მარიამ ნებულიშვილი
09.07.2020

 ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები ნელ-ნელა ცდილობენ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა ამის ფონზე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მზარდია. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ Wall Street Journal-თან საუბრისას თქვა, რომ თუ მსოფლიო მასშტაბით პანდემიას არ გააკონტროლებენ, მაშინ, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შემოდგომა გაზაფხულის მსგავსი იქნება.

მარიამ ნებულიშვილი
07.07.2020

 დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სანქციების რეჟიმი შემოიღო. სანქციები დაეკისრათ იმ პირებსაც, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსი იურისტის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმეში. ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციების რეჟიმს მიმართა.

ტატა შოშიაშვილი
06.07.2020

 უკრაინა შავ და აზოვის ზღვებში ფრთოსანი სარაკეტო კომპლექსების განლაგებას გეგმავს. 2021 წლისთვის „ნეპტუნის" 2 სარაკეტო კომპლექსი შავ ზღვაში, ხოლო ერთი კი აზოვის ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ თანამდებობაზე ივნისში დანიშნულმა, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ტატა შოშიაშვილი
04.07.2020

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს, რადიაციის დონის გაზრდის სავარაუდო მიზეზად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ბირთვულ რეაქტორზე მიმდინარე სამუშაოებს ასახელებს - ამის შესახებ ინფორმაცია 3 ივლისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2020

ახალი (სარს-კოვ-2) კორონავირუსი, რომელიც კოვიდ-19 ინფექციას იწვევს, მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა უფრო გადამდები გახდეს - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი სამედიცინო ჟურნალ „ჯამა"-სთან ინტერვიუში ცხადებს, რომელიც „იუთუბ" არხზე გამოქვეყნდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2020

 რუსეთმა ქერჩის სრუტეში ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაასრულა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 220 000-ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს, რუსეთი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება.

თამთა ჩაჩანიძე
29.06.2020

ამერიკა აღმოსავლეთ ევროპიის უსაფრთხოების გაზრდას იწყებს, რაც რუსეთისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, გერმანიაში აშშ-ის ჯარების რაოდენობა შემცირდება და კონტინგენტის ნაწილი პოლონეთში განთავსდება.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2020

ბარსელონას უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ქალაქის კანალიზაციაში SARS-CoV-2 ვირუსი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ფიქსირდებოდა-ამის შესახებ დასკვნები უნივერსიტეტის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2020

ბრიტანულმა ფასიანმა ტელეკომპანია „სკაიმ" შეიმუშავა ფილმების სია, რომელიც მისი აზრით „მოძველებული შეხედულებისაა", სადაც არაერთ კლასიკურ შედევრს შორის მულტფილმი „ჯუნგლების წიგნი" (მაუგლის ისტორია), 1961 წელს გამოსული ფილმი „საუზმე ტიფანისთან" ( მთავარ როლებში ოდრი ჰეპბერნი) და „უკანასკნელი სამურაი", რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.

მარიამ ნებულიშვილი
25.06.2020

 ვენესუელაში ნავთობის ჩატანის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობგადამზიდი გემების 5 კაპიტანს სანქციები დააკისრა. ამის შესახებ სპეციალური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

მარიამ ნებულიშვილი
25.06.2020

 მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემია გამოაცხადა სამი თვეზე მეტი გავიდა. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ტემპი კვლავ მზარდია. ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 9 მილიონ 500 ათასს აღემატება. კორონავირუსს უკვე ემსხვერპლა 485 ათასი ადამიანის სიცოცხლე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 5 მილიონზე მეტია.

თამთა ჩაჩანიძე
24.06.2020

„მაკრონმა თავისი განცხადებნით ფაქტიურად პირდაპირ თქვა, რომ თურქეთს ლიბიაში არაფერი არ ესაქმება, მეორე ის, რომ მან ნატოს ტვინის კვდომაზე განცხადება კვლავ გაიხსენა, როგორც ჩანს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საბჭო შეიკრიბება, რომ ინციდენტი განხილულ იქნას. ეს რიგითი ტიპის შეტაკება არაა, თან მაკრონის ამ განცხადების ფონზე."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ლიბიაში საფრანგეთ-თურქეთის დაპირისპირებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×