ნათია ლომიძე 04.03.2017
კომპანია "სითი პარკის" საქმიანობას სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები დანაშაულებრივს უწოდებენ. მათი თქმით, კომპანიამ მუშაობის სტილი ძირფესვიანად შეცვალა და პირდაპირ ავტომფლობელების დაწიოკებაზე გადავიდა. ისინი მთავრობისა და თბილისის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ.
|
თამარ მუკბანიანი 04.03.2017
თბილისში მომრავლებული მშენებლობები, მწვანე საფარის განადგურებასთან ერთად, პრობლემებს უქმნის უსაფრთხოების ნორმებსაც. არის ქუჩები, სადაც ახლოს აშენებული მაღალსართულიანი სახლების და მათ წინ გაჩერებული მანქანების გამო სასწრაფო და სახანძრო მანქანების კორპუსამდე მისვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
|
ია აბულაშვილი 03.03.2017
საქართველოს სხვადასხვა ეპოქაში არაერთი სახელოვანი მხედართმთავარი ჰყოლია, რომელთა ნიჭი და სიმამაცე საქვეყნოდ იყო ცნობილი, მათ შორის არიან - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და გენერალი გიორგი კვინიტაძე.
|
სოფო ჩხიკვაძე 03.03.2017
სიმსუქნე არის სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულში დიდი ოდენობით დაგროვილია ცხიმები. ჭარბ წონას აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ყოფაზე. 25 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეს პრობლემა ყველაზე ხშირია. დიეტოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არასწორი კვების ბრალია.
|
თეო გუდავაძე 02.03.2017
თანამედროვე საზოგადოებაში სხვადასხვა ხელსაქმემ და საოჯახო საქმიანობამ უკანა პლანზე გადანაცვლა. ქვეყანაში მომსახურეობის სფერო გაუჯობესდა და მამაკაცებმა მიივიწყეს ელემენტარული საქმიანობა, რასაც თუნდაც რამოდენიმე წლის წინ და მით უმეტეს წინა თაობაში აქტიურად ასრულებდნენ. მიწის დამუშავებასა და მეურნეობის გამართვაზე უკვე ზედემეტია საუბარი, ახალგაზრდებისთვის ეს თეორიულადაც წარმოუდგენელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარი მუშაობა, უბრალოდ, საჭირო აღარ არის.
|
ია აბულაშვილი 01.03.2017
იმ ძირძველი თბილისელებისაგან, რომლებიც გუგრილი არ იყვნენ პოლიტიკის მიმართ, ხშირად გაიგონებდით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების საქართველოდან გადასახლება ჰქონდა გადაწყვეტილი. იმასაც ამბობდნენ, ხრუშჩოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი გეორგი ჟუკოვი თადარიგს შეუდგა და ქართველები ვაგონში უნდა შეეყარა და გაესახელებინაო. ჭორი იყო თუ მართალი ეს არავინ იცოდა, მაგრამ ხრუშჩოვს რომ საქართველო და ქართველები არ უყვარდა, ეს ყველამ იცოდა.
|
მარი ჩიტაია 28.02.2017
კერძო კომპანიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გახშირდა. პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე ათასობით დასაქმებულს სამსახურიდან დაითხოვენ. პრობლემაა აბსოლუტურად ყველა სეგმენტში, მათ შორის ისეთ კომპანიებში, რომლებიც ყველაზე კარგ დამსაქმებლემად მიიჩნევიან. ეს ეხება როგორც სავაჭრო სექტორს, ასევე ბანკებს და ნავთობკომპანიებს, რომლებსაც პრობლემა აქციზის გადასახადის ზრდის გამო შეექმნათ.
|
მარი ჩიტაია 28.02.2017
ავტონაწილების ბაზარზე ფალსიფიკაციის საფრთხე საშიშ ზღვარს აღწევს. მომხმარებელი მასობრივად იაფ სათადარიგო ნაწილებს ყიდულობს, რამაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემა შექმნა. იმპორტიორების ინფორმაციით, ბაზრის 60-70% უხარისხო ავტონაწილებს უჭირავს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროდუქციის სიიაფითაა გამოწვეული.
|
თამარ მუკბანიანი 28.02.2017
კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა საკმაოდ ძვირია მაშინ, როცა ფასი ხშირ შემთხვევაში არ არის ხარისხის შესაბამისი. ერთი შვილის სრული განათლება უნივერსიტეტსა და სკოლაში მშობელს, საშუალოდ, 70000-80000 ლარი უჯდება.
|
ია აბულაშვილი 27.02.2017
"25 თებერვალს, 1921 წელს საბჭოთა ჯარები შემოდიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველი კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე ძონძებში გახვეული ჩონჩხი და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი..." - ასე შეაფასა ისტორიკოსმა ზურაბ ავალიშვილმა 1921 წლის 25 თებერვლის დილა.
|
მარიამ ელიაშვილი 27.02.2017
თეორიტიკოს ფიზიკოსებმა და ასტროფიზიკოსებმა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილ კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონში შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რომლებიც კოსმოსური ინფლაციით არ აიხსნება. ეს დარღვევები სამყაროს ჰოლოგრაფიულობაზე მიუთითებს.
|
მარიამ ელიაშვილი 27.02.2017
კანარის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები ფორმირების პროცესში გარკვეული სიხშირის რადიოგამოსხივებას გამოყოფენ. ამ ტალღების სიხშირეების მიხედვით ისინი ვარსკვლავთა წარმოქმნის ინტესიურობას საზღრავენ.
|