მარიკა ხორავა 08.10.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ ასობით იზრდება. აჭარაში ვირუსის შემცირება შეინიშნება. ვირუსის აფეთების მორიგი კერა აჭარის შემდეგ, შეიძლება თბილისი გახდეს, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი დედაქალაქში ყოველდღიურად იზრდება.
|
ქრისტინე კაპანაძე 08.10.2020
„ნაციონალურ მოძრაობას" რეაბილიტირებული მერაბიშვილი სჭირდება, რათა შემდეგი არჩევნებისთვის მოამზადოს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჩართვას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნეიტრალური ამომრჩეველის ხმების მოზიდვაზე საერთოდ არ ფიქრობს.
|
მარიკა ხორავა 07.10.2020
მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება. სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმცია იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა იყო, ეს აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა სომხეთი ბრალდებას უარყოფს.
|
მარიკა ხორავა 07.10.2020
ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების მიუხედავად საარჩევნო პროცესი არ გაჩერდება.
|
ირაკლი ლომიძე 07.10.2020
დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის ამოქმედების ვადა ახლოვდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ ეტაპზე ცვლილებისთვის მზად არც პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა და არც - საქართველო, რომელსაც დასახული მიზნის მიღწევაში ხელს ავტოპარკთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირემ შეიძლება, ხელი შეუშალოს.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2020

ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომზადებული სქემა პროკურატურამ თვენახევარში გაშიფრა. გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის 2007 წელს შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები 1938 წლის რუკაზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს არ ემთხვევა და რიგი შეუსაბამობებია.
|
გვანცა წულაია 07.10.2020
კორონავირუსმა ქართული ეკონომიკა ჩაძირა. ზარალი იმდენად დიდია, რომ მის აღდგენას, მინიმუმ, ერთი წელი მაინც დასჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. მანამდე კი ქვეყანაში ახალი ეკონომიკური კრიზისის საფრთხე მატულობს, თანაც იგი შესაძლოა, იმაზე მძლავრი იყოს, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე მოხდა, რადგან ამჯერად საქართველოს მთავრობას დახმარებების გაცემის რესურსი თითქმის აღარ ექნება.
|
მარიკა გოგოხია 07.10.2020
ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთარობის გადადგომის მოთხოვნით დევნილების პროტესტი რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ხალხის პრობლემების მოგვარებით დაინტერესებული არ არიან და პირადი და მცირე სანაცნობო წრის კეთილდღეობას ემსახურებიან.
|
ქრისტინე კაპანაძე 07.10.2020
ჟენევის მოლაპარაკებები ჩაიშალა იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის დამახასიათებელი ქმედება - როდესაც ისინი ცდილობენ საქმის გაფუჭებას, მოლაპარაკებებს გაურბიან - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის ჩაშლაზე პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრობს.
|
ელზა პაპოშვილი 07.10.2020

სასტიკი მკვლელობა დუშეთში - სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილის შვილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალადობრივ ქმედებებში ახალგაზრდა კაცი შემჩნეული ადრეც იყო. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავემ ძმასთან დარეკა და უთხრა, მგონი, მამიდა შემომაკვდა და მიხედეთო.
|
ქრისტინე კაპანაძე 07.10.2020
როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ.
|
ქრისტინე კაპანაძე 07.10.2020

ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები იმ შემთხვევაში ვერ ჩატარდება, თუ კი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ვირუსის გაკონტროლებას. ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გლობალური ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც არჩევნების გადადების საკითხი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|