ნინო ქეთელაური 26.10.2017
მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შესაძლებელია - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში აცხადებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს.
|
ნინო ქეთელაური 25.10.2017
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის "ახალი ძალების" ლიდერ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური კიევი გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 24.10.2017
ყირგიზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა გაიმარჯვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციონერმა ომურბეკ ბაბანოვმა ხმების მესამედი მიიღო.
|
ნინო ქეთელაური 18.10.2017
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკარინის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხელ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მან კიევში უკრაინის პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებითა და კარვების გაშლით გაგრძელდა.
|
ნინო ქეთელაური 17.10.2017
უკრაინას ახალი თავსატეხი აქვს - იმიერკარპატების ოლქში, სადაც კომპაქტურად უნგრელები ცხოვრობენ, სეპარატისტული გამოსვლები დაიწყო. მათი პროტესტის მიზეზი ახალი კანონი გახდა, რომლის მიხედვითაც, მათ ტერიტორიაზე სწავლა უკრაინულის გარდა, სხვა ნებისმიერ ენაზე აიკრძალა.
|
ნინო ქეთელაური 16.10.2017
“აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორამცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული ბალისტიკური რაკეტის გაშვება მზადდება, ამიტომ, როგორც ჩანს, ეს წვრთნები ამ ფაქტთანაა დაკავშირებული”, - ასე აფასებს აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.
|
თიკო ოსმანოვა 14.10.2017
შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერესები მხოლოდ ყირიმით არ ამოიწურება და ახლო მომავალში მან, შესაძლოა, სხვა, ახალი ტერიტორიების ანექსია მოახდინოს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი, თადარიგში გასული ამერიკელი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.
|
ნინო ქეთელაური 12.10.2017
მონტენეგროს სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები საპატიმროში დატოვა. საქმე ეხება 14 პირს, რომელთაც ბრალად ედებათ 2016 წელს დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. როგორც ოფიციალური მონტენეგრო აცხადებს, ბრალდებულებს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოყვანა სურდათ, რათა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინათ.
|
ეკატერინე ბასილაია 11.10.2017
კატალონიამ დამოუკიდებლობის გამოცხადება ცოტა ხნით გადადო, ესპანეთის მთავრობასთან დიალოგის გამართვის იმედით. მადრიდი კი იმუქრება, თუ კატალონია ბრძოლას არ შეაჩერებს, კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რაც რეგიონის ავტონომიის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.10.2017
ვაშინგტონი მოსკოვთან შემრიგებლურ ტონზე საბოლოოდ უარს აცხადებს, "რუსულ საფრთხეებთან" ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს, თანამდებობებზე ნიშნავს "ანტირუს ქორებს" და იმ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, აქტიურობისთვის ემზადება. კავკასიის რეგიონში კი მისი უპირველესი ინტერესი აზერბაიჯანია - ამგვარი პროგნოზები აშშ-ის ბოლოდროინდელი საკადრო დანიშვნების შემდეგ გაჩნდა.
|
ნინო ქეთელაური 05.10.2017
"კატალონიის, კერძოდ ბარსელონას ფეხბურთი დაზარალდება, რადგან "ბარსას" მოუწევს ადგილობრივ ჩეპიონატზე გასვლა. ეს იგივეა, როცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ თბილისის "დინამოს" "საპოვნელასთან", "დილასა" და "მერცხალთან" მოუწია თამაში.
|
ეკატერინე ბასილაია 03.10.2017
კატალონიამ არალეგიტიმურ რეფერენდუმში ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა და ევროპაში ახალი თავის ტკივილი გაჩნდა - შეძლებს თუ არა ესპანეთის ხელისუფლება, შეაჩეროს ქვეყნის შიგნით კონფრონტაცია და ახალი სეპარატისტული რეგიონის გაჩენა ევროპაში.
|