თიკო ოსმანოვა
02.02.2017

 ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრიდან თითქმის 4 დღე გავიდა, თუმცა რამ გამოიწვია ამხელა მაშსტაბის ხანძარი?! - ეს კითხვა, კვლავ პასუხგაუცემელია. დირექტორი გიორგი მაჭავარიანი დივერსიაზე საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით ეჭვი ვერავისზე მიაქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

ნათია ლომიძე
01.02.2017

 საქართველოში ყოველი მეორე აფთიაქი წამლებს ურეცეპტოდ ყიდის. როგორც ჩანს, ფარმაცევტულ კომპანიებს შიში გაუქრათ და უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მედიკამენტის რეცეპტის გარეშე შეძენა.

გვანცა ღვედაშვილი
01.02.2017

 2017 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

მარი ჩიტაია
31.01.2017

 საქართველოში მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ მოწმდება. სპეციალისტები, მათ შორის, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. უწყება, რომელსაც სეისმურ უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალება, ქვეყანაში არ არსებობს. დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს შენობა, სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ ახალ აშენებული კორპუსების, დაახლოებით, 60% 8-ბალიან მიწისძვრის ვერ გაუძლებს.

ნათია ლომიძე
31.01.2017

 საქართველოში 1000-ზე მეტი მოქმედი ლომბარდია, ხოლო მათ 10 000-მდე მუდმივი მომხმარებელი აკითხავს. სესხების ლარში გაცემის მიუხედავად, რომელიც სალომბარდო ბაზრის საპროცენტო განაკვეთს ნაწილობრივ გააძვირებს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ისინი მომხმარებელს არ დაკარგავენ, რადგან ლომბარდი მათთვის იოლი ფულის მიღების ერთ-ერთი მარტივი გზაა.

თამარ მუკბანიანი
31.01.2017

 ლარის დევალვაციის ფონზე, მცირე და საშუალო მაღაზიების მფლობელთა უმეტესობა მომატებული ნისიების და ხალხის მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე საუბრობს. მოსახლეობა ადრეც იღებდა პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვალის სანაცვლოდ, თუმცა დათქმულ ვადაში აბრუნებდა. ახლა კი მათი უმეტესობა ან გადავადებას ითხოვს, ან ნაწილ-ნაწილ ძლივძლივობით აბრუნებს თანხას.

გვანცა ღვედაშვილი
30.01.2017

 უკვე წლებია თბილისში გარე ვაჭრობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად საპროტესტო აქციებიც იმართება და მოქალაქეთა მძლავრი უკმაყოფლებაც გვესმის. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაწყებულია და ეტაპობრივად დედაქალაქში გარევაჭრობა სრულიად აიკრძალება. თუმცა, მათი მხრიდან ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების დანახვა მოსახლეობას ჯერჯერობით ისევ უჭირს.

მარიამ ელიაშვილი
30.01.2017

 ასტრონავტებმა მზის სისტემასთან ახლოს აღმოაჩინეს სისტემა, "ვოლფ 1061" რომლის ერთ-ერთ პლანეტაზე, სავარაუდოდ ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი. ასტრონავტებს ეს ჰიპოთეზა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შენიშნეს, რომ პლანეტა მოძრაობს სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში.

ია აბულაშვილი
30.01.2017

 საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნა. მისი ხსენების დღე საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება, პირველ ივნისს საქართველოში მისი შემოსვლის და 27 იანვარს - გარდაცვალება.

მამუკა ნაცვალაძე
30.01.2017

 დავით აღმაშენებლის ეპოქა დღემდე ქართველი საზოგადოების გამორჩეულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა, რომელიც საქართველოს მეფეებს მომდევნო პერიოდში იდეურ და ზნეობრივ თამასად ჰქონდათ მოაზრებული.

მარიამ ელიაშვილი
30.01.2017

 თეორეტიკოს-ფიზიკოსი გია დვალი თავის კოლეგებთან ერთად წლებია, რაც დამატებითი განზომილებების არსებობის დამტკიცებაზე მუშაობს. მისი თეორიის მიხედვით, პარალელური სამყაროების არსებობის დადასტურება არამხოლოდ თეორიულად, არამედ, ექსპერიმენტულადაცაა შესაძლებელი.

თამარ მუკბანიანი
28.01.2017

 მიუხედავად იმისა, რომ სუროგატული პროდუქციის მავნე ზეგავლენის შესახებ თითქმის ყველამ იცის, ცოტა თუ ახერხებს მასზე უარის თქმას. მიზეზი დაბალი ფასი და მოხმარების დროს პრაქტიკულობაა. არიან ისეთებიც, ვინც ნაწილობრივ მაინც ანაცვლებს ბუნებრივი პროდუქციით პლასტმასს და სხვა საყოფაცხოვრებო მასალებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×