მარიამ ელიაშვილი 23.01.2017
მეცნიერები საუკუნეებია, რაც დინოზავრების გადაშენების რეალურ მიზეზებს იკვლევენ. 1980 წლიდან თანხმდებიან იმაზე, რომ მათი განადგურება დედამიწაზე, 66 მლნ წლის წინ ჩამოვარდნილ იმ ასტეროიდს უკავშირდება, რომელმაც მექსიკაში ჩისკულების კრატერი წარმოქმნა.
|
მარიამ ელიაშვილი 23.01.2017
მეცნიერებმა ანტარქტიდის ერთ-ერთ კვლევით სადგურზე, "ჰალი ქ|"-ზე ევაკუაცია გამოაცხადეს. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში კონტინენტს ყინულის დიდი ნაწილი მოსწყდება.
|
მარიამ ელიაშვილი 23.01.2017
უმცირესი ზომის რადიომიმღები 2 ატომის ზომისაა. მას უკიდურესად მძიმე გარემოში მუშაობაც კი შეუძლია. უახლესი რადიომიმღები მოდიფიცირებული ალმასისგან, სახელწოდებით ენვისგან შედგება. ალმასის ეს სახეობა მეცნიერებმა ამ რადიოში გამოსაყენებლად მიიღეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.01.2017
ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს ქართველურ ტომთა განსახლების ადგილას ჩნდება დიდი გაერთიანება, რომელიც ადრეკლასობრივი სახელმწიფოს წარმოქმნით მთავრდება. მას ურარტული ლურსმული წარწერები დიაოხს უწოდებენ, ძველი ბერძნები - ტაოხს. ეს უკანასკნელი სხვა არა არის რა, თუ არა ისტორიულ პროვინცია ტაო.
|
ნინო ქეთელაური 21.01.2017
ვირუსების გამო, საავადმყოფოებში მოქალაქეთა მომართვიანობის მატებას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ეს საგანგაშო არ არის.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.01.2017
დემეტრე პირველის სახელი მოკრძალებულად შემორჩა საქართველოს ისტორიას. ეს ბუნებრივი გახლდათ - იოლი არ იყო მამამისის, დავით აღმაშენებლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტ-ნაკლებად მოახერა თავისი კვალი დაეჩნია ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარებისათვის. ის ქართველთა ცნობიერებაში პირველ რიგში უკვდავი საეკლესიო საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ავტორად დარჩა.
|
თამარ მუკბანიანი 21.01.2017
ქალისა და მამაკაცის გარდაცვალების საშუალო ასაკს შორის 8-წლიან სხვაობას ადამიანების უმეტესობა ქართული ცხოვრებისა და სუფრის წესებს და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გადატანილ ომებს უკავშირებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცს მეტი ფიზიკური დატვირთვის ატანა და შრომა უწევს, ეს კი მოქმედებს სიკვდილიანობაზე უფრო ახალგაზრდა ასაკში ქალთან შედარებით.
|
ია აბულაშვილი 20.01.2017
 დღეს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შატაების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. თავდაპირველად ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც აშშ-ს უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ.
|
სოფო ჩხიკვაძე 20.01.2017
საქართველოში ბოლო დროს ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაწარმის მიმართ ზოგიერთი მომხმარებელი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი, უმეტესობა საკმაო ინტერესს იჩენს ქართული პროდუქტისადმი. ადგილობრივი საქონლის რეალიზაციით ხელისუფლებაც არის დაინტერესებული, რამდენადაც წარმოების ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
|
მარი ჩიტაია 19.01.2017
ზედმეტი წამლების გამოწერის მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად მთავრობის მონდომება სპეციალისტებს საკმარისად არ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამდე ჯანდაცვის სფერო ვერ გაჯანსაღდება და ვერც პოლიგრამაზიასთან (ზედმეტი წამლების გამოწერა) ბრძოლა გამოიღებს შედეგს.
|
ია აბულაშვილი 19.01.2017
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
|
ნინო ქეთელაური 19.01.2017
ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დადგენილი სანქციები აღარ გავრცელდეს, გარემოს დამცველები შეცდომას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს გარემოზე დამღუპველად იმოქმედებს, რადგან ყველა ცხოველს თავისი დანიშნულება აქვს და ამ კანონით მათ მასობრივ განაგურებას შეეწყობა ხელი.
|