მამუკა ნაცვალაძე
12.12.2016

 საქართველოს მთელ ისტორიას წითელ ზოლად გასდევს კეთილისა და ბოროტის, ზნეობისა და უზნეობის დაპირისპირება. ზნეობრივი პოსტულატები, ამაღლებული განწყობები, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა საზრდოობდა და რაც სამაგალითო და მისაბაძი გახლდათ ქართული საზოგადოებისთვის, პედანტურად აღწერა შოთა რუსთაველმა უკვდავ "ვეფხისტყაოსანში".

გვანცა ღვედაშვილი
12.12.2016

 საქართველოს განსაკუთრებულად ცივი ზამთარი არ ელოდება, ამის შესახებ "მთელ კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, წელს თითქოს ევროპაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ია აბულაშვილი
10.12.2016

 მე-19-20 საუკუნის ქართველმა ფოტოხელვანებმა არაერთი უნიკალური ფოტო შემოგვინახეს ორი საუკუნის წინ ურმებით დაწყებული თბილისის ტრანსპორტიის ისტორიიდან. დღეს მართალია აღარც კონკაა და აღარც ფაეტონი, მაგრამ მათ თბილისში პირველად გამოჩენის ისტორია დარჩა და ამის შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

მარი ჩიტაია
10.12.2016

 მთავრობის საგადასახადო რეგულაციებს დედაქალაქსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებით პასუხობენ. სოციალური ქსელით დაწყებული უკმაყოფილება დღეს, 2 საათზე, თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში მშვიდობიანი აქციით გაგრძელდება. ეს არის სახალხო აქცია, რომლის მონაწილეთა პროტესტი მიმართულია ტრანსპორტის სფეროში დაწესებული რეგულაციებისკენ და ეხება აქციზის გადასახადის ზრდას როგორც საწვავზე, ასევე სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებზე.

თამარ მუკბანიანი
10.12.2016

 საწვავზე ფასის მოსალოდნელი მატება თითქმის ყველა პროდუქტს და მგზავრობასაც გააძვირებს. ლარის კურსის ვარდნის ფონზე, ეს მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. მიუხედავად იმისა, რომ აქციზზე გადასახადი ჯერ არ გაზრდილა, ცალკეულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ფასის ზრდა როგორც საწვავზე, ასევე სხვადასხვა დასახელების საკვებ პროდუქტზეც.

მამუკა ნაცვალაძე
10.12.2016

 XIII| ს-ის ქართულ კოჰორტაში თავისი ზნეობრიობითა და თავდადებით გამორჩეული ადგილი უკავია ცოტნე დადიანს. ყ||| ს-ის საქართველოს მთავარი პრობლემა იმ ზნეობრივი კატეგორიების უარყოფა გახლდათ, რომელსაც ეფუძვნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანა.

ნათია ლომიძე
09.12.2016

 ასი ათასობით ადამიანი საყოველთაო დაზღვევის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი მთავრობის ახალი გადაწყვეტილებაა, რომელიც კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს შეეხება. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. სპეციალისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა დაგვიანებულს უწოდებენ.

სოფო ჩხიკვაძე
09.12.2016

 ოჯახის შექმნის დროს ადამიანი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებული უნდა იყოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს გააზრებულად და არა სპონტანურად. საქართველოში ადრეულ ასაკში დაქორწინების შემთხვევები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ბოლო დროს ახალგაზრდები ცდილობენ მომავლისთვის გადადონ ოჯახის შექმნა.

ია აბულაშვილი
09.12.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს უძველესი ათასწლეულებიდან ქართულ-ბერძნულ ურთიერთობათა ღრმა ფესვებზე. ქართული კვალის ძიებას ძველ საბერძნეთში ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მასალას მივაწვდით ჩვენს მკითხველს ბერძენთა და კოლხთა თანაცხოვრებაზე, ამაში კი დაგვეხმარება ისტორიკოსი მარინე ცინცაბაძე.

გვანცა ღვედაშვილი
08.12.2016

 უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. მღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა -15, -20 გრადუსამდე დაეცემა.

მარი ჩიტაია
08.12.2016

 მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მასობრივად გაძვირდება. სატრანსპორტო კომპანიებში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ისედაც ფინანსური პრობლემის წინაშე არიან და საწვავის მოსალოდნელი გაძვირების შემდეგ ტარიფების ზრდა გარდაუვალი გახდება.

ია აბულაშვილი
08.12.2016

 მე-19 - მე- 20 საუკუნეების ქართველმა ფოტოხელოვანებმა ძველი თბილისის ხიდების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა შემოგვინახეს; მართალია, დღეს მათი უმეტესობა აღარ არსებობს, ზოგი დაინგრა, ზოგი გაუქმდა და ზოგიც გადაკეთდა, თუმცა მათი აგების ისტორია დარჩა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×