ნინა გარდაფხაძე
05.10.2020

 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს. მთავრობის მეთაური და წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა არავითარ შემთხვევაში მოხდება. მიუხედავად ამისა, დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება თავისდაუნებურად უწესებს ბიზნესს შეზღუდვებს. თანდათან ეკონომიკაც თითრეგულაციაში ექცევა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორ მოქმედებს რთული გართულებული მდგომარეობა საწარმოებსა და კომპანიებზე.

მარიკა ხორავა
05.10.2020

 საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში სკოლები დაიხურა და სასწავლო პროცესი დისტაციურად გრძელდება.

ია აბულაშვილი
05.10.2020

 "დებატები წინასაარჩევნო კამპანიის აუცილებელი პირობაა, მაგრამ დებატებზე უარს ძირითადად ხელისუფლება ამბობს და არ ცდილობს საარჩევნო დებატების ვალდებულება იკისროს"-აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია დებატების გამართვასთან დაკავშირებით საუბრისას.

ია აბულაშვილი
05.10.2020

 "ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრის ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი მშვენიერი" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი წრომის ტაძარს, რომელიც ხაშურში, სოფელ წრომში მდებარეობს. ტაძარი ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, რომელიც 626-634 წლებში ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ მეორეს დაკვეთი ააშენეს.

ელზა პაპოშვილი
05.10.2020

გაგვექცა  თუ არა კორონავირუსის მართვა - ყოველდღიურად ქვეყანა  მოსახლეობის დაინფიცირების რეკორდულ ნიშნულს აღწევს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, როდემდე გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას  და გაივლის თუ არა საქართველო ყველა ევროპული ქვეყნების გზას, რომლებმაც ეს პირველი ტალღის დროს უკვე გამოსცადეს. 

ქრისტინე კაპანაძე
05.10.2020

 წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდნენ ახალი თაობის პოლიტიკოსები. მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით რადიკალური ცვლილებები არ შეინიშნება, უახლოეს მომავალში ახალი თაობის წარმომადგენლები შესაძლოა პარლამენტში და ქვეყნის მმართველობით სხვადასხვა პროცესებშიც ვიხილოთ ჩართულნი.

მარიკა ხორავა
05.10.2020

 რუსეთის მიმართ დასავლეთის კრიტიკა იზრდება, ევროკავშირში ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ - გერმანიის საგარეო მინისტრი ჰეიკო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.

ქრისტინე კაპანაძე
05.10.2020

 ომი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას გასცდა. შესაძლოა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საპასუხო დარტყმები ქვეყნის დედაქალაქებზე - ბაქოსა და ერევანზე განხორციელდეს.

ორ ქვეყანას შორის დაწყებული ომი კრიტიკულ მდგომარეობაში შედის, არსებობს საფრთხე, რომ ე.წ სარაკეტო თავდასხმები აქტიურ ფაზაში გადავა.

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2020

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოგრაფიული არეალი უფრო და უფრო ფართოვდება, შაბათს და კვირას შეტაკებებმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. დაიბომბა საქართველოს სიახლოვეს მდებარე აზერბაიჯანის სიდიდით მესამე ქალაქი განჯა. ასევე ინტენსიურად დაიბომბა ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი. ქართველი ექსპერტების აზრით, განჯის დაბომბვა იმას ნიშნავს, რომ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახდა და საბრძოლო მოქმედებები მნიშვნელოვნად გაცდა ყარაბაღის ტერიტორიას.

ქრისტინე კაპანაძე
04.10.2020

 არის თუ არა განსხვავება 2016 და 2018 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის? ამ საკითხზე „რეზონანსთან" პოლიტოლიგები გია აბაშიძე და გია ხუხაშვილი სუაბრობენ. ისინი რადიკალურ განსხვავებებს ვერ ხედავენ, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ: გია აბაშიძის თქმით, ძალადობრივი ფაქტები ძირითადად ოპოზიციის მიერ არის გამოწვეული და მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე დგას, ხოლო გიგა ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებებს როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციური პატრიებიც იწვევენ.

ია აბულაშვილი
04.10.2020

„რა პროვოკაციაც არ უნდა მოაწყოს ოპოზიციურმა ფლანგმა ახლად არჩეული პარლამტენის პირველ სხდომაზე, არ წამოვეგებით არც პირველ დღეს და არც მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×