ეკატერინე ბასილაია 21.03.2017
ევროკავშირში მტკიცედ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ დიდი ბრიტანეთის მაგალითს არც ერთი წევრი ქვეყანა არ მიბაძავს და დარჩენილი 27 სახელმწიფოს ერთობა უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე ეს იყო მანამდე.
|
ეკატერინე ბასილაია 20.03.2017
მოსკოვი "დიდი რუსეთის" აღდგენისთვის ახალ გეგმას ახმოვანებს და აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეობას უმარტივესად მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს, ანალიტიკოსების თქმით, ძალიან სახიფათოა და იმას მოასწავებს, რომ მომავალში დიდ პროვოკაციებსა "საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე" სპეკულირებით რუსეთისაგან ახალ კონფლიქტებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.
|
სალომე სარიშვილი 20.03.2017
ესპანეთის პოლიციამ ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანურ მედიაში აცხადებენ, დაკავებულები "ქართული მაფიის" წევრები არიან. აღნიშნულ ინფორმაციას "მთელ კვირას" ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში მცხოვრები ქართველებიც უდასტურებენ და ამბობენ, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია მედიის მეშვეობით დაახლოებით სამი კვირის წინ გაიგეს.
|
შოთა თხელიძე 20.03.2017
მას შემდეგ, რაც გერმანიის რამდენიმე ქალაქის მერმა თურქეთის წარმომადგენლებს ქალაქის ქუჩებში წინასარეფერენდუმო კამპანიის ჩატარება სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნით აუკრძალა, ხოლო ამ ქმედების საპასუხოდ თურქეთის ლიდერმა რეჟებ ტაიპ ერდოღანმა გერმანელები ნაცისტურ ქმედებაში დაადანაშაულა, ამჯერად თურქულ მხარეს მსგავსი დიპლომატიური კონფლიქტი ნიდერლანდებთანაც წარმოექმნა.
|
ნინო ქეთელაური 17.03.2017
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ფოკუსირება თურქულ-რუსული ურთიერთობაზე, რაც სულ უფრო ღრმავდება და მას საკმაოდ საინტერესო ფონი ახლავს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
ნინო ქეთელაური 17.03.2017
"მემარცხენე და პრორუსული ძალების გააქტიურებასთან ერთად, ევროპას წინ ელის ბრექსიტის შედეგები, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. ამისათვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად", - ასეთია ექსპერტების მოლოდინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსული პოლიტიკა ასეთი აქტიური 80-იანი წლების საბჭოთა კავშირის შემდეგ არასდროს ყოფილა.
|
ეკატერინე ბასილაია 16.03.2017
ულტრამემარჯვენეებმა ევროპულ პოლიტიკაზე რაღაც ტიპის გავლენა უკვე მოიპოვეს და ახლა ევროკავშირის სამ სახელმწიფოში - დღეს ნიდერლანდებში, მაისში - საფრანგეთსა და ოქტომბერში - გერმანიაში უკვე არჩევნებმა უნდა გამოავლინოს მთავარი - იზოლაციონიზმის მქადაგებელი პოლიტიკური ლიდერები და ძალები ჩაიგდებენ თუ არა ხელში მმართველობას და შეიცვლება თუ არა "ბებერი" ლიბერალური ევროპა, რასაც აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ არცთუ ცოტა ანალიტიკოსი შეშფოთებით პროგნოზირებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.03.2017
მოლოდინი, რომ ტრამპი და პუტინი პირველივე შესაძლებლობისთანავე შეხვდებოდბენ ერთმანეთს, არ გამართლდა, რაც პოლიტოლოგთა შეფასებით, იმ შეცვლილი პოზიციების დამსახურებაა, რომელიც ტრამპის გაპრეზიდნტების შემდეგ გამოჩნდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.03.2017
"არ არის გამორიცხული, პუტინის მიერ რუსულ მედიაში გამკაცრებული მოთხოვა, რომ ტრამპზე კარგი აღარ დაიწეროს, გარკვეულწილად მისი დაცვით იყოს გამოწვეული, რომ ამერიკაში ტრამპის რეპუტაცია გაიზარდოს.
|
შოთა თხელიძე 13.03.2017
9-10 მარტს ბრიუსელში, ევროპული კომისიის ფუნქციონირებისთვის აგებულ ახალ შენობა "ევროპაში" წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ; გამონაკლისის სახით, სამიტს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი არ დასწრებია.
|
ნინო ქეთელაური 10.03.2017
"უახლოეს პერიოდში რუსული გავლენის თემა ისევ აქტიურად იმოქმედებს როგორც ამერიკის, ასევე ევროპის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე და საარჩევნო პროცესებზე", - ასეთი მოლოდინი აქვს ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის "თაფლობის თვე" დასრულდა.
|
შოთა თხელიძე 05.03.2017
გასულ ოთხშაბათს სირიის არმიამ რუსული ავიაიერიშების დახმარებით ისტორიული ქალაქი პალმირა "ისლამური სახელმწიფოგან" კიდევ ერთხელ გაათავისუფლა. "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი მოულოდნელად გასული წლის დეკემბერში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც რვა თვით ადრე, 2016 წლის მარტში, ასადის სამთავრობო ძალებს დაუთმო. დეკემბერში, სამთვრობო ძალების მიერ პალმირას დატოვება ალეპოს აღებაზე კონცენტრირების გამო მოხდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|