-ის დასაწყისში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ ქრისტიანულ სივრცეში პირველობისთვის ბრძოლა სულ სხვა მასშტაბებსა და ფორმებს იძენდა. ამ დაპირისპირებას ადრეც ჰქონია ადგილი, თუმცა, ამჯერად ყველაფერმა უკიდურესი მძაფრი ხასიათი მიიღო.
|
სოფო ჩხიკვაძე 17.02.2017
საკვები პროდუქტების მკვეთრად გაძვირებაზე მოქალაქეები ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად საუბრობენ. სავაჭრო ობიექტებში ფასების მატება თითქმის ყველა სახის პროდუქტს, ხორცს, რძის ნაწარმს და სხვა სახის პროდუქციას შეეხო. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. ბევრს სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა - არა.
|
ია აბულაშვილი 17.02.2017
"მტერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის, როგორც სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ცენტრის აღების საქმეს ანიჭებდა. მან კარგად იცოდა, რომ უთბილისოდ საქართველო ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებდა. ამიტომაც აჩქარებდა სტალინი ორჯონიკიძეს - "ახლავე შეუტიე და აიღე ქალაქიო".
|
ნინო ქეთელაური 16.02.2017
ბოლო დღეების განმავლობაში, საპატრიარქოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების მოწვევა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება.
|
თეო გუდავაძე 16.02.2017
ადამიანის სახელი ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია, იგი ბევრ რამეზე მეტყველებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ორიგინალური სახელის გამო, ადამიანი ყურადღებას იპყრობს. როგორც წესი, პოპულარული სახელები ყველა თაობაში სხვადასხვაგვარია, თუმცა რამდენიმე მათგანმა უკვე ათწლეულებს გაუძლო. მშობლები საკმაოდ ბევრს ფიქრობენ, თუ რა დაარქვან ბავშვს და საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ყველაფერს.
|
მარი ჩიტაია 16.02.2017
საპოლიციო გამოსახლების ძალაში დატოვებით მთავრობა მოსახლეობის უფლებების დაცვას ცდილობს. პარლამენტის მიერ წელიწადნახევრის წინ მიღებულ კანონპროექტს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ბიზნესსექტორში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნესასოციაციას და საქართველოს ბანკების ასოციაციას საკონსტიტუციო სასამართლომ საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის განხილვაზე უარი უთხრა.
|
ვასო კაპანაძე 16.02.2017
"იუთუბზე" საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი 3-წუთიანი ვიდეორგოლი განთავსდა. სომხურმა მედია-საშუალებამ "სპუტნიკ-არმენიამ" ვიდეორგოლს სტატია მიუძღვნა. სომეხი ავტორის სტატიაში ეჭვქვეშაა დაყენებული ვიდეომასალაში მოყვანილი ფაქტები, რომ ქართული ანბანი ქართული წარმომავლობისაა და რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ვიდეორგოლის უცნობი ავტორების მიერ პრეზიდენტ ტრამპისადმი გაჟღერებულ შეთავაზებას კი, რომ მას საქართველოს ტერიტორია ნებისმიერ დროს შეუძლია კრემლის დასაბომბად გამოიყენოს, რუსი ექსპერტ-ანალიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
|
ია აბულაშვილი 15.02.2017
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სწორედ 1945 წლის იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდა ომისშემდგომი ევროპის ბედი. რა თქმა უნდა, დღევანდელ სტატიაში ამ ისტორიული კონფერენციის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე საუბარს არ ვაპირებთ, მხოლოდ რამდენიმე კულუარულ ამბავს გავიხსენებთ მკითხველთან ერთად.
|
თამარ მუკბანიანი 14.02.2017
ძალიან ცივი ზამთრის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეშის მარაგი უკვე ამოეწურა. შემოდგომიდან მოყოლებული, შეშა 100 ლარით ან მეტითაა გაძვირებული და ხალხს მისი შეძენა უჭირს.
|
მარი ჩიტაია 14.02.2017
სავაჭრო ობიექტების დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები მაქსიმალურად არიდებენ თავს. მაღალი რისკის გამო, მეწარმეების მიმართ კომპანიებს საკმაოდ მკაცრი პირობა აქვთ, რასაც მოვაჭრეთა უმეტესობა არ თანხმდება. თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, საკუთარი ქონების დაზღვევა სურვილის შემთხვევაშიც უჭირთ.
|
ია აბულაშვილი 13.02.2017
1921 წლის თებერვლის სუსხიან დღეებსა და ქართველ იუნკერთა საბრძოლო გმირობებზე არაერთხელ დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებული რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტი.
|
მარიამ ელიაშვილი 13.02.2017
ადამიანის ორგანიზმზე კოსმოსის გავლენის შესწავლის მიზნით 2015 წელს ნასამ ორი ტყუპი ასტრონავტიდან ერთ-ერთი კოსმოსში 1 წლით გაგზავნა. ექსპერიმენტში ტყუპების ჩართვა საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნიეს, რადგან მათი დნმ, სისხლის ჯგუფი და სხვა ბიოლოგიური მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. მეცნიერთა ვარაუდით, კოსმოსიდან დაბრუნებული და დედამიწაზე დარჩენილი ადამიანის ორგანიზმში განსხვავებები უნდა დაფიქსირდეს.
|