თიკო ოსმანოვა 21.02.2017
საგზაო მოძრაობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანო 1 წლიანი პაუზის შემდეგ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაუბრუნდა. საუბარია 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება.
|
თამარ მუკბანიანი 21.02.2017
დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, ყვლაზე ხშირად ზეგანაკვეთური, არაანაზღაურებადი სამუშაო დროით, დამატებითი დატვირთვით და კომპანიის დანაკლისის თანამშრომლის ხელფასის ხარჯზე ანაზრაურებით ხდება.
|
ნათია ლომიძე 21.02.2017
თბილისში მდებარე სხვადასხვა ტიპის მომსახურების ობიექტები კლიენტების სიმცირეზე საუბრობენ. დაწესებულებების მეპატრონეები ამ ყველაფერს არააქტიურ სეზონს უკავშირებენ. მათი თქმით, ზამთრის თვეებში ხალხი ფულის დახარჯვას ერიდება და თანხის მობილიზებას გაზაფხულისთვის ცდილობენ. მომსახურების ობიექტებში აცხადებენ, რომ მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე გამოქვეყნებული რეკლამების ხარჯზე ინარჩუნებენ.
|
ია აბულაშვილი 20.02.2017
ქართველ მწერალთა ის თაობა, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ასე თუ ისე გადაურჩა, ამბობდა, რომ სტალინური რეპრესიების ხანა საბჭოთა მწერალთა კავშირის შექმნით დაიწყო. მაინც რატომ იყო კომუნისტების მიზანი ინტელიგენციის განადგურება - ეს თემა დღემდე კვლევის საგანია და არც ჩვენ ვაპირებთ, ამ დანაშაულების სიღრმეებს ჩავწვდეთ, მაგრამ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს მაინც გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.
|
მარიამ ელიაშვილი 20.02.2017
ისტორიაში პირველად თეორეტიკოსმა ფიზიკოსებმა იმ გრავიტაციული ტალღების სიგნალების სიხშირე გამოთვალეს, რომელიც დიდმა აფეთქებამ გამოიწვია.
|
მარიამ ელიაშვილი 20.02.2017
აქამდე ითვლებოდა, რომ დედამიწაზე 7 კონტინენტია: აფრიკა, აზია, ევროპა, ანტარქტიდა, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა, თუმცა დედამიწის ქანებზე ჩატარებული უკანასკნელი კვლევების საფუძველზე გეოლოგებმა განაცხადეს, რომ ზელანდია ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელთა გათვალისწინებითაც ობიექტი კონტინენტის სტატუსს იღებს.
|
მარიამ ელიაშვილი 20.02.2017
უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰალუცინაცია თავს იჩენს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ, არამედ სრულებით ჯანმრთელ ადამიანებშიც. განცხადებაში, რომელიც ფსიქიატრებმა გასულ კვირაში კვლევების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 7400 ადამიანიდან სმენითი ან მხედველობითი ჰალუცინაცია 4.3%-ს აქვს. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი ფსიქიკურად ჯანმრთელია.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.02.2017
რომის ისტორია გამორჩეული პერსონალიებითაა მდიდარი. ის დრამატული პროცესები, რაც მარადიული ქალაქის არსებობას გასდევს, სწორედ ამგვარ საინტერესო პიროვნებებთანაა დაკავშირებული. იულიუს კეისარი და მარკუს იუნიუს ბრუტუსი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ცხოვრებაც სწორედ რომაულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ფონზე იქარგება. მათი ბედი საბოლოოდ ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს სენატში გადაიკვეთება.
|
ია აბულაშვილი 18.02.2017
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მოგზაურთა ჩანაწერები მნიშვნელოვან წყაროებად გვევლინება ამა თუ იმ ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ, რომელსაც ხშირად ეყრდნობიან მეცნიერები თავიანთ კვლევებში. მეცნიერული კვლევის პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერსო ამბავი უცხოელი მოგზაური ქალბატონების შესახებ, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს და საინტერესო ჩანაწერებიც გააკეთეს.
|
მარი ჩიტაია 18.02.2017
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი რეალურ მაჩვენებელს, სპეციალისტების გათვლით, სულ მცირე 130 ლარით ჩამორჩება. იმ ფონზე, როცა იანვარში ქვეყანას გაძვირების ტალღამ გადაუარა, საარსებო მინიმუმის 1,9 ლარით ზრდა მთავრობის მხრიდან დაცინვაა - ასე მსჯელობენ სპეციალისტები.
|
მარი ჩიტაია 18.02.2017
დიდთოვლობამ რეგიონებში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის გზების უმეტესობა გაიწმინდა და ელექტრონული ხაზებიც მეტ-ნაკლებად მოაწესრიგეს, შიდა გზებზე ხალხს მიმოსვლა უჭირს. პრობლემა ერთნაირად აწუხებთ სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და ზემო აჭარაში, სადაც ცენტრალური გზები მცირე ხნით ჩაკეტილი იყო და რამდენიმე მთიან სოფელს ცენტრთან დაკავშირების შესაძლებლობა არ ჰქონდა.
|
თამარ მუკბანიანი 18.02.2017
საქართველოს კინოთეატრებში რომ მაყურებლის რაოდენობა შემცირებულია, ყველა თანხმდება. კინოში მაყურებლის სიმცირეს უმეტესობა იმავე ფილმების ინტერნეტ სივრცეში არსებობას უკავშირებს, რომლის დიდ ეკრანზე ნახვაშიც ფული უნდა გადაიხადო. თეატრებთან დაკავშირებით, ნაწილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ინდიფერენტული გახდა მის მიმართ, ნაწლის აზრით კი, თეატრი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.
|
|