იაგო ნაცვლიშვილი
04.03.2015

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული აღარ არის. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა. კანონპროექტის ავტორებმა და კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე გაიზიარეს. ახლანდელი რედაქციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს.

თაკო მათეშვილი
04.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლას ჯერ-ჯერობით მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" აპირებს. სხვა ორგანიზაციები სურვილს არ გამოთქვამენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ამას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ "თავმოყვარე პოლიტიკოსი" "ნაცმოძრაობას" გვერდით არ დაუდგება".

თაკო მათეშვილი
03.03.2015

სამართლიანობის აღდგენის დაანონსებიდან ერთი თვის თავზე მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რასაც იურისტები და უფლებადამცველები იმედის თვალით შეჰყურებენ. ამბობენ, რომ თუკი მისი საქმიანობა რეალური იქნება და არა ფორმალური, შესაძლებელი გახდება იმ უკანონო განაჩენების გადასინჯვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა გამოტანილი და რომლის მეშვეობითაც არაერთ ადამიანს წაართვეს ქონება.

იაგო ნაცვლიშვილი
03.03.2015

 ზურაბ აბაშიძის განცხადებამ ქვეყანა დააზარალა ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში.

თაია არდოტელი
02.03.2015

 "უკეთესი იქნებოდა, ეს კვლევა გაგრძელებულიყო და როდესაც ციფრების შესახებ კითხვები აღარ იქნებოდა, შემდეგ გამოქვეყნებულიყო, რადგან ახლა შესაძლოა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ეს ანგარიში უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის სურვილია", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული, სახელმწიფო უწყებების სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას.

ეკატერინე ბასილაია
02.03.2015

21 მარტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციას აანონსებს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა. "ნაციონალები" სხვა ოპოზიციურ ძალებს მათთან შეერთებისაკენ მოუწოდებენ.

თიკო ოსმანოვა
02.03.2015

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა "20.30" "ჯი-დი-ეს"-ის ეთერში მარტიდან გავა. მას ყოველდღიურად ჟურნალისტი მაკა ცინცაძე წარუძღვება, კვირის შემაჯამებელ გადაცემას კი საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია წაიყვანს, რომელიც სტუმრებთან ერთად კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს გაუკეთებს ანალიზს.

იაგო ნაცვლიშვილი
02.03.2015

 "კამათი პოლიტიკურ ცხოვრებაში აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ფრაქცია "ქართული ოცნების" პარასკევის სხდომაზე არავითარი კამათი არ ყოფილა, ხმაური ხომ საერთოდ გამორიცხულია. მედია რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს, ესეც გასაგებია - სკანდალის შექმნა უნდათ, რომ მასალა წაკითხვადი გახდეს. ამაზე ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს", - ასე უპასუხა "მთელი კვირის" შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

თეა ბეჟიტაშვილი
02.03.2015

ორი დღის წინ ბათუმში, ნაქირავებ ბინაში დედამ 8 თვის ჩვილი მიატოვა, თავად კი თურქეთში გაემგზავრა. მიტოვებული ჩვილი პოლიციის თანამშრომლებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

ლიკა ამირაშვილი
02.03.2015

 დუქნები, სამხატვრო სალონები, და სამიკნიტოები - ეს ყველაფერი შესაძლოა მალე ფიროსმანის ქუჩის დამახასიათებელი ატრიბუტები გახდეს. აქ დიდი მხატვრის დროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი ეპოქის დაბრუნება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, ფიროსმანის ქუჩის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა, სპეციალურ დაგეგმარებას საჭიროებს.

ია აბულაშვილი
02.03.2015

"ლაღიძის წყლების" ისტორიის შეხსენება ქართველ მკიხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც ამ უნიკალური სასმელის წარმოშობას უკავშირდება.

სალომე სარიშვილი
02.03.2015

გასული წლის 30 ნოემბერს ხაშურში 21 წლის გიგი ხვედელიძე დანით მიყენებული ჭრილობებით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბრალდებულს, 19 წლის იური ნოზაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. მას შემდეგ დაზარალებულის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ხვედელიძეებს ეჭვი აქვთ, რომ დანაშაული ჯგუფური იყო. გარდა ამისა, მათთვის ნოზაძის სასჯელი მეტად ლმობიერი აღმოჩნდა. მსჯავრდებულის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ ნოზაძის საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, რის გამოც ისინი სასამართლო დავას დღემდე აგრძელებენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×