ნატა გიორგაძე
02.04.2015

 საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014-ში, წინა წელთან შედარებით, 4,8%-ით მეტი ბავშვი დაიბადა. სპეციალისტები შობადობის ზრდას უფასო მშობიარობის პროგრამის ამოქმედებას და მაღალმთიან რეგიონებში მესამე და შემდეგ შვილზე ყოველთვიური შემწეობის დანიშვნას უკავშირებენ, კიდევ ერთ მიზეზად კი პატრიარქის ინიციატივას ასახელებენ.

თაია არდოტელი
30.03.2015

 დები იშხნელების ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის დაზიანების, ნაწილობრივი დაგებისა და გამოყოფილი თანხების მითვისებაზე საუბრობენ. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დაახლოებით ერთი თვის წინ ქუჩაზე გზის საფარის ფრაგმენტულად დაგება მოხდა, მაშინ, როცა გზის დარჩენილი ნაწილიც დაზიანებულია და განახლებას საჭიროებდა.

თაია არდოტელი
30.03.2015

სასმელი წყლის ყიდვა და ამაზე დამატებით გაწეული ხარჯი, დასაბანად დედაქალაქის სხვა უბანში სიარული - ეს ის პრობლემებია, რაზეც ხილიანის ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. მათი თქმით, სასმელი წყალი 2 კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ, რაც დიდ პრობლემებს ქმნიდა.

თაია არდოტელი
30.03.2015

 დაზიანებული შესასვლელი, ჩამოვარდნილი ჭერი, წვიმის დროს ჩამოსული წყალი და გუბეები - ასეთი ვითარებაა თბილისში, მეტროს სადგურ "წერეთლის" შესასვლელში.

მარიამ აფციაური
28.03.2015

 ონლაინ სესხის მიმართ ინტერესი იზრდება. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ თანხის გამოტანის მსურველნი, ძირითადად, ახალგაზრდები და საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. ონლაინ სესხით სარგებლობის პრაქტიკით "ეისითიც" დაინტერესდა და გამოკითხვა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის ჩაატარა, რის მიხედვითაც დაადგინა, რომ ონლაინ სესხებს ყველაზე მეტად 18-24 წლის ახალგაზრდები ეტანებიან (21%). ასაკის მატებასთან ერთად კი კრედიტით სარგებლობის მაჩვენებელი იკლებს. რესპონდენტები ამის მიზეზად ონლაინ თამაშების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ასახელებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
28.03.2015

 ინფარქტი, ინსულტი, სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია - ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არასრული ჩამონათვალია. მსოფლიოში ყოველ წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად 12 მილიონი ადამიანი იღუპება. აღნიშნული დაავადებები საქართველოშიც ძალიან ხშირია.

თაია არდოტელი
27.03.2015

 "მაწანწალა ძაღლების სიმრავლე უფრო საღამოს და ღამის საათებში შეინიშნება, მაშინ როდესაც ქუჩაშიც ცოტა ხალხი დადის და მშველელადაც ვერავის მოუხმობ. შენ კი ამ დროს იმის შიშით გიწევს გადაადგილება, რომელიმე ქუჩის ძაღლი არ აგედევნოს და არ დაგკბინოს", - ბოლო პერიოდში დედაქალაქში ძაღლების მომრავლებისა და ქუჩებში მათი თავისუფლად მოძრაობის ფაქტებით შეწუხებული მოქალაქეები თბილისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას და მათი უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

ელზა პაპოშვილი
27.03.2015

 2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის - მომხმარებლის ინფორმირებულობა და სათანადო მომზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მარი ჩიტაია
26.03.2015

სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა პასიურია. გარდა იმისა, რომ მასალა გაძვირდა, მომხმარებლისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა არასტაბილური ეკონომიკური გარემოც. სავალუტო კრიზისმა ამ მხრივ ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

ელზა წიკლაური
25.03.2015

 "სილქნეტის" შემდეგ ინტერნეტმომსახურების ტარიფს "კავკასუს ონლაინიც" ზრდის და თანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ. "სილქნეტმა" გაძვირების მიზეზად სიჩქარის ზრდა დაასახელა. იგივე მიზეზი აქვს "კავკასუს ონლაინის" მიერ მომსახურების გაძვირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტარიფი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზარდეს.

თაია არდოტელი
23.03.2015

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობისთვის აქტუალური გახდა დასასვენებელი ადგილების, ბაღ-სკვერების მდგომარეობა.

თაია არდოტელი
23.03.2015

 დამტვრეული სკამები, ერთ დროს მოქმედი საქანელებისგან დარჩენილი რკინის კონსტრუქციები, ფაქტობრივად ფუნქციადაკარგული სკვერი - ეს არის პრობლემა, რომელზეც მეტროს სადგურ "ნაძალადევის" მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები "მთელ კვირასთან" საუბრობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×