მარი ჩიტაია 10.03.2015
ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, საბურთალოზე, ასათიანის #10-ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილზე ცათამბჯენი შენდება. მეორე წელია მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებნი მშნებლობას აპროტესტებენ, მაგრამ შედეგი არ არის. მათი თქმით, ცათამბჯენის მშენებლობამ ახლომდებარე სახლების კედლების დაბზარა და შეიძლება საქმე ნგრევამდეც მივიდეს.
|
თაია არდოტელი 09.03.2015
ყოფილი მუსიკალური სკოლა, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი ფუნქცია მოუძებნეს, ბოლოს კი გაყიდეს და დაანგრიეს, იტალიური ტიპის ეზოს სხვა საცხოვრებელი კორპუსის, მიმდებარე ტროტუარის დაზიანებისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
|
თაია არდოტელი 09.03.2015
თბილისში, მონტინისა და 9 ძმის ქუჩებს შორის არსებულ შესახვევში მცხოვრები მოსახლეობა "მთელ კვირასთან" ქუჩაზე გზის საფარის დაზიანების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე დაახლოებით რამდენიმე თვე იქნება, რაც გზა ამ მდგომარეობაშია.
|
თაია არდოტელი 09.03.2015
ღამის საათებში გართულებული მოძრაობა დედაქალაქში - პრობლემა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას დედაქალაქის მცხოვრებლები აღნიშნავენ, საღამოს 11 საათის შემდეგ ფაქტობრივად გადაადგილების პრობლემა იქმნება ქალაქში, რადგან სამარშრუტო მიკროავტობუსები, რომლითაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სარგებლობს, ამ დროს უკვე აღარ მოძრაობს და ძირითადად ტაქსებით უწევთ გადაადგილება.
|
მარიამ აფციაური 07.03.2015
პროფესიულ სასწავლებელში სწავლის მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მაღალია მოთხოვნა მზარეულის, მშენებლობის, ბუღალტრის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომშენებლობისა და ჭრა-კერვის სპეციალობებზე. როგორც "რეზონანსს" რესპონდენტების უმეტესობამ განუცხადა, მათი მაღალი ინტერესი ამ სასწავლებლის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ მისი დამთავრების შემდეგ დასაქმების შანსები მაღალი აქვთ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.03.2015
ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია.
|
მარიამ აფციაური 06.03.2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანატმა დამატებით სემესტრებზე გადასახდელი თანხა ჯამში 600 ლარიდან 3150 ლარამდე გაზარდა. დოქტორანტები და მასთან ერთად თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები სწავლის საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ, რადგან ეს სტუდენტებს საზღვარგარეთ წამოწყებული კვლევის გაგრძელებაში ხელს შეუშლის. ისინი ადმინისტრაციისგან აქამდე დაწესებული თანხის (150 ლარის) შენარჩუნებას მოითხოვენ.
|
მარიამ აფციაური 05.03.2015
ავტოგაზის ფასის მატება და ლარის გაუფასურება ტაქსების მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასმა უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე მოიმატოს. ტარიფის ცვლილებაზე საუბრობენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ. მათ სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი და ამიტომ იძულებულნი არიან მგზავრობა გააძვირონ.
|
მარი ჩიტაია 05.03.2015
ორბეთი-ალგეთის ხეობა-აბრამეთის საავტომობილო გზის 9,5 კმ-იან მონაკვეთს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგარაკო დასახლების 400 მცხოვრები ჩივის, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა ჭირს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 04.03.2015
გასულ წლებთან შედარებით, გრიპისა და მსგავსი ვირუსების შემთხვევები წელს შემცირებულია თუმცა მიმდინარე სეზონზე, თებერვლის თვეში, ოდნავი მატება შეინიშებოდა.
|
მარი ჩიტაია 03.03.2015
ბინის გამქირავებლებისთვის სახელშეკრულებო პირობები იცვლება. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში სავალუტო კურსსაც გაითვალისწინებენ, რაც დამქირავებლებს მეტ გარანტს მისცემს და სავალუტო რყევებისგან დაიცავს. არ არის გამორიცხული, ბინის მფლობელებს სავალუტო ცვლილებების შემთხვევაში, ზღვარი დაუწესდეთ.
|
თაია არდოტელი 02.03.2015
ანტისანიტარია, არასასიამოვნო სუნი, წვიმის დროს გუბეები, რიგ შემთხვევებში განათების არარსებობა - მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა წლებია მოუგვარებელი რჩება.
|